↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ხალხნო სად არის პოეზია ? საუბრები ჩატში გავაგრძელოთ რა გთხოვთ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Feb 2007
Posts136
კარმა55
OFFLINEPROFILE
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,

დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,

ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?

შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,

ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,

ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,

თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,

მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,

ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ

ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ. . .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ქალი იმისია ხელზე აგოგმანო.
ლექსით გააბრუო,ქარით მოიტაცო,
ქალი იმისია ხვეწნით გააშმაგო,
მხრებზე შეისვა და მთვარეს მოაფარო.
არ გამოგყვება?კაცი იმისი ხარ
თავი მოიკლა და მაინც შეაყვარო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ნეტავ რას ნიშნავს ეს განცდა ჩემში?
ნეტავ რა არის სახელი მისი
მაინტერესებს მაგრამ მე მტანჯავს,
სულ ვფიქრობ იმაზე,ვარ მისი ღირსი?
ის კეთილია,აქვს დიდი ნიჭი,
ის სიყვარულის ხალისით იწვის
მას აქვს ოცნება რომ იყოს მისი,
ვინც შეიყვარებს დაუდოს ფიცი.
იგი ნატრულობს სიყვარულს ღვთისას,
თუ უყვარს ვინმე,ცამდე აიტანს.
არავის დაუთმობს სიყვარულს ღვთისას.
ეს სიყვარული მარტლაც ღვთისაა,
რომ არ დაკარგავს მე ამისი მწამს.
გვიყვარს ჩვენ ღმერთი და ერთმანეთი
არასდროს დავშორდეთ ვიყოთ სულ ერთნი.
მე შენ გიწოდე ღვთის საჩუქარი,
და ამ საჩუქარს არვის დავუთმობ.
წმინდა გიორგის გფარავდეს მადლი,
და წმინდა ნინოს უკვდავი ქნარი.
უნდა ვატაროთ ჩვენ მძიმე ჯვარი,
არ უნდა ვიყოთ მსიშრები,მხდალნი,.
ღმერთო მაღალო დალოცე ერი,
გთხოვ ნუ იქნები შენ სხვისი მტერი.
მე შენ მიყვარხარ,ხრ ერთადერთი,
გვიყვარდეს ღმერთი და ერთმანეთი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ვეძახი სიკვდილს დაქანცულმა როგორ ვუმზირო.
მათხოვრად შობილს და დატრგუნვილს ქვეყნად ღირსებას..
როგორ ნთქავს ნდობას სიცრუის ზღვა ვრცელი , უძირო.
სულით ღატაკი ზღვა სიმდიდრით როგორ ივსება
უღირსს პატივი მიეგება დაგმობის ნაცვლად ,
და დევნილია ჭეშმარიტი სრულყოფილება
და უბიწობა დატელილა სასტიკად,
მკაცრად და ძლიერება უძლურებას ემორჩილება
და ხელოვნებას ბრზანებებით დაჰბმია ენა
. ბრზენად გვაჩვენებს ტავს რეგვენი გამობრძმედილი
და სისულელედ ეჩვენება სიმართლე სმენას ,
და თავის მონად უქცევია ბოროტს კეთილი.
დაქანცული ვარ და სიცოცხლე არ მსურს სრულებით .
. მარგამ ვერ ვტოვებ. რადგან ქვეყნად შენ მეგულები..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ტანო ტატანო, გულწამტანო,
უცხოდ მარებო!
ზილფო, კავებო, მომკლავებო,
ვერსაკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,
შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,
სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე
მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი,
შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლისა, უტოლებსა,
გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები,
ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი,
მიქმოდენ ხელად,
მიწვევენ შენად შესამკობლად,
დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი
მოსარხეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირნეს
ქვეყანად მვლელნი,
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი
ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,
უცხო ვარებო.
ბაგემდუმრიად გიალერსებ,
ბაგეო ვარდო!
თვალთა სურიან ხილვა შენი,
კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა
რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო,
სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს,
შევიზარებო.
შენმა გონებამ მიმამსგავსა
მილეულს მთავრეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი
სიკვდილსა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,
დანაცარებო! Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
Легкомыслие! - Милый грех,
Милый спутник и враг мой милый!
Ты в глаза мне вбрызнул смех,
Ты мазурку мне вбрызнул в жилы.

Научил не хранить кольца, -
С кем бы Жизнь меня ни венчала!
Начинать наугад с конца
И кончать еще до начала.

Быть как стебель и быть как сталь
В жизни, где мы так мало можем...
- Шоколадом лечить печаль,
И смеяться в лицо прохожим!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
როგორც მსახიობს, მეტისმეტი თამაშით გართულს,
სიტყვა და აზრი ავიწყდება ხშირად სცენაზე,
ანდა ავყიას, ბილწსიტყვობის მორევში ჩანთქმულს,
ზედმეტი ლანძღვა შეაშრება ზოგჯერ ენაზე.

მეც ეს დამმართა მეტისმეტმა ვნებათა კრთომამ,
მეც გამიმრუდდა სატრფიალო შნო და უნარი,
და რად გიკვირს, რომ დავმუნჯდი და დავდუმდი, რომ ამ
ზედმეტ სიყვარულს ზნე დააჩნდა დასაწუნარი.

მიტომაც ვსწავლობ გამოხედვით შენთან საუბარს,
ამეტყველება ჩემმა მკერდმაც მიტომ ინება,
როცა სიყვარულს კაეშანი ენას დაუბამს,
სავედრებელი, ენის ნაცვლად, თვალს ეფინება.

მე მხოლოდ მზერით შემიძლია გრძნობის გამხელა,
ესღა შემომრჩა სიყვარულის გამომსახველად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
- Отдать тебе любовь?
- Отдай!
- Она в грязи...
- Отдай в грязи!..
- Я погадать хочу...
- Гадай.
- Еще хочу спросить...
- Спроси!..
- Допустим, постучусь...
- Впущу!
- Допустим, позову...
- Пойду!
- А если там беда?
- В беду!
- А если обману?
- Прощу!
- "Спой!"- прикажу тебе..
- Спою!
- Запри для друга дверь...
- Запру!
- Скажу тебе: убей!..
- Убью!
- Скажу тебе: умри!..
- Умру!
- А если захлебнусь?
- Спасу!
- А если будет боль?
- Стерплю!
- А если вдруг - стена?
- Снесу!
- А если - узел?
- Разрублю!
- А если сто узлов?
- И сто!..
- Любовь тебе отдать?
- Любовь!..
- Не будет этого!
- За что?!
- За то, что
не люблю рабов.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
როგორც იყო და არა იყო რა,
მისმა ალერსმა გადამიყოლა,
მისმა ფერებამ გადამიყოლა.
როგორც ვაკოცე ან რა ვუთხარი,
ყველას უამბო თურმე სულელმა,
ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით,
მე მამტყუნებდა მერე სუყველა.
პატარას კარგი დედა ჰყოლია,
თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია,
მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა,
დედამისს გული არა ჰქონია.
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
ერთი პატარა, ჩია გოგონა,
ჩემი ოცნების ციცინათელა,
ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა. Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
gero wrote:
ციტატა:
gioarmani wrote:
ციტატა:
ლიკუნააა, გენაცვალეეეე!!! ყველა კურო მაგარი ადამიანია, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია,ხომ მართალი ვარ?!

კურო არ ვიცი . მე კი კახელები შემხვედრია სულ კარგები:))))
კი რაც კარგები; ვართ ქართველები .ვართ გვაგვს ეს გამოთქმა. ამართლებს ბევრჯერ????------- მე რაჯველი ვარ. რაა მერე? ქართველები ვართ კველა.გვიკვარდეს ერთმანეთი. აი ესაა ქართველობა. კახელობაც .რაჯველობაც.იმერლობაც და ქართლელობაც. უიიი გურია დამა ვიწკდა ბოდიში გურულებს.:side:

შენ რა მთლად ჩემნაირი ყოფილხარ?! მეც რაჭველი ვარ=sher= =sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ნინიკარასსსსსსსს
_________________

სული გაუწეწავს უხეშ სიმარტოვეს,
ღიმილს დაუშვია ფარდა,
აღარ შემიძლია არვის სიახლოვე
შენი სიახლოვის გარდა...

=tavfx= =tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე საქართველო მტკივა ძალიან,
ის არს ორგანო ტოლფასი გულის,
ფეთქს ოდნავ ავზე და ოდნავ კარგზე,
მართლაც ნაწილი ამ ჩემი სულის.
მე საქართველო მტკივა ძალიან,
მისი ავ-კარგი მაღელვებს მუდამ,
მოგიხმობთ ყველას!- ასეთ სამშობლოს,
გაფრთხილება და ალერსი უნდა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
შენთან თუ მოვედი შემიბრალე,
სული მარტოობით დაჩაგრული,
გული სევდიანი დამიწყნარე
ფიქრი აღმიდგინე დაკარგული...
შენთან თუ მოვედი ნუ გამკიცხავ,
გული გამიმთელე გაბზარული
ჩემი ოცნებები დამიბრუნე
შენგან უარყოფილს გაფანტული...
სევდა გამიქარვე გევედრები
ერთხელ ამამღერე ნაღვლიანი
შენთან თუ მოვედი შემიბრალე,
ჩემი სიყვარულით დარდიანი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ ჩუდო!!! ძალიან მომწონს შენი ლექსები.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი