↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 48 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
http://www.informacia.ru/facts/saakashvili-facts.htm

მართალია ეს საიტი რუსულია, მაგრამ თუ გამოაკლებ მცირედ მიკერძოებულ ტონს ავტორისას, ფაქტების საშუალებით ბევრი დასკვნების გაკეთება შეიძლება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
ჩე სადაა დაპირებული მიშა? ოღონდ ტყუილები ცოტა დაწერე მის ბიოგრაფიაში. ბოლო ოთხი წელი შეგიძლია არ დაწერო ისედაც ვიცით. :) :) :)

http://www.informacia.ru/facts/saakashvili-facts.htm

საიტი არის რუსული, მაგრამ თუ გამოაკლებ ავტორის მცირედ მიკერძოებულ ტონს, ფაქტების საშვალებით საინტერესო დასკვნების გაკეთება შეიძლება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
ჩე სადაა დაპირებული მიშა? ოღონდ ტყუილები ცოტა დაწერე მის ბიოგრაფიაში. ბოლო ოთხი წელი შეგიძლია არ დაწერო ისედაც ვიცით. :) :) :)

http://www.informacia.ru/facts/saakashvili-facts.htm

საიტი არის რუსული, მაგრამ თუ გამოაკლებ ავტორის მცირედ მიკერძოებულ ტონს, ფაქტების საშვალებით საინტერესო დასკვნების გაკეთება შეიძლება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
მადლობა ამ განყოფილების ავტორს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined26 Oct 2007
Posts52
კარმა51
OFFLINEPROFILE
ედუარ მანე (ფრანგ. Édouard Manet); (* 23 იანვარი, 1832, პარიზი – 30 აპრილი, 1883, იქვე), ფრანგი მხატვარი-უნივერსალისტი. მისი ადრეული ნამუშევრები ”წახემსება მინდორზე” და ”ოლიმპია” დიდი კამათის საგანი შეიქმნა, რამაც დასაბამი მისცა იმპრესიონიზმის მიმდინარეობას. ის იყო XIX საუკუნის ერთ-ერთი პირველი ხელოვანი, რომელმაც თანამედროვე ცხოვრების ობიექტების ასახვა დაიწყო; მისი ნამუშევრები საყოველთაოდ განიხილება, როგორც დამაკავშირებელი რეალიზმსა და იმპრესიონიზმს შორის.

ედუარდ მანე დაიბადა ცნობილი ჩინოვნიკის ოჯახში. ის ბავშვობიდანვე იყო გატაცებული მხატვრობით, თუმცა მამამისი ოცნებობდა მის იურიდიულ კარიერაზე. 1848 წელს მან გაიარა სამხედრო სამსახური ფლოტში, ერთი წლის შემდეგ იგი ჩაიჭრა გამოცდაზე უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, და მხოლოდ მაშინ მიიღო მან მშობლებისგან თანხმობა სერიოზულად შეესწავლა ფერწერა. ხელოვნების სკოლაში ის სწავლობდა 6 წელიწადს, თომას კუტურეს (ფრანგ. Thomas Couture) სახელოსნოში. მისმა პედაგოგმა დიდი გავლენა მოახდინა მის ადრეულ შემოქმედებაზე. ამ პერიოდში მანე ეძებდა აღიარებას ოფიციალურ სალონში, მაგრამ ის უეცრად აღმოჩნდა პარიზელ ავანგარდისტების გმირად.

მისი ნაწარმოები "საუზმე ბუნების წიაღში"
საუზმე ბუნების წიაღში, 1863

(იგივე "წახემსება მინდორზე") გამოფენილ იყო "განკიცხულთა სალონში". ეს სურათი საიმპერატორო სასახლემ საზოგადოების მორალის შეურაცმყოფელ ნახატად გამოაცხადა. მხატვარს მიღებული ჰქონდა მსგავსი მწარე გამოცდილება, 1863 წელს ლუი–მარტინეს გალერეაში გამოფენილ 14 სურათიდან ერთერთი პირველი დიდი ტილო "მუსიკა ტიურილიის ბაღში" (1862)
მუსიკა ტიურილიის ბაღში, 1862
მუსიკა ტიურილიის ბაღში, 1862

აღშფოთებულმა ბურჟუაზიამ კინაღამ გაანადგურა ხელ–ჯოხებითა და ქოლგებით. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოეწონათ მათთვის სრულიად უჩვეულო და გაუგებარი ფერწერის ახალი მანერა, რომელიც სურათის სწორად აღსაქმელად განსაზღვრულ მანძილს საჭიროებდა. ამავე გამოფენაზე დაგმეს მანეს მეორე ტილოც "ქუჩის მომღერალი ქალი", რომლის მოდელად მხატვარმა ისევ ვიქტორინა მორანი გამოიყენა.

მალე მხატვარი შეუდგა ახალ ტილოზე მუშაობას და მას "ოლიმპია" უწოდა, სახელი ქალისა, რომლის შექმნაც მას შთააგონა ზაქარი აისტრიუკის პოემამ "კუნძულთა ასული".

მანეს ცხოვრებაში ეს წელი (1863), გარდა აურზაურებისა, მისი ბედნიერებითაც აღინიშნა. 1863 წლის 28 ოქტომბერს მან ჰოლანდიის პატარა ქალაქ ზალტ–ბოლმელდში სუზანა ლენხოპი მოიყვანა ცოლად. სუზანა ლენხოპი ედუარდ მონესა და მის ძმა ეჟენს ასწავლიდა მუსიკას. სუზანასა და ედუარდს ეყოლათ ვაჟი ლეონ–ედუარდ კოელა.
მკვდარი ტორერო, 1864–1865

ამავე წელს მანემ ოფიციალურ სალონში გამოფინა ტილო "გარდაცვლილი ქრისტე ანგელოზებით" და "ხარების ბრძოლის ეპიზოდი". სამწუხაროდ ედუარდ მანეს ეს ტილოებიც მწარედ გააკრიტიკეს, განრისხებულმა მხატვარმა თავის ხელებით გაანადგურა "ხარების ბრძოლის ეპიზოდი", შემორჩა მხოლოდ ფრაგმენტი "მკვდარი ტორერო". 1865 წელს მისი ცოლი,სუზანასა და მხატვარ ბოდლერის დაჟინებული თხოვნით მანემ სალონში გამოფინა თავისი "ოლიმპია".
ოლიმპია, 1863

სალონის მესვეურებმა "ოლომპია" რაც შეიძლება მაღლა დაკიდეს, რათა მას გასანადგურებლად ვერ მისწვდომოდნენ. ყოველივე ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მხატვარმა სალონურ მაყურებელს წარუდგინა დაბალი წრიდან გამოსული ქალიშვილი, თანაც ჯორჯონეს "მძინარე ვენერადან" და ტიციანის (იტალ. Tiziano Vecellio) "ვენერა ურბინელიდან" [1] ნასესხები და ახალი შინაარსით შევსებული კომპოზიციით.

1866 წლიდან ედუარდ მანე რეგულარულად ეწვევა გებუას კაფეს ე. წ. "ბატილიონების კაფეს", სადაც მუდმივად იკრიბებოდა მომავალ იმპრესიონისტთა საზოგადოება. ვერაგი ხალხი მათ ჯგუფს "მანეს ბანდას" უწოდებდა. ხატვართა ამ ჯგუფის თანამეგობრობის საუკეთესო გამოხატულებას წარმოადგენდა ფანტელ ლა ტურის სურათი "ბატილიონის სკოლა" (იგივე "სახელოსნო ბატილიონში"). თავის მხრივ მანესაც ბევრი რამ ჰქონდა საერთო ახალგაზრდა მხატვრებთან. იგი ადრე საკმაოდ დიდხანს წერდა სურათებს სახელოსნოში, ხოლო მათთან დაახლოების შემდეგ კი პეიზაჟი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მანეს შემოქმედებაში, (მაგ.:"ქალი სენის სანაპიროზე", "არჟანტე", "ნავში", "ბაღში")მაგრამ მანე მაინც ნატურმორტებზე, ფიგურულ კომპოზიციებზე და პორტრეტებზე ამჯობინებდა მუშაობას. 1875 წლიდან, განსაკუთრებით სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, მანე იმპრესიონისტული მანერით ქმნის ყვავილების მრავალფეროვან სერიას.

სალონის ოფიციალური აღიარება მანემ მიიღო ცხოვრების უკანასკნელ ორ წელიწადში. 1876 წელს მან სალონში გამოფინა კომუნარების ლიდერის, ანრი როშერის პორტრეტი და დაიმსახურა სალონის მეორე ხარისხის მედალი. მაგრამ ჟიურის არ შეეძლო კომუნარის პორტრეტის შემფასებელი ყოფილიყო და ოფიციალურად ჟიურიმ იმავე სალონში გამოფინებული მანეს მეორე სურათს "ლომებზე მონადირის პორტრეტს" მიანიჭა ეს ჯილდო.
ბარი ფოლი–ბერჟესი, 1882

აღსანიშნავია ედუარდ მანეს ბოლო წლების შედევრი "ბარი ფოლი–ბერჟესი"(1881–82). ეს სურათი შეიძლება ჩაითვალოს შედევრად, ვინაიდან ის გამოხატავს ნატურმორტს, პორტრეტს, სინათლის ეფექტებსა და ხალხის მოძრაობას. ოფიციალური აღიარება მანემ მიიღო 1882 წელს, როცა ის დააჯილდოვეს დამსახურებული ლეგიონის ორდერით (საფრანგეთის მთავარი ჯილდო).

ედუარდ მანეს აწუხებდა სისხლძარღვთა შევიწროვება და სიფილისი, რის შდეგადაც ის 1883 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა. მანეს სიკვდილის შემდეგ მოეწყო მისი სურათების რეტროსპექტიული გამოფენა, ხოლო "ოლიმპია", მანეს ცოლთან დიდი ხნის მოლაპარაკების შემდეგ, შეისყიდა ლურმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined26 Oct 2007
Posts52
კარმა51
OFFLINEPROFILE
მანეს ნახატები მინდოდა რო დამედ და არ ვიცი როგორ,ხო ვერ დამეხმარებით???????საერთოდ როგორ უნდა დავდო სურათი =ofl= =tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Nov 2007
Posts391
კარმა74
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
ჩემი ბიოგრაფია არ შეიძლება? სანათესაოში ძაან მაგარი ცნობილი ვარ. დესპანზეც ხო მიცნობთ:) და კიდევ მეგობრებიც ბევრი მყავს =an= =an= ძაან მაგარი ვინმე ვარ რა =hahaa=

მე ძალიან დიდი სიამოვნებით წავიკითხავ და გავეცნობი შენს ბიოგრაფიას თუ დადებ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
სააკაშვილი მიხეილ =oops=

დაიბ. 21.12.1967

საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლიდან. დაიბადა ქალაქ თბილისში , 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის №51 საშუალო სკოლა. 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1994 წელს დაიცვა სამართლის მაგისტრის ხარისხი ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ის სწავლობდა, როგორც ამერიკის კონგრესის სტიპენდიატი. 1995-96 წწ. სწავლობდა დოქტორანტურაში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნულ ცენტრში. მიღებული აქვს საფრანგეთში ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დიპლომი ადამიანის უფლებათა შედარებით სამართალში. მუშაობდა ნორვეგიის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტში და ნიუ-იორკის უდიდეს საადვოკატო ფირმაში. 1995-1999 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრია, 1995 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარედ. 2000 წლის 24 იანვარს აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად. იმავე წლის 12 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. პარლამენტში მისი კანდიდატურის დამტკიცებისას მას რვა ფრაქციიდან შვიდმა მხარი დაუჭირა. 2001 წლის სექტემბერში პრეზიდენტის კურსისა და მთავრობაში გამეფებული კორუფციისადმი პროტესტის ნიშნად, მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და ამავე წლის 21 ოქტომბერს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. მიხეილ სააკაშვილი იყო პოლიტიკური პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. 2002 წელს სათავეში ჩაუდგა თბილისის საკრებულოს. 2003 წელს ზურაბ ჟვანიასთან და ნინო ბურჯანაძესთან ერთად იყო ”ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი ორგანიზატორი, რის შედეგადაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება დაემხო. 2004 წლის 4 იანვარს ქართველმა ხალხმა ხმათა 97%-ით ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts548
კარმა50
OFFLINEPROFILE
თინათინ ლურსმანაშვილი დაიბადა 1987 წლის 29 მარტს.ამაზე მეტი ცნობილი ვინ გინნდათ დაგიწეროთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
თიკოოოო წაგეშლება ნაწერი,ნუ წერ სისულელეებს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
სულხან-საბა ორბელიანი

დაიბადა 1658 წელს, სოფელ ტანძიაში (ახლანდელი ბოლნისის რაიონი). შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი: სულხანის მამა, ვახტანგი,ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო. დედა, თამარი კი-ზაალ არაგვის ერისთავის ასული.

სამეფო კარზე, რომელიც კულტურის და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა. პატარა სულხანი მეგობრობდა, იზრდებოდა და სწავლა-განათლებას ღებულობდა ვახტანგ (შაჰ-ნავაზის) ვაჟებთან: არჩილთან, ლევანთან და გიორგისთან.

სულხანის სწავლა-აღზრდაზე, რასაკვირველია, დიდი გავლენა ჰქონდა სამეფო კარს, განსაკუთრებით მის მამას ვახტანგს და ბატონიშვილს გიორგის(გიორგი მეთერთმეტე). ესენი ზოგად ხელმძღვანელობას უწევდნენ და სათანადო მიმართულებას აძლევდნენ მის აღზრდის საქმეს. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ მეექვსე) აღზრდა.

ორბელიანი ჭაბუკობიდან ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი. გიორგი მეთერთმეტის და მოგვიანებით ვახტანგ მეექვსის ახალი პოლიტიკური ორიენტაციათა ძიების ერთგული თანამდგომი. 1688 წელს ირანის შაჰმა გიორგი მეთერთმეტეს მეფობა ჩამოართვა. რეპრესირებული ორბელიანი იძულებული გახდა გასცლოდა ქართლს. ერთხანს იმერეთში, შემდეგ სამცხეში იმყოფებოდა.

1703 წლიდან, ქართლის ახალი განმგებლის ვახტანგ მეექვსის დავალებით სულხან-საბა ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა საფრანგეთსა და იტალიაში.იგი ეწვია საფრანგეთის მეფეს ლუი მეთოთხმეტეს და რომის პაპს კლიმენტი მეთერთმეტეს, რათა, სახელმწიფო პოლიტიკური საკითხების გარდა, ეთხოვა აგრეთვე ფინანსური დახმარება ირანის ტყვეობიდან ვახტანგ მეექვსის გამოსახსნელად. მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა. მაშინდელ ევროპას არ ეცალა საქართველოსათვის. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში.

საბას ცრემლმა ქვაც დაალბო
რა გზა განვლო, რა ტრამალი,
ქართლის ბედი ბევრს უამბო,
ვერ უპოვა ქართლს წამალი. (სიმონ ჩიქოვანი)

1724 წელს იარანის ტყვეობიდან თავდაღწეულმა ვახტანგ მეექვსემ რუსეთს დააპირა გამგზავრება.წინასწარი მოლაპარაკებებისთვის სულხან-საბა მოსკოვს გაგზავნა; მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში გარდაიცვალა 1725 წელს, დაკრძალეს ვსესვიატსკოეში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
მწერალი და საზოგადო მოღვაწე ჭაბუა (მზეჭაბუკ ირაკლის ძე) ამირეჯიბი დაიბადა 1921 წელს. მწერლის ყრმობამ და ახალგაზრდობამ ბოლშევიკური ტერორის პირობებში გაიარა. შემდგომში, 1937 წელს, რეპრესიებმა იმსხვერპლა მისი მშობლები და უახლოესი ნათესაობა. თავადაც იქნა რეპრესირებული და მიესაჯა 25 წლის პატიმრობა. ციხეებსა და ბანაკებში გაატარა 16 წელიწადი. სამგზის გაიქცა.ორჯერ ჰქონდა მისჯილი დახვრეტა.

სამწერლო მოღვაწეობას შეუდგა 1960 წლის დასაწყისში, პატიმრობიდან დაბრუნებისთანავე.

.................

"...ზოგი ადამიანი იქნებ ყველაფრით, ათასი საუკეთესო ღირსებით იყოს შემკული და მათი სწორად გამოყენების უნარი კი არ გააჩნდეს. ღირსებები ერთი მონაცემია, მათი სწორად გამოყენების უნარი მეორე".

ჭაბუა ამირეჯიბი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში. ბაბუა - ვლადიმერ დემურია ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი იყო. მერაბზე დიდი გავლენა მოახდინა ბიძამ - ცნობლმა მსახიობმა და პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ.

1946 წ. მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). იგი მეტად ნიჭიერი და ბეჯითი მოწაფე იყო. ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქ შეფიცეს მათ ერთმანეთს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია დიდმა ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მერაბ კოსტავა - მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა - სწავლას იწყებს ზაქარია ფალიაშვილი სახელობის მუსაკალურ ათწლედში, რომელსაც ამთავრებს 1958 წ. და სწავლას აგრძელებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობს მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის „ქართული ენა ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორი.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წ. 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.

მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ორი პრემია - დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირისა.

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

ბიოგრაფია
პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" თავიანთ ავტორს "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი იყო ჟურნალის "მნათობი" ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.

გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული "ქართული პოეზიის მეფედ". მისი პოეზიის უთვალსაჩინოესი ნიმუშებია: "ლურჯა ცხენები", "გობელენი", "შერიგება", "მთაწმინდის მთვარე", "ალვები თოვლში", "ოფორტი", "შიშველი", "მარმარილო", "ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი", "დგება თეთრი დღეები...", "მგლოვიარე სერაფიმები", "ყორანი", "Voiles", "სიშორით შენით", "ვინ არის ეს ქალი?", "სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში", "შემოდგომა "უმანკო ჩასახების" მამათა სავანეში", "ქარი, მსოფლიო ომის მაუწყებელი", "ეფემერა", "ისევ ეფემერა", "მშობლიური ეფემერა", "არდაბრუნება", "იმ ვარდისფერ ატმებს...", "სასაფლაონი", "სროლის ხმა მთაში", "ყანები", "თოვლი", "ავდრის მოლოდინი", "ქარი ქრის", "ქარი მოგონებათა", "ქარი დაცხრა სიბობოქრის...", "რაოდენ ფიქრს და ოცნებას იტევ...", "სანამ წვიმა გადივლიდეს...", "მუხებს ჩოხათ საქილეში...", "კუმისი", "სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა", "რამდენი დარჩა გაუგებრობა" და სხვ.

მიუხედავად მრავალი მცდელობისა, იმხანად გაბატონებულმა კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ შეძლო დიდი პოეტის საკუთარ სამსახურში ჩაყენება და მისი ნიჭის ექსპლუატაცია . ამის ნათელი დასტურია, თუნდაც, გალაკტიონის პოემა "მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა" (1924), რომელიც 1924 წლის ეროვნულ ამბოხებას მიეძღვნა. პოეტი ვერ ეგუებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვას.

უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიციცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. "პოეტების მეფემ" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ოფიციოზის მისდამი გულგრილი დამოკიდებულებით.

გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე (ჟურნალები "კავკასიონი", "ბედი ქართლისა" და ა. შ.). 1991 წელს გალაკტიონის ერთტომეული გამოიცა ბერლინში, გერმანულ ენაზე. მისი შემოქმედების შესახებ შტეფი იუნგერ-ხოტივარის მიერ მომზადებული სტატია შესულია "მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიურ ლექსიკონში", რომელიც შტუტგარტში, გერმანულ ენაზე გამოიცა 2004 წელს. 1992 წელს საერთაშორისო ქართველოლოგიური ჟურნალის გეორგიკა (იენა)"გეორგიკა" (იენა) მე-15 ტომში გამოქვეყნდა ქრისტიან ლიჰტენფელდის ვრცელი სტატია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გალაკტიონის შემოქმედების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფ. დონალდ რაიფილდის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც 2000 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
მურმან ლებანიძე

დაიბადა: 1922, 14 ნოემბერი
აღსთაფა
გარდ.: 17 აგვისტო, 2002
თბილისი
საქმიანობა: პოეტი
ეროვნება: ქართველი
წერის პერიოდი: 1941–2002
ჟანრი: ლირიკული
მიმდინარეობა: რეალიზმი
Magnum opus: "ლირიკა", 1970
გავლენა იქონიეს: რუსთაველი, შოთა , გურამიშვილი, დავით, ტაბიძე, გალაკტიონ
გავლენა მოახდინა: უამრავ ქართველ პოეტზე
ვებგვერდი: http://www.publish.dlf.ge/murmanlebanidze
მურმან სილოვანის ძე ლებანიძე (დ. 14 ნოემბერი, 1922, აღსთაფა, აზერბაიჯანი - გ. 17 აგვისტო, 2002, თბილისი, საქართველო), ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1973).

ბიოგრაფია
მურმან ლებანიძე დაიბადა 1922 წლის 14 ნოემბერს, დაბა აღსთაფაში. 1940 წელს, საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1948 წელს. მეორე მსოფლიო ომმა სწავლა გააწყვეტინა და 19 წლისამ ჯერ კავკასიის უღელტეხილზე წარმოებულ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ – ყუბანში. 1943 წელს მძიმე ჭრილობის გამო დაბრუნდა თბილისში. 1948 წელს მურმან ლებანიძე დაოჯახდა, მისი მეუღლე გახდა ელენე ჭავჭავაძე.

მოღვაწეობა
1946 წლიდან მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის მთარალ რედაქტორად. 1978 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანია, თავმჯდომარედ. შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი.

ლირიკული ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოაქვეყნა. ლებანიძეს ეკუთვნის ლექსებისა და პორმების კრებულები „რჩეული“ (1972), „ანისის აღბა“ (1972), „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი“ (1974), „რცეული ლირიკა“ (1977), „რცეული“ (1979): საბავშვო წიგნები „ბიჭები“ (1963), „ოთხი დრო“ (1964) და სხვა.

ლებანიძის შემოქმედებითი ინტერესების სფერო მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. ამან განაპირობა სინამდვილის სხვადასხვა ასპექტის და ნაირგვარი პოეტური თემის ასახვა მის პოეზიაში. ლებანიძის შემოქმედების წყარო სათავეს იღებს ქართული კლასიკური ლექსიდან და ხალხური ხელოვნებიდან. მისი ერთობ ორიგინალური ძიებანიც მუდამ ემყარება წინაპარ თანამოკალმეთა ტრადიციებს. პოეტმა შეძლო ახლებურად აეჟრეტებინა ქართული სიტყვა და ახლებურად განეჭვრიტა თანამედროვე ადამიანის სულიერი სამყარო, ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.

ლებანიძე თამამად ეხმაურებოდა პირადული თუ საზოგადოებრივი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებს. მისი პოეტური თვალთახედვა უპირატესად კონკრეტულ, უშუალოდ აღსაქმელ მოვლენებზეა მიმართული. ამასთან, მის მიერ ასახული უაღრესად ინტიმური მოვლენებიც მხარვრული განზოფადების ხარისხშია ატანილი. გრძნობა თუ ფიქრი გამოხატულია ნატიფად და უშუალოდ, თავისუფალია ყოველგვარი სანტიმენტალურობისა და პათეტიკურობისაგან. ვერსიფიკაციის სფეროში მან კიდევ უფრო განავითარა პაროდიული სტილი და სასაუბრო მეტყველება. მის ლექსს ახასიათებს პოეტური ფრაზის მოქნილობა, სიტყვის ეფექტურობა და ტირმის დინამიკურობა. პოეტი მუდამ საზოგადოებრივი ცხოვრების შუაგულში ტრიალებს. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პატრიოტიზმის, სიცოცხლის, სიკეთისა და სილამაზის, დიდი სამამულო ომის, სიყვარულისა და მეგობრობის თემები.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 48 posts ] 
ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები.
დესპანი