↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
ეს ძაღლი,
რაც თავი მახსოვს,
ყოვლღამე ყეფდა ჩემს სახლთან.

რამდენჯერ დაიკარგა – მაგრამ უშედეგოდ,
რამდენჯერ მოკვდა – ისევ უშედეგოდ,
ყოველღამე ყეფდა ჩემს სახლთან.

რამდენი სახლი მოვიცვალე,
ყოველღამე ყეფდა ჩემს სახლთან.

ერთხელაც იყო, თვითონ მოვკვდი.
მხიარული დავდიოდი ბნელ გვირაბებში.
ვეძებდი და ვპოულობდი ჩემზე ადრე გარდაცვლილ ჩემებს.
მიკვირდა, თუკი მიხსენებდნენ.

სადღაც ცხოვრება გრძელდებოდა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მტიროდნენ.

ყოველღამე სულ სხვა ძაღლი
ყეფდა ჩემს სახლთან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
გადავწყვიტე დავისვენო.
ამ დღეებში მოვიფიქრებ, საით გავფრინდე.
ალბათ უფრო სამხრეთს ავირჩევ.
ბევრი ტანსაცმლის წაღება რომ არ მომიწიოს.
აი ფოტოებს კი გავიყოლებ.
არ გეწყინოს, შეიძლება ისიც მოგპარო,
ფეხსაცმელების ყუთში ადრე გადამალული.
რამდენიმე თვის სასუსნავს
მურაბების მწკრივში დაგიწყობ,
ვიცი, დატკბობა დაგჭირდება უჩემო ღამის.
კიდევ? კიდევ რა მავიწყდება...
ხო, მემაწვნე ქალს ვთხოვე, რომ
დილაობით არ გაგაღვიძოს.
ყულაბისთვის, თავთან რომ მედგა,
ხელის ხლება არც მიფიქრია,
თუ დავბრუნდები,
სარწეველა ჭილის სავარძელს ვიყიდით ერთად.
მოკლედ ასეა,
გადავწყვიტე მოგიკვდე.
რადგან, ეტყობა,
ჩემი _ მომდევნო ცხოვრებაა,
სადაც გზა არ გაგრძელდება გარეუბნამდე,
სადაც ჩვენი პირველი შვილი იქნება ბიჭი,
სადაც მამა არასოდეს დამიბერდება
და ყველა ჩემი მეგობარი ერთბაშად მღვდლად არ გადაიქცევა...
იმ ცხოვრებაში,
ანუ სხვაში, ანუ ჩემსაში,
პირველივე დაბადების დღეს სანთლებიანი ტორტით შევხვდები
და ასი წლის ნატვრას ავიხდენ,
ხოლო სიკვდილის შემთხვევაში,
არავითარი მიწა, ჩემო,
ერთ მუჭაში ჩამიტევ ფერფლად.
შენი ამბავი ხომ ვიცი, მაინც იდარდებ,
როგორ მივაღწევ სამხრეთამდე,
კარგი, გაგიმხელ:
იცი, შენთვის მოქსოვილი შარფი დავშალე
და გორგალი წავა პირველი...
ერთი რამის მეშინია:
მანამ, სანამ დავისვენებდე –
შემთხვევით კარი არ შემომიღო და
უნებურად,
უნებურად
არ გადამარჩინო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ვა.. რა აქტიურობაა:))

ზორმან დასჭექა და არაბეთი , ასფალტი ჩრდილებს იპარავს ფუნჯით
მე ვარ კოსმოსი , მაგრმ ფოთოლი
და სივრცეებში იწყლიტება ტვინი....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
სიყვარულია: გზა, სიშორე, ცრემლი, გოდება.
შეახებ ხელს და არასდროს დაგიბრუნდება.
სიყვარულია: სიმარტოვე, გულის სიშორე,
ხორციელი ვნების მიუწდომელი აზრთა სიცოცხლე.
სიყვარულია: ტანჯვის თეთრი ცრემლები.
სიყვარულია: მე რომ თავზე ასე გევლები.
სიყვარულია: ათას ერთი ტრფობის ზღაპარი.
სიყვარულია: ჩაუქრობელი შუქთა ლამპარი.
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია.
სიყვარულია: ყველაფერი რაც გაგვაჩნია.
სიყვარულია: ქვის ჩუქურთმა, კინწვისის ფრესკა.
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსა რეკდა? :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი!
წვიმავ, - ეს შენ გეხება.
რადგან ზოგი შენი წვეთი
სატრფოს ტუჩებს ეხება.
ეს ტუჩები მე მეკუთვნის,
ვერავის ვერ დავუთმობ.
თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს
ჩემს ტუჩებით გავუთბობ.
გეყო, ცელქო წვიმის წვეთო,
დაიმოკლე ფეხები.
თმები - გინდა დაუსველე,
ტუჩებს ნუ შეეხები!

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
ფიქრმა როგორ შეძლოს გადარჩენა ჩემი,
იძირება ზღვაში მტრედისფერი გემი.
აღარაფერს ვნანობ, აღარავის ველი..
კი არ ვტირი, ისე... ჩემებურად ვმღერი.
ბილიკ-ბილიკ ნავალს ამერია გზები..
იქნებ მომატყუეს, იქნებ ისევ ვცდები..
აღარ შემრჩა ძალა, აღარაფერს ვდარდობ,
არ გეძახი, ისე... ჩემებურად გნატრობ..
ღამისფერი ნისლი დაეფარა თვალებს
და მიხურავს ქარი ჯერ არ გახსნილ კარებს..
ხანაც ვეგუები, ხან კი ვებრძვი იღბალს..
სხვანაირად არა, ჩემებურად მიყვარს..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
თვალები შენი სულამდე მახარებს,
არ მაძლევს შვებას მე შენი ლანდი...
რავქნა უშენობით,გულში ფოთოლცვენა..
და შემოდგომაა, უშენოდ მარტი..
როცა არახარ შენ ჩემი, გერქვას...
გერქვას ოცნება ახდენილ სიზმრად...
არააქვს აზრი მორალს და კიცხვას,
როცა ვერ გხედავ დავდივარ:
ნისლად ჩამოწოლილ უსახო იმედებში,
გზები არეული,ლაბირინთს მაგონებს....
ისევ ფოთოლცვენა ზამთართან გროვდება..
და გული ჩემი ფეთქვით გაგაგონებს..
თუ როგორ, ან რისთვის დამჭირდი უსასღვროდ,
სიტყვები არ მყოფნის,მუსიკად გაგანდობ...
ფიქრები მე შენზე ფიფქივით მადნება
და როცა გნახავ,სულ კოცნით დაგახჩობ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
სიყვარულისთვის არასოდეს არ არის გვიან.
დრო განუსაზღვრო, ნაღდ სიყვარულს ეგღა აკლია.
ვაი იმ ტრფობას სიყვარული რომელსაც ჰქვია.
სინამდვილეში დახვეწილი სიყალბე კია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
ვიდრე საუბარს დავიწყებდე იმაზე, როგორ
შეიქმნა ცა და შემდეგ მიწა, რომელზეც ახლა
გიდგათ თითეულს ხორცი.
იმას გახარებთ დაწვრილებით, თუ რატომ გჯერათ,
რომ ეს მიწა ხართ
და რატომ გტანჯავთ, რომ ეს სული ხართ
და რატომ ამბობთ, ცოცხლები ვართო, სანამ ესწრებით
სულის და ხორცის ქორწილს.
ყოველ ქორწილში, დამეთანხმეთ, მივდივართ, რადგან,
იქ სიხარული გველოდება პატარძლის სახლთან,
სულიც და ხორციც ხარობს.
და თითეული ჩვენთაგანი, რომელიც მიდის
მეფე- დედოფლის დასალოცად და გულში ჩქარობს,
ნურცერთ ფიქრზე ნუ შეყოვნდება, იჩქაროს, ის ხომ
თავის ქორწილში მიდის.
თავდაპირველად იყო სული და შემდეგ უკვე
გამჩენმა მიწა გააჩინა, ეს ჩემზე უკეთ
პატარა ბავშვმაც იცის.
იმ სიყვარულშიც ბავშვი გვჯობნის, რომელიც ცამდე
მართალი იყო ღვთის წინაშე, როდესაც ამდენ
დუმილის შემდეგ სხეულსა და სულს შორის იშვა.
ხოლო მანადე, ვიდრე ღმერთი ცისა და მიწის
სიყვარულს გულზე დაადებდა სიცოცხლის ნიშანს,
გულისსწორებმა ერთმანეთის წინაშე დადეს
უღალატობის ფიცი.
არავის გვახსოვს ის ტკბილი დრო, როდესაც ზეცას
მიწა მეუღლის სხეულივით სხეულზე ეწვა
და სულში იყო ხორცი.
მაგრამ ჩვენ ვიცით, თუ ვინ იყო შემცოდე, როცა
სიყვარულს ფუძე მოეშალა და მხოლოდ ლოცვამ
იხსნა წყევლისგან ის მართალი, ხორცი კი, ხორცი
სიკვდილისათვის გაიწირა, რადგანაც ხორცმა
სულის სიყვარულს უღალატა, სული კი დღესაც
სულს ითქვამს მხოლოდ ლოცვით.
ცას იმ დღის შემდეგ გამოეყო ხმელეთი, ხოლო
სული სხეულში, როგორც უცხო ბინაში ცხოვრობს,
და სანამ ცხოვრობს, ქორწილია, თუმცაღა მხოლოდ,
დროებით შედის სული ხორცში და ბოლო-ბოლო
ადრე თუ გვიან ტოვებს.
ამიტომ, სანამ ერთადა ვართ სულიც და ხორციც,
ნუ დავასრულებთ სამარცხვინოდ ერთადერთ ქორწილს
ნუ დავიჯერებთ, რომ სხეულიც ჩვენა ვართ ჯერაც.
პატივი ვცეთ და ყოველ
შემთხვევისათვის გავამხნევოთ ასეთი ლოცვით,
რადგან ქორწილის შემდეგ სულად ვიქცევი, მჯერა.
სულად ვიქცევი, მჯერა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
სოფელს რა მხარეც უნახე,
სუყველა მხარე ჭრელია,
ძმაცა ვცან და ძმობილიცა,
ფეხქვეშ მიწისა მთხრელია,
სადაც მოკეთე მეგონა,
სულ ყველა ჩემი მტერია;
ეს ამისთანა სიცოცხლე,
აბა, რა სანატრელია,
ნუ დაენდობი სოფელსა,
სოფელი ჭრელი გველია =cry= =cry= Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
რატომ გტირიმე

რატომ ვტირი ლოცვისას. შუაღამეს. თმაგაშლილი.
რატომ დგება ჯერ წელი, შემდეგ მკერდი, ბოლოს მხრები, ძილში.
თითქოს სული ამომართვეს.
რატომ გტირიმე.
უფალო.
შემიწყალე.
არაფერი გამეგება შენი.
არაფერი დამეჯერება.
რატომ გთხოვ ამ ადამიანების გადარჩენას და გითვლი სახელებს:
ნიცა, გიორგი, ეკატერინე, დავითი, ანნა.
თითქოს ჯიბეში ქრთამს გიტენიდე.
ერთო, კაცო, გაღმერთებულო.
შენი, ალბათ, კაცებს უფრო შურთ.
მინდა ძალა გესესხო მუჭით. როგორც მარილი.
დაგიბრუნებ.
როგორც კი.
ბოლოს დაგიბრუნებ.
შვინდას რქებზე ავუნთებ სანთლებს და ასე მოვალთ, ოღონდ ბოლოს.
სიბერეში ფუტკრებს მოვუვლი - სხვას ვეღარაფერს შეგპირდები.
დღეს, დღეს
რატომ ვტირიმე უფალო.
რადგან რასაც ხელი შევახე, გავაქვავე?
ამ ძებნის დღეს,
სიზმარში გეკითხები,
შენ ხარ?
იქნებ ეს ხარ, რომელიც ფეთქავ ყელთან, საფეთქელთან, გულთან, მაჯებზე.
ეს ხარ, ჩემი მკვდარი მეგობრის თავთან ანთებული კანდელი.
ახლაც და ადრეც
მეცნობოდი, მეცნობი, შენ ხარ
ვისაც გხედავდი,
როცა ვცვლიდით მე და ის ღერ მარიხუანას.
რა ადვილი იყო მაშინ,
როცა არ გვჭირდებოდი,
გვეგონა, გვეტენებოდი,
მაშინ, როცა ყველას ყოფნიდი, ჩვენ გვეკიდე უფალო
ახლა კი,
როცა თავად არ მყოფნი,
მინის ფერადი ნამსხვრევებით ვაწყობ შენს სახეს,
ხელისგული რომ ჩამოგისვა,
გადამაწერ ალბათ ჩემს ცოდვებს.
შხამი როგორ შევუშხაპუნე ადამიანებს, როცა ისინი წვეთოვანით მყავდა
ძარღვებზე მიერთებული.
უფალო, კიდევ ერთი სიმღერა შენ - გიყვები,
ასეთი უთევზოა ჩემი ბადე.
მუხლამდე წყალში - ვისვრი და მოჰყვება მხოლოდ თბილი, სისხლიანი გულები.
ასე ურითმოდ,
არითმიის ფონზე გიყვები უფალო, შენც ხომ იყავი ადამიანი?
რა ძნელია ვთქვა:
ჩვენ აქ ვერ ვიტანთ ერთმანეთს!
ვერ ვიტანთ ერთმანეთს!
მაგრამ თბილად ვიღიმით ვირტუალური „სმაილიკებით“
ვკავდებით სექსით პირად მიმოწერაში, ადგომაც აღარ გვჭირდება
თავლებსა და ფარდულებში სიყვარული დამთავრებულია.
კი არ გწერ, გტირიმე უფალო,
რადგან მახსოვს ახლაც,
არამშობლიურ არხზე
გადის ეროტიკული კინო,
სადაც გეი არის უბედური და ის ხანდახან გითხოვს შენ
როგორც პოპკორნს.
უფალო, ასე მიყვარხარ მე,
და ასეთია დღეს ჩემი ვარჯიში ლოცვაში.
და გტირიმე,
რადგან ნელ-ნელა ვხვდები
რა ფერისაა ჩვენი დაფარული ორგანოები და
რა მძიმეა ჩვენი სულები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
აქ ...არაფერი არ წერია..
გ.არმანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.

კონსტანტინე გამსახურდია

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენ დადიხარ,
ჩემში,
გუშინდელ ჩემსა და დღევანდელ ჩემს შორის.
და რა უცნაურია,
როდესაც შენ ისედაც ჩემში მოსიარულე,მიახლოვდები
და მერე მიდიხარ მეორე გზით,
საპირისპირო მიმართულებით -
ისევ ჩემსკენ.
მე ვარ შენი ოთხივე მხარე
და გზა ხსნილია.
გზა არასდროს არ აგებნევა,
საითაც გინდა, იქითკენ წადი - ჩემამდე.
გზადაგზა იცვლი ტანისამოსს
იცვლი მანერებს,
ყურისძირში სისველეს ტოვებ,
ორ სიტყვას, ვითომ გაურკვევლად ჩურჩულით ამბობ,
მერე მიდიხარ
ოთხი გზიდან მესამეს ირჩევ -
და მოყავხარ ისევ ჩემამდე...

და როდესაც მეკითხები:
საით წავიდე?
გპასუხობ:

უბრალოდ...
იარე,
ასე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Nov 2007
Posts40
კარმა50
OFFLINEPROFILE
რომ გიპოვო...
რომ ვიპოვო დაკარგული,
რომ გაზაფხულს შევაგებოთ შვენი ტრფობა,
რომ ავანთოთ შვენი გრძნობის ჩირაღდნები,
სიყვარულის და სიცოცხლის სადიდებლად.
როცა. სიჩუმე ბატონობს ირგვლივ.
როცა. ოცნებას ფასი ედება.
როცა. სიყვარულს ხატავ გონებით.
და სიყვარული გულში ფეთქდება.

ეს სიყვარული შეგამკობს გრძნობით.
რომელიც ქალურ ოცნებას ქარგავს.
ატმის ყვავილის ვარდისფერ სურნელს,
სულის წიაღში მოიტანს ნაზად.

ქალღმერთად გაქცევს, ზეცაში აგწევს,
სინათლის სხივი შენთვის მოწყდება,
და სიყვარულის ტკბილი ნექტარი
შენს გულში რბილად დაიღვენთება.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი