↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts47
კარმა51
OFFLINEPROFILE
ამას, ვკიტხულობდი...

შოთა ნიშნიანიძე
ნახევარზღაპარი

ცოლად მოვიყვანე დევის ქალიშვილი
და შენ გაგაჩინა ჩემი თვალისჩინი

- აჩუ, აჩუ ცხენოო, შე კუდმოსაჭრელოო, -
ზურგზე შემასკუპდები, - საით გაგაჭენოო.

აჩა-ბაჩა ცხენი ვარ, ხან საწყალი წიქარა,
წუთისოფლის უღრან გზებს მეც წვალებით მივკვალავ.

- მამი, მამი, მგლის ხროვა რომ შემოგხვდეს ღამით,
უთოფოდ და უხანჯლოდ მოერევი, მამი?
- სპილო თუ შეგხვედრია? -
- შემხვედრია სპილოც.
- მამი, დათუნიაც?
- დათუნიაც, შვილო.
- შეგხვედრია ლომი? ვეფხვი? მგელი? დათვი?
მართლა არ გეშინია, მამიკონა, მათი?
- აი, შე ცუგრუმელა, შე მშიშარა, მართლა,
ნურავის გეშინია მელაკუდას გარდა.
სპილოს, რაც შეეხება, პატივსა ვცემ სპილოს,
ლომებთან და ვეფხვებთან ვძმობილდები, შვილო.
მგლებისგან და დათვებისგან შორს გადგომას ვცდილობ.

- მამა ყველაზე ღონიერია!
მამას ვერავინ ვერ მოერევა!

მამას რაც უნდა იმას იყიდის,
ყოვლის შემძლეა მამა...
და ბედნიერი ბავშვის ხითხითი
ამხელს ოცნებებს ლამაზს.

- შენს პირს შაქარი! სულ ასე გეთქვას!
ამინ, პატარავ, ამინ!
- დევს და ამირანს, ორივეს ერთად
ვერ მოერევი, მამი?

- ვინაც დევი და ამირანია, -
ვინც არი ჩემი კბილა,
ჩემო გოგონა, დიდი ხანია,
მესალმებიან ტკბილად.

გაიზრდებიან, შვილო, ბავშვები,
ნახავენ ათას რამეს,
ჰოდა, მამებში აღმოაჩენენ
მთლად ჩვეულებრივ მამებს...

ო, ჩემო გოგო, ვერ გაგაწბილებ,
ვერ მოგატყუებ, ვერა,
ახლავე ვაცმევ ჩემს სიყმაწვილეს
სასწაულმოქმედ პერანგს.

მე უნდა შევძლო შეუძლებელი,
ტოლი ზღაპრის და მითის,
შენს ბავშვურ რწმენას როგორც შეჰფერის,
სწორედ ისეთი დიდი.

. . .

ღმერთო, მომხედე და ნუ დამტოვებ
მხოლოდ ზღაპრების გუდად,
ჩემს შვილთან ერთად თანატოლივით
მზარდე და მზარდე მუდამ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts47
კარმა51
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
BMCC wrote:
ციტატა:
შოთა ნიშნიანიძე
სახუმარო

ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი ავუხსენი,
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა,
ვაიმე, ბედო უკეთურო!
დაბერებულხარო გნოლივითა,
ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე,
თავმოჭრილი ვარ-თქო - დავასკვენი.
ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე.
მოვიდა მეორე ორშაბათი,
ისევ შემეფეთა ის უღმერთო,
ელვამ დამიარა კოჭებამდი,
დილამშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,
მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.

• • •

ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი იმ უღმერთოს მგალობელი.

კარგი გემოვნება გაქვს,დათო:) :) :) :) კეთილი იყოს შენი შემოსვლა დესპანზე, ასეთი სიყვარულით გევლოს ცხოვრებაშიც, როგორითაც აქ შემოხვედი=sher= =sher= =sher=

დიდი მადლობა გაიხარეთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ლიააააა
_______

ვეტრფი და ნახე რა პურორიიიიი მოავხდინეეეე..ავალაპარაკე ხალხი სიყვარულზე პოეზიის ენით :)
მაიც და ლამაზი და დზლიერი გრდზნობაა არა ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts47
კარმა51
OFFLINEPROFILE
ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს,
გამიღვიძებდეს წამით იმედებს,
ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე
ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს.
მასულელებდეს, მიბნევდეს თავგზას
მისი თვალების ჩუმი ბრძანება,
გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს
ჩემი ლომური ამპარტავნება.
არ დავირცხვენდი, გითხრათ სიმართლე,
არა და არა, არ დავირცხვენდი,
ოღონდ მიყვარდეს,
მართლა მიყვარდეს,
გახელებამდის...
თავდავიწყებით...
ოღონდაც, ღმერთო, გარდასულ ყრმობის
ისევ მარგუნე უცხო თრიაქი,
ის ღვთაებრივი მაცდური თრობა,
შიში, ცახცახი და ფორიაქი...

შ. ნიშნიანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts47
კარმა51
OFFLINEPROFILE
ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.
ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლად მოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლად გამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.
ტკბილია, როგორც ბეღელი ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:
-ჩემი სამშობლო ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არის ?
ჩემი სამშობლო ქვეყანა რა ლამაზია, რაკარგი,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი, ნაირფერებით ნაქარგი,
ტკბილია, როგორც რუსთველი, ტკბილია, როგორც აკაკი,
ხალხი შრომაში გართული, ამღერებული ფანდური,
იადონების გალობა და იავნანა ქართული.
როგორც კრიალა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები,
და იის წყალით ფერილი ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები,
ტკბილია, როგორც ხალხისთვის თავდადებული ლომგული,
ტკბილი, როგორც ურმული, ტკბილია, როგორც ჩონგური.
საამო არის, ვით, რთველი, მწიფე მტევნების ნაჟური,
დილისკენ ხოხბის ყივილი, სიმღერა გარიჟრაჟული,
იალაღებზე ღრუბლებად მიმოფანტული ნახირი
და გაზაფხულის პირზედა ტყიდან გუგულის ძახილი.
ტკბილია, როგორც წისქვილში მთვარიან ღამის გათევა,
ტკბილია, როგორც აპრილში ტყემლების შემონათება,
ტკბილია, როგორც მტევანი ვაზზე ასხმული შავადა
და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა.
ხალხია ენამზიანი, გმირი და არამკვეხარა,
დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა.
ჩემი სამშობლო ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არის ?

ლადო ასათიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
ლიააააა
_______

ვეტრფი და ნახე რა პურორიიიიი მოავხდინეეეე..ავალაპარაკე ხალხი სიყვარულზე პოეზიის ენით :)
მაიც და ლამაზი და დზლიერი გრდზნობაა არა ?
ხო ;მეც გაოცებული ვარ.=fiqri= ასეთი მარათონი; რომ გაიმართა. შეეჯიბრეთ ერთმანეთს სიკვარულში . მშვენიერი გრზნობაა. :side: =ko= =ko= გაკოცე მესამედ=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით
გამახსენდება თმები შოლტები.
როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,
მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.

ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები
ასფურცელას და ოქროსთმებიანს,
ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები
და შენზე დარდში დამთენებია.

მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები
და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს.
მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,
მე თქვენი თმები დამაბრუნებენ. =rose =lll

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ვიცი, მე ვიცი,
რომ ტვირთად გაწევს
მოუსვენრობა გარდასულ დღეთა;
ღვინით, უძილო ღამეებით გულგატეხილი
მოვედი შენთან
და შიშნაკრავი პატარა გული
მაინც ქალური სითბოთი შემხვდა.
ვიცი, მე ვიცი,
იმ უძილო ღამეებს გაჰყვა
სიჭაბუკე და სიწმინდე სულის
და ვდგავარ შენი ცხოვრების გზაზე
ისე, ვით მგზავრი გვიან მოსული.
ვიცი, მე ვიცი, ბევრჯერ ვინანებ,
რომ შენთან მოსვლა დავიგვიანე;
უაზროდ დავწვი სიცოცხლის დღენი,
აქვე იყავი _ სადღაც სულ ახლოს
და თავის დროზე
სიახლოვეც კი ვერ ვიგრძენ შენი.
ვიცი, მე ვიცი,
რომ ჩვენ შორის ცივად ჩამდგარან
წლები დამწვარი ღვინით და ვნებით
და მე სულმოკლემ, ლამის არის ვწყევლო ყოველი,
ის, რაც მიყვარდა თავდავიწყებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts47
კარმა51
OFFLINEPROFILE
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი,
მე შენს მეუღლეს დიელში ვიწვევ,
რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.
შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი
გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,
გაიღოს უცებ სამოთხის კარი -
მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი...
რა სჯობს - სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!
სად სჯობს - მიწაზე თუ მიწის გარეთ!..
მზე - მზეზე უფრო დიდი და ცხელი,
მთვარე - მთვარეზეც მაღალი მთვარე,
და ცა! - ღმერთების ცისფერი ჰოლი -
ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს...
მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით -
მოდიან მაგრამ მიდიან წამსვე :
ბოლოს და ბოლოს, ერთი აქვს ბოლო
ლომსა დათინუსს, ნაძვსა და ღოლოს !
სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!
უხერხულია - შენ გერქვას ცოლი -
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი!
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ბევრჯერ ვყოფილვარ არაგვის პირას,
აქ ბევრი ღამე მითენებია
და ყვავილებში განაბულ ნიავს
ჩემთვის რამდენი რამ უმღერია...
მეც განაბული ვუსმენდი, როგორც
საყვარელ ქალის ჩურჩულს ვნებიანს.
ბევრჯერ ვყოფილვარ არაგვის პირას,
რამდენი ღამე მითენებია;
მაგრამ ის ღამე,
დედოფალი ყველა ღამეთა,
რა უმოწყალოდ მალე გათენდა.
დრო ადნებოდა საზარლად მალე
შენს გასაოცრად სევდიან თვალებს
და მოდიოდა უშენო ხვალე _
სიცარიელე და სიცივე მომავალ დღეთა
და მოგონებათ ღამის ნაფლეთი _
არაგვზე, შენთან.
გამხმარ ტოტებზე ჯამბაზივით ცეკვავდა ალი
და სველ ტუჩებზე გიცინოდნენ ღვინის წვეთები;
მე შენი ცქერით სიგიჟემდე ვიყავი მთვრალი,
მაგრამ იმ ღამეს დათვრებოდნენ თვითონ ღმერთებიც,
შენთვის რომ ერთხელ მოეკრათ თვალი.
...ტოტებზე კრთოდა შენი ცქერით შემკრთალი ალი,
სასაცილოა ჭაღარა ბავშვი,
მაგრამ ბავშვივით დაბნეული ვიყავი მაშინ;
კიდევ კარგი, რომ გაავდარდა უეცრად მთაში,
შენ ვერ შემატყვე მღელვარება გაბზარულ ხმაში,
სასაცილოა, სასაცილო ჭაღარა ბავშვი.
შენს გასაოცრად სევდიან თვალებს
დრო ადნებოდა საზარლად მალე
და მოდიოდა უშენო ხვალე...
დროო, შეჩერდი! ასე იოლად
მე ვერ გაგატან ბედნიერ წამებს!
შეჩერდი-მეთქი! შენც უძლური ხარ
გაიმეორო ასეთი ღამე!..
პირველი წვიმის სურნელება სდიოდა მიწას
და ბნელი ღამე ხეობაში უძრავად იწვა.
ღამე, ის ღამე,
დედოფალი ყველა ღამეთა,
რომელიც ასე უმოწყალოდ
მალე გათენდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი,
აუხდენელი და მომხიბლავი,
არ ვიცი, საით გაუყვა ტალღებს,
სად შეაჩერა დაღლილი ნავი.
მაშინ ცას უფრო სხვა ფერი ჰქონდა,
სხვაგვარის ღელვით ღელავდა ველი,
მაისი იყო, მთას მოჰხვეოდა
ნაზ გაზაფხულის მთრთოლვარე ხელი.
მაგრამ ის მოვა შემოდგომისას,
მოვა დაღლილი და ფერმიხდილი,
ო, რა მწუხარე ღამე იქნება,
ო, რა საშინლად იკივლებს ჩრდილი.
მაშინ მე გეტყვი, რომ მოკვდა გული,
რომ სიზმარივით გაჰქრა ყოველი,
რომ ჩემს წარსულში არ ვეძებ ახალს
და სიყვარულში ხსნას არ მოველი.

გალაკტიონ ტაბიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
ძლივს შემეჩვიე... და მტუქსავ თითით:
"არ შეიძლება... აკრძალულია..."
თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი,
ყველაზე სანდო სიყვარულია.
შენი ჩურჩული მე შევიყვარე,
როგორც ოჯახის დიდი ნუგეში,
შენი ჩურჩული არხევს ფიჭვნარებს,
ბალახად წვება ჩიტის ბუდეში.
მე შენს ჩურჩულში ვარ შეყუჟული,
მთვრალი ვარ შენით და საღამოთი
და მეჩვენება, შენი ჩურჩული,
სადღაც, ბუხარში, კვამლად ამოდის.
მეხვევა ეგ ხმა, როგორც ვენახი
და რას აღმითქვამს მინდა გავიგო,
მაგ ჩურჩულიდან ვიღაც მეძახის
გაუბედავად: "მამა... მამიკო..."
ძლივს შემეჩვიე და მტუქსავ თითით,
"არ შეიძლება... აკრძალულია..."
თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი,
ყველაზე სანდო სიყვარულია...

შოთა ნიშნიანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts47
კარმა51
OFFLINEPROFILE
მე,იდუმალი შენი სტუმარი,
მდუმარე ღამით დემონს ვედრები,
მოვალ და უმალ ეგ სასთუმალი
წუხს შენი ცრემლით შენათეთრები.

მერე შემთხვევით შენს ხელს ვემთხვევი,
შენს დაღლილ ხელთა უმანკოებას.
ვნება თავნება მე შემემთხვევა
და შენ წინ დავტმობ უმალ გონებას.

მე,იდუმალი შენი სტუმარი,
თეთრ სარეცელთან ცერად ვეცემი,
უარი არ თქვა,ბედი თუ არი,
ჩვენში გაიყოს ეს სარეცელი.

არვინ დარჩება მაშინ მტყუანი,
შენ-დონნა ანნა,მე-დონ ხ(ჟ)უანი.

რატი ამაღლობელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
BMCC wrote:
ციტატა:
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე,
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი,
მე შენს მეუღლეს დიელში ვიწვევ,
რომ ჩავახედო შენს კეთილ სულში.
შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი
გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს,
გაიღოს უცებ სამოთხის კარი -
მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი...
რა სჯობს - სიმღერა თუ წყვილი ცრემლი!
სად სჯობს - მიწაზე თუ მიწის გარეთ!..
მზე - მზეზე უფრო დიდი და ცხელი,
მთვარე - მთვარეზეც მაღალი მთვარე,
და ცა! - ღმერთების ცისფერი ჰოლი -
ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს...
მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით -
მოდიან მაგრამ მიდიან წამსვე :
ბოლოს და ბოლოს, ერთი აქვს ბოლო
ლომსა დათინუსს, ნაძვსა და ღოლოს !
სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!
უხერხულია - შენ გერქვას ცოლი -
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი!
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ...

ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ლექსია:) :) მადლობთ, რომ დაწერე=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ნუ იფიცებ,
ნუ ამაყობ,
მე შენს თვალებს დაღლას ვატყობ.
და შენს ბაგეს,
გაუშლელი ვარდისფერი კვლავ რომ ადევს,
ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს.
ნათლად ვხედავ,
შენს თვალებში უტყვი სევდა ახავერდდა,
ნუღარ მალავ,
აღარა გაქვს მოლოდინის ძველი ძალა
და ჩამქრალა
საბოლოოდ ის იმედი,
დღეს რომ ენთო კიდევ მკრთალად.
ნუ იცინი,
ნუ იკავებ მომდგარ ცრემლებს,
ნუღარ ცდილობ ჩემს დანდობას,
ნუ უარყოფ განშორების წინათგრძნობას.
ნუ იფიცებ, გამძლეობით ნუ ამაყობ,
მე შენს ბაგეს,
ჯერ კიდევ რომ ჩემი კოცნის ფერი ადევს,
ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს.

პეტრე გრუზინსკი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი