↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ო, რომ შემეძლოს, თბილისის ღამეს
შემოგახვევდი სახეზე ჩადრად,
რომ შენი სახის ნაზი მშვენება,
ჩემ მეტს არავის არ დაენახა.
ო, რომ შემეძლოს, თბილისის ღამეს
დავჭრიდი შენი თვალთა სხივებით,
შეგიკერავდი ბნელ წამოსასხამს,
მოქარგულს ჩემი ცრემლის მძივებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
მე უკაცრიელ უდაბნოში დავდივარ ღამით,
დავეძებ ზღვაში ჩაძირულ მზისფერ ოცნების სხივებს,
როცა სიცივე მახსენდება ვჩერდები წამით,
ვეთამაშები ცელქი წვიმის,შხაპუნა მძივებს.
წვიმა სევდაა,დედამიწის მწარე სიმართლე,
ცად აფრენილი ღრუბლები კი,მისი ფრთებია,
თუმცა ოდესღაც იყო დრო და იყო სინათლე,
ჩვენ შევსცქეროდით ვარსკვლავებს და გვიოცნებია.სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
გამოხვალ გარეთ, გახედავ შარას,
ქარში ეგდება ღრუბლების ღერი,
შეიშრიალებს შენს წამწამებთან
ჩემი ცრემლები, შენი გიშერი.

მკერდის უბეში ჩაიკრავ ჩუმად
თალხი სიზმრების დაყრილ ბარათებს.
ფერად ხსოვნებით გაავსებ უცბად,
ლურჯი იებით დაწნულ კალათებს.

განცდების ფიფქი და გაოგნება
დაღუპულ დღეებს სადღაც ასხია.
შენი გიშერი საფლავს მაგონებს,
მანდ კულულების სითბო მარხია.

შენ რომ თელავდი ღამეებს თეთრად,
ღია ფანჯრების დაკარგულ ალერსს,
ეზოში შენზე მღეროდა თელა,
ჩაძირულ ჩრდილებს და სივალალეს.

თვალებმა ალბად დიდხანს ილოცეს,
რადგან სახეზე კრთის კანდლის შუქი,
ამაღამ ალბად ნიკოც ილოთებს,
კარებს შემოგლეჯს, როგორც ქარბუქი.

გამოხვალ გარეთ, გაყვები შარას,
დაღუპულ პოეტს რაღაც მიშველი,
ფანჯრებთან ნუში ხომ იშრიალებს, -
ჩემი ცრემლები, შენი გიშერი. Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც.
ამ სილურჯეში იძირება თითქოს თვით მზეცა,
მზე ოქროსფერი.
და ვერ გავიგე,
ზღვაა ცისფერი თუ ცა _ ზღვისფერი...
მზე გეფერება თუ სუნთქვა ზღვისა.
ისევ ჩემი ხარ თუ საოცრად მცხუნვარე მზისა,
რომ დაგიკოცნა ტანი შიშველი...
ღმერთი გიშველის _
ღალატშიც და ერთგულებაშიც,
ღმერთი გიშველის.
ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც,
ფიქრიც და შენცა...
მოუთმენელი სიო გადაგხდის
სილურჯის საბანს, ციდან მოხეულს
და როგორც ვნება,
მზე დააცხრება
შენს შიშველ სხეულს...
. . . . . . . . . . . . . .
ცა მუნჯი... მუნჯი,
ზღვა მუნჯი... მუნჯი,
ყველაფერი საოცრად ლურჯი...სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
..."ყველაზე მეტად მე შენი მჯერა
შენ მინთებ გულში იმედის კოცონს,
არც ერთი სიტყვა არ გითქვამს ჯერაც,
რომ ჩემს თვალებში არ შეამოწმო.
ბედნიერი ვართ ჩვენ ჩვენი ბედით,
სიშორის სევდაც ჩვენ უკვე ვსძლიეთ,
მე რომ ამ ქვეყნად არ ვიყო შენთვის
შემეცოდები რატომღაც ძლიერ!
შენ ჩემი ნახვა ყოველთვის გინდა,
გინდა სუნთქავდე ჩემს შორიახლოს,
ვერ დაიძინებ იმ ღამით მშვიდად,
ერთი საღამოც რომ ვერა მნახო.
და მთელი ღამე ,ვით საყვედური,
რაღაც უცნაურ ტკივილის მჩენი,
შვებას არ მომცემს მაგ თვალთა მდურვა
არ მომასვენებს ჩურჩული შენი..."

შ.ნიშნიანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ნამტირალევი მოვდივარ დღესაც,
სადაც არ მივალ, ყველგან ღამეა.
ნეტავ ჩემ გულში ჩამოგახედათ,
რამდენი კვნესა და ვარამია.

ბოღმა კვამლივით მედება ყელზედ,
ირგვლივ რიყეა, უდაბნოს ქვები.
ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე,
თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები.

სადღაც კიაფობს მთვარის ბულული -
შუქი დამეძებს, უნდა რომ სწუხდეს,
თითქოს მე ვიყვე გამოქვაბული
და ჩემ ქვეშ სისხლის მდინარე ჰქუხდეს. Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჩვენ ვალაპარაკეთ გულები,
სტყუოდი_მეჩვენე მართალი.
შენ მზეს წააგავდი სრულებით,
მე ტანშI მყინავდა ზამთარი!
ეს მოხდა სულ ერთი წამით,
გესროლე ღიმილი წმინდა,
დამტოვე და მთელი ღამით
გადაუღებლად წვიმდა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Feb 2007
Posts136
კარმა55
OFFLINEPROFILE
Re:სიყვარული პოეზიის ენით..!!! 2 წუთის წინ კარმა: 67 [შექება] [დატუქსვა]
ჩვენ ვალაპარაკეთ გულები,
სტყუოდი_მეჩვენე მართალი.
შენ მზეს წააგავდი სრულებით,
მე ტანშI მყინავდა ზამთარი!
ეს მოხდა სულ ერთი წამით,
გესროლე ღიმილი წმინდა,
დამტოვე და მთელი ღამით
გადაუღებლად წვიმდა...
...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მახსოვს ძახილი, გზების ყვირილი,
სად მიხვალ, სადა, შეინთე კვარი.
მე მივდიოდი გულშემოყრილი
და ქადაგივით ყვიროდა ქარი.

ცის გუმბათებზედ ქარებს სციოდათ,
და დასაბამი ღრუბლებს ეფარა.
სად ჰქონდა იმას ნეტა ცრემლები,
ვინც თვალებს ძილში გამოეპარა...

რა იქნებოდა, გზა რომ გამეგნო,
მიწაზე მაინც აენთოთ კვარი.
მე ვიყავ ბედით გაოგნებული
და ძვლებში მწარედ მივლიდა ქარი. Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მსურს სიკვდილამდე გიმღერი ქება:
ნაზი,ძლიერი და საშრიალო,
უნდა ამოვქნა გული ლექსებად,
რომ მკითხველები შევაჟრიალო.
მინდა,სიტყვაში გრძნობა ჩავასხა,
მინდა ელავდე ჩემში მზესავით,
"რომ ყველამ შესძლოს შენი დანახვა,
რომ შეგიყვაროს ყველამ ჩემსავით!"
ახლა მანქანას მივდევ ნივთივით,
ვიცი,არ ფიქრობს ჩემზე არავინ,
ამკიდებიხარ გულზე ტვირთივით
და სიმძიმე გაქვს შესაზარავი.
მაინც ტკბილია შენი ტარება,
შენით ავმაღლდი მგზავრების ზემოთ,
მახსოვს ის წუთი,ის ნეტარება
და შენი ბაგის უცნობი გემო.
იქნებ წუხილი დაგაწვა საწყალს,
თბილი ღიმილი მაინც მაჩუქე,
ახლა ვშორდები საშენო საზღვარს,
წყვდიადია და შენით ვაშუქებ.
აღმართიანი ფიქრი მაწვალებს,
იქნება გზები მართლაც გაიყო,
როცა ვკოცნიდი ელვარე თვალებს_
მივხვდი რა ვარ და რა უნდა ვიყო.
ვიცი ჟანგით არ დავიფარები,
თუ ლექსში გრძნობა ჩაისახება,
თუ შიგ იელვებს შენი თვალები
და შენი ტანის აცახცახება.
დავრჩები,როგორც ობოლი ბავშვი,
მაინც შევირჩენ დიდებას მეფურს,
რაც საყვედური მითხარი მაშინ,
ქვეყანას ვეტყვი მე იმ საყვედურს.
მაინც ეჭვები მეხვევა საწყალს,
ვლოცულობ, სურათს შენ რომ მაჩუქე,
მივალ,ვშორდები საშენო საზღვარს,
წყვდიადია და შენით ვაშუქებ!....

როგორ მიყვარს ეს ლექსი,...ალბათ იმიტომ,რომმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ....................

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Feb 2007
Posts136
კარმა55
OFFLINEPROFILE
karamelka

კარენოი დესპანელი

წერილი: 1195

Re:სიყვარული პოეზიის ენით..!!! 3 წუთის წინ კარმა: 67 [შექება] [დატუქსვა]
მსურს სიკვდილამდე გიმღერი ქება:
ნაზი,ძლიერი და საშრიალო,
უნდა ამოვქნა გული ლექსებად,
რომ მკითხველები შევაჟრიალო.
მინდა,სიტყვაში გრძნობა ჩავასხა,
მინდა ელავდე ჩემში მზესავით,
"რომ ყველამ შესძლოს შენი დანახვა,
რომ შეგიყვაროს ყველამ ჩემსავით!"
ახლა მანქანას მივდევ ნივთივით,
ვიცი,არ ფიქრობს ჩემზე არავინ,
ამკიდებიხარ გულზე ტვირთივით
და სიმძიმე გაქვს შესაზარავი.
მაინც ტკბილია შენი ტარება,
შენით ავმაღლდი მგზავრების ზემოთ,
მახსოვს ის წუთი,ის ნეტარება
და შენი ბაგის უცნობი გემო.
იქნებ წუხილი დაგაწვა საწყალს,
თბილი ღიმილი მაინც მაჩუქე,
ახლა ვშორდები საშენო საზღვარს,
წყვდიადია და შენით ვაშუქებ.
აღმართიანი ფიქრი მაწვალებს,
იქნება გზები მართლაც გაიყო,
როცა ვკოცნიდი ელვარე თვალებს_
მივხვდი რა ვარ და რა უნდა ვიყო.
ვიცი ჟანგით არ დავიფარები,
თუ ლექსში გრძნობა ჩაისახება,
თუ შიგ იელვებს შენი თვალები
და შენი ტანის აცახცახება.
დავრჩები,როგორც ობოლი ბავშვი,
მაინც შევირჩენ დიდებას მეფურს,
რაც საყვედური მითხარი მაშინ,
ქვეყანას ვეტყვი მე იმ საყვედურს.
მაინც ეჭვები მეხვევა საწყალს,
ვლოცულობ, სურათს შენ რომ მაჩუქე,
მივალ,ვშორდები საშენო საზღვარს,
წყვდიადია და შენით ვაშუქებ!....

როგორ მიყვარს ეს ლექსი,...ალბათ იმიტომ,რომმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ....................
აი შენ კამრა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა კარმისთვის ,მაგრამ ეგ საზიზღარი ავატარი ხომ არ გამოგეცვალა????????????????!!!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
გითხარი:
„მოვალ,
დღეს უსათუოდ მოვალ, ძვირფასო!“
აჰა, მოვედი და მოგიტანე
ბარტყივით თბილი და ჩვილი რწმენა.
ამ ბარტყს სხეული ბუმბულის ნაცვლად
შემოსილი აქვს ნაზი ბუსუსით
და ნებზე ცოცხალ გულივით ფეთქავს.
რა მშვენიერი ბარტყია, ხედავ?!
ჩვენც გამოვკვებოთ და დავაპუროთ,
მერმე სუსტ მხრებზე შევასხათ ფრთები
გავწვრთნათ,
გავწაფოთ
და სივრცეებში ფრენა ვასწავლოთ...

შენს ტანს მთრთოლვარე ხელით ვეხები
და შენი მკერდი, თეთრი და მკვრივი,
ვით გაზაფხულზე მთაწმინდის უბე,
მოულოდნელად აყვავილდება.

მადლობელი ვარ, რომ დამიჯერე
და დამიბრუნე ის, რაც დავკარგე!
ამ მზეს უშენოდ ვერ ვიპოვიდი,
ამ მზეს უშენოდ არ ჰქონდა აზრი,
რამეთუ ჩვენ ვართ ის ორი ბავშვი,
გუშინ რომ ტყეში დატანტალებდა
და განწირული ხმობდა ერთმანეთს.
აი, მოვედი და მოვიტანე
ბარტყივით თბილი და ჩვილი რწმენა.

დიდი ხნის წინათ რაც უნდა მეთქვა,
ანდა ის,
ახლა რაც უნდა გითხრა,
ნუ გაგაოცებს.
ჩემი სათქმელი ისე ძველია,
როგორც ყვითელი, ბებერი მთვარე
და ახალია,
ვით თანამგზავრი,
რომელიც ახლა გარშემო უვლის
ამ ხნიერ მიწას და აჭაბუკებს...
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
"შენ-შენზე ჩემი ხარ ფიქრისფიქრი,
მე-ფიქრისფიქრი ვარ ჩემზე შენი
და ფიქრისფიქრისფიქრია იგი_
მე და შენს შორის,რაც ითქმის ენით.
მას კი,რაც სივრცით,მზით არის ტოლი,
გამოთქმა, რისიც თვით დუმილს უჭირს!_
ღიმილით ამბობს სხეული ორი,
ვითარცა ერთის ტუჩი და ტუჩი!"

მ.მაჭავარიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ცაზე ღრუბელი შეირხევა..
მინდორს გადმოაწვიმს ლელიანს,
შენი შეყვარება ადვილია,
მაგრამ დავიწყება ძნელია;
ცის თაღი ხმაურით შეირხევა,
ელვა ცას ჩამოჰკრავს ცულიანს,
შენი დასიზმრება შეიძლება,
ცხადად ახდენა კი ძნელია...
მერე ამინდიც შეიცვლება...
მზე ამ ზღაპარივით ძველია;
ვიტირო?_ყოველთვის შეიძლება,
ვიყო ბედნიერი_ძნელია!..

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი