↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 56 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
ყველაფერი მარხვაზე... კითხვები, წმინდა მამების აზრები.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
„მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით“.
ლეონ დიდი

„როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, - წერს წმიდანი, - ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ“.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
ერიდეთ მარხვა საჭმლისგან უბრალო თავშეკავებით განსაზღვროთ. ისინი, ვინც საჭმლისაგან იკავებენ თავს, მაგრამ შეუფერებლად ცხოვრობენ, ემსგავსებიან ეშმაკს, რომელიც მართალია არაფერს ჭამს, მაგრამ თავს არ ანებებს ცოდვას.
წმ. ბასილი დიდი

აკრძალვანი, რომელშიც მარხვის დადგენილების შედეგად მოექცევა ჩვენი სხეული არარაობაა იმ სულიერ სარგებლობასთან, რომელიც შეუძლია მოგვიტანოს მარხვამ.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა. იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და „ღრჭენა კბილთა“ მოსდევს... ეს იმისთანა განკითხვაა, საცა თვითონ ბრალეული თავის-თავის გამკითხველია და მსაჯული. მაშასადამე, აქ „კბილთა ღრჭენას“ და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო. რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისის ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილუბრალოდ არ გააქარწყლოს.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

რაც უფრო მეტია შეშა, მით უფრო ძლიერია ცეცხლი. რაც უფრო მეტია საკვები, მით უფრო მძვინვარეა ვნება.
აბბა ლეონტი

ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი, საძაგელი ხარ უფლის წინაშე.
ხშირად შენი თვალით ნანახსაც და შენი ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებ - შეიძლება, ერთიც გატყუებდეს და მეორეც.
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
მარხვასთან ერთად ამ ბრძოლაში ადამიანს ერთი მოკავშირეც ჰყავს - ესაა ლოცვა. სიკვდილის ჟამი იქნება თუ რაიმე სხვა განსაცდელისა, მარხვითა და ლოცვით ყველაფერი ნადგურდება; მარხვით ძრწიან და ილტვიან ბოროტნი სულნი, იმუსრება დემონური ძალების მეუფება; მარხვის ძალა განსაკუთრებულია მაშინ, როცა მას ჰყავს მოკავშირე ლოცვის სახით.
მარხვა სახეა ანგელოზებრივი ცხოვრებისა. და, რაც უმთავრესია, მარხვა დაიცვა მაცხოვარმა; მან იმარხულა არა იმიტომ, რომ იგი საჭიროებდა მას საკურნებელად, არამედ იმის გამო, რომ ხსნის გზაზე მარხვის მაგალითი მოეცა კაცთათვის.
ცხოვრების თანამგზავრად გაიხადე მარხვა, რათა დაგიცვას და სიკვდილს გადაგარჩინოს, განსაცდელი აგაცილოს და სასუფევლის ბჭესთან მიგიყვანოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ოთხშაბათს იუდამ ქრისტე გაყიდა , ხოლო პარასკევს იესო ჯვარს აცვეს, ამიტომ კვირის ამ ორ დღეს აუცილებლად უნდა შეინახოს მარხვა ყველა მორწმუნემ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
მარხვას დიდი მნიშვნელობა აქვს და სულის ხორცზე გამარჯვებაა.
მაგრამ ადამიანი სულიერად მზად უნდა იყოს ამ ნაბიჯისათვის. არ შეიძლება ვმარხულობდეთ და საქმით ან სიტყვით ვცოდავდეთ ყოველდღიურ საქმიანობაში. ზოგი იმიტომ მარხულობს და დადის ეკლესიაში აბა შემხედეთ მორწმუნე ვარო ან სუფრაზე ყველას დასანახად პირს არ დააკარებს ხორცეულ პროდუქტს და ამას ისეთნაირად გააკეთებს ყველას დასანახად. ანუ ამპარტავნობაში რომელიც დამღუპველი ცოდვაა არ უნდა გადაეზარდოს ადამიანს ეს მარხვის პროცესიცა და ეკლესიაში სიარული.
ადამიანმა სიკეთე უნდა აკეთოს და სახარების მორალით იცხოვროს. ის უნდა იყოს სულიერად იმ დონეზე რომ გაანალიზოს მარხვის მნიშვნელობა. დანარჩენ შემთხვევაში არა მგონია მარხვამ რაიმე სიკეთე მოუტანოს ადამიანს თუ მის გულში არ ღვივის სიკეთის მარცვალი.სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
განსაკუთრებული მარხვები
დიდი მარხვა - იწყება აღდგომდან 7 კვირით ადრე, ორშაბათს და გრძელდება უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე. ეს მარხვა განსაკუთრებულად მძიმეა. თევზით ხსნილია მხოლოდ ხარების (25 მარტი / 7 აპრილი) და ბზობის (დიდ-მარხვის მე-6 შაბათი) დღესასწაულებზე.

პეტრე-პავლობის მარხვა - ცვალებადი ხანგრძლივობისაა. იწყება სულთმოფენობიდან 1 კვირის შემდეგ, ორშაბათს და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე (29 მაისი / 12 ივლისი). მძიმე მარხვა არაა. ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით.

მარიამობის მარხვა - იწყება 1 / 14 აგვისტოს და გრძელდება მიძინების დღესასწაულამდე (15 / 28 აგვისტო). მძიმე მარხვაა. თევზით ხსნილია მხოლოდ ფერისცვალების დღესასწაულზე (6 / 19 აგვისტო).

შობის (ანუ ფილიპეს) მარხვა - იწყება 15 / 28 ნოემბერს და გრძელდება ქრისტეშობის დღესასწაულამდე (25 დეკემბერი / 7 იანვარი). მძიმე მარხვა არაა. ახალი სტილით 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით.

ერთდღიანი მარხვები
ყოველი კვირის ოთხშაბათი (ამ დღეს იუდამ გასცა ქრისტე) და პარასკევი (ამ დღეს ქრისტე ჯვარს აცვეს), გარდა ხსნილისა.

ნათლისღების წინა დღე - 5 იანვარი / 18 იანვარი

თავისკვეთა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი - 29 აგვისტო / 11 სექტემბერი

მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა ჯვარისა. აფხაზეთის დაცემის დღე - 14 სექტემბერი / 27 სექტემბერი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
მეფის პასუხი ექიმთა რჩევაზე
მარხვის ჟამს შეუძლოდ შექმნილია მოხუცებული გმირი მეფე ერეკლე II. ექიმს მისთვის ძალის მოსაკრებლად ქათმის ხორცის ნახარში - ბულიონი შეუთავაზებია. ჯიუტად შეუკრავს შუბლი ერეკლეს, მეფემ რომ მარხვაში ხორცის ნახარში შესვას, რა პასუხი გასცეს მან ერსაო - მიუგია მკურნალისათვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
როგორ იცავდა წმიდა მეფე ლუარსაბი დიდმარხვას...

დიდმარხვის დროს შაჰის ნადიმზე ლუარსაბმა შემოთავაზებული თევზი არ ჭამა. მან პირდაპირ უთხრა შაჰს: დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ - ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო. სიბრაზისაგან გახელებულმა შაჰმა პირდაპირ სჯულის უარყოფა მოსთხოვა მეფეს.

- მთელი ქვეყანა რომ მიბოძო, მაინც ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, რადგან ქრისტეს სახელით ნათელი მიმიღია და მხოლოდ ის მწამსო! - მხნედ უპასუხა ლუარსაბმა.

დატყვევებული გვირგვინოსანი შირაზს წაიყვანეს და დილეგში ჩააგდეს. შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე შედიოდნენ მასთან ციხეში მოლები, რათა ეცდუნებინათ მეფე - „შეიბრალე შენი სიჭაბუკე, თუ არა, მწარე ტანჯვა და სიკვდილი მოგელისო. „რაცა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავით და აღასრულეთ ბრძანებ ყაენისაო“ - პასუხობდა წმიდა ლუარსაბი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ღმერთო, მოგვეცი ყველას ასეთი რწმენის და სულის სიმტკიცე!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined06 Mar 2007
Posts294
კარმა64
OFFLINEPROFILE
რა აზრის ხარტ ადამიანზე, რომელიც მორტმუნეა და მარხვას ვერ იცავს .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
რა ვიცი აბა... მარხვა ესაა უმცირესი საქმე, რომელიც ჩვენი სულის გადასარჩენად უნდა გავაკეთოთ... და მჯერა, რომ თუ ჭეშმარიტი მორწმუნეა ადამიანი ამ "მსხვერპლის" გაღება არ უნდა გაუჭირდეს... ვისაც უჭირს უფალს ვთხოვ მიანიჭოს ძალა და გამძლეობა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ალბათ ის უფრო საინტერესო იქნებოდა კატრინ ისეთი ადამიანები რომლებიც მარხვას იცავენ და ურწმუნონი არიან. ისე კი პირადად ვერ განვსჯიდი მასეთ ადამიანებს რადგან პირადად სამწუხაროდ არ მიმარხულებია, რომც ვმარხულებდე მაინც ვერაფერს ვიტყვი. ადამიანს ღმერთმა მისცა თავისუფლება ანუ ეს მათი არჩევანია. იცხოვროს ყველამ ისე რაც მიაჩნიათ მართლად!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
მე ყველას ვურჩევდი ვისაც ბავშვები გყავთ შეიყვანეთ ხალხო სასულიერო სასწავლებელში,სემინარიაში, სკოლაში სწავლას ხელს არ შეუშლის და ისეთი ადამიანი გაიზრდება რომ ღმერთი, მშობელი, დედმამიშვილი, სამშობლო, ეკლესია ეყვარება. გარდა ამისა მიიღებს რელიგიურ განათლებასაც და ეკლესიური ცხოვრება დადებით როლს ითამაშებს მის ცხოვრებაში. ბავშვს მოძღვარი უნდა ყავდეს აუცილებლად და შემდეგ მისი ცხოვრება მშვიდი და იდეალური იქნება რადგან სულიერ ბედნიერებას ეზიარება.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 56 posts ] 
დესპანი