ქალბატონების აზრი მაინტერესებს პლასტიკურ ქირურგიაზე,დიდი იმედი მაქვს,რომ არ ყოფილა ამ თემაში ამ საკითხზე საუბარი:)
რას ფიქრობთ საერთოდ ქლასტიკურ ქირურგიაზე,თუ მიმართავდით და რა შემთხვევაში???
ჩემთვის საერთოდ,ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანში მისი ბუნებრიობაა,ამიტომ სულაც არ ვთვლი,რომ საჭიროა 50 წლის ასაკში 30 წლისას გავდე,ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს,თუნდაც ეს ნაოჭები....პლასტიკური ოპერაცია ჩემთვის მისაღებია იმ შემთხვევაში,როდესაც ეს ადამიანისთვის.მისი ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი,ხდება ისეც,რომ საჭიროა მისი გაკეთება...
რაც შეეხება კანის დაჭიმვებს და ათას უბედურებებს კიდევ,ესეთი რაღაცები საერთოდ არ იწვევს ჩემში სილამაზის აღქმას,ერთ-ერთ არხზე იყო გადაცემა და დაწვრილებით აჩვენეს როგორ ხდებოდა კანის დაჭიმვა,ნეტა იმას ვინც უყურა,როგორ უნდა მოუნდეს კიდევ ასეთი ოპერაციის გაკეთება,ეს ისე...
ჩემი აზრით მთავარია ქალმა ყველა ასაკში მოუაროს თავს,ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ გადაიჭიმოს კანი,ჩაიდგას სილიკონები და ა.შ. და ა.შ.ბუნებრიობა!

თვენ როგორ ფიქრობთ????
აბა ქალბატონებო,გამოვაცოცხლოთ ეს თემა როგორმე...
