↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ეს კიდევ ჩემი ერთ-ერთი ლექსი:

ეულ სიზმრებში შემოპარულ
კოშმარებს ვებრძვი...
ფარულ სიგიჟეს ისევ ჩუმად
ვეპოტინები,
ლაჟვარდ გრძნობებში სანთელივით
ეს სულიც მეწვის
და მონატრებას მოთმინებით ვემორჩილები!
გარეულ ტკივილს შიგნით ვიხმობ,
შიგნით ვერთვები,
გადარჩეული ფიქრებიდან
მხოლოდ შენ გხედავ,
იმ გადაშლილი ჰორიზონტის
მზის სხივთან მხვდები
შენამდე მოსვლას,როგორც ღმერთთან
უშიშრად ვბედავ!

=love= =love= =love=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
არა მარტო
მძლავრ პოემას ვეფხისას,
ტატოს მერანს,
წერეთლისას ჩონგურს,
მე ქედს ვუხრი
წიგნს გლეხის და მეხრისას -
უძვირფასეს
პოეზიას ხალხურს!
მოაბიჯებს
გენიოსი მწყემსი,
ათასწლების
ტევრში მოსდევს მთა-ბარს,
პეპლის ჯარი
მწყემსს ამგვარად ესმის -
საყვარლისას
ჭრელს აგონებს კაბას!
რა ელვა და
ვარსკვლავები ცთომილი!
რა ფერები!
რა ბრდღვიალი ხოხბის!
რა ლექსები!
იგავმიუწვდომელი!
რა ბალადა
ვეფხისა და მოყმის!
„ქალსა ვისმეც“
ხომ რუსთველის დონეა!
წინ, პოეტო,
წინ, ხალხური ლექსისკენ!
რა საჭურჭლე,
რა სიმდიდრე გვქონია
ტყაპუჭიან,
ხელკომბლიან მწყემსისკენ!
ვართ პატრონი
ჩეჩქად ოქრო-ვერცხლის!
მე შევხარი
ჭრელ საჭურჭლეს ზღაპრულს,
სწორუპოვარ
პოეზიას ხალხურს! Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ratom ar modiodi,
sxvasTan ratom gaCerdi,
guli rogor mtkioda,
marto Sen momarCendi.
isev ise momindi,
vusmen mtiral klaviSebs,
erTxel rom gipovide
mere arsad gagiSveb.
cis atlasebs gagiSli,
dagsvam Rrublis baliSze,
sulsac aRar dagiSli,
sulac arsad gagiSveb.
ratom ar modiodi,
sxvasTan ratom gaCerdi,
guli rogor mtkioda,
marto Sen momarCendi.სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
სერგეი ესენინი
თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური

მაკოცე ძლიერ, ძლიერ მაკოცე,
თუმც ბაგეს სისხლის კვალი ეტყობა.
ამ გულის ღელვა ნუ გაგაოცებს,
ის ცივ გონებას არ შეეწყობა.

ამაოა და არაფრად ვარგა,
ჩვენთვის არ ქმნილა მხიარულება.
ჩემო დობილო, გაიგე კარგად,
ერთი სიცოცხლე მოგვცა ბუნებამ!

შეხედე მაღლა, ასწიე თავი:
მისგან წყვდიადი, ბნელი გვაშორებს,
ფარფატებს მთვარე _ ყვითელი ყვავი
და დედამიწას თვალს არ აშორებს.

მე ასე მინდა _ მაკოცე მაგრად!
სევდიან ჰანგზე დავხუჭავ თვალებს.
ჩემი სიკვდილის დრო დადგა, ალბათ,
ამას თუ მამცნობს ლივლივით მთვარე.

თუ სიკვდილია – სიკვდილი იყოს!
ყველაფერს აჭკნობს უცნობი ძალა.
მინდა, ეგ ბაგე, დამშრალი თითქოს,
ვკოცნო, სიკვდილი მეწვევა სანამ.

რათა ბურუსში ციხფერ ზმანების,
მოურიდებლად, დაუფარავად,
შოთხვის Fფოთლები, მწუხრის ზარები,
იმეორებდნენ: “შენი ვარ მარად!”

და კათხა, ქაფით ტუჩგაპობილი,
თეთრად რომ ელავს, თუ მოგწყურდება
სვი და იმღერე, ჩემო დობილო,
ერთი სიცოცხლე მოგვცა ბუნებამ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენ ჩემს სიცოცხლეს ისე უხდები,
ვით ღია სარკმელს შენი მშვენება,
ქარმა სარკმელი თუ მომიხურა,
რა მეშველება

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts47
კარმა51
OFFLINEPROFILE
და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...
შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...
მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,
ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:
- მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..
ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
როგორც იყო და არა იყო რა,
მისმა ალერსმა გადამიყოლა,
მისმა ფერებამ გადამიყოლა.
როგორც ვაკოცე ან რა ვუთხარი,
ყველას უამბო თურმე სულელმა,
ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით,
მე მამტყუნებდა მერე სუყველა.
პატარას კარგი დედა ჰყოლია,
თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია,
მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა,
დედამისს გული არა ჰქონია.
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
ერთი პატარა, ჩია გოგონა,
ჩემი ოცნების ციცინათელა,
ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა.
შოთა ნიშნიანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
სურათი აღარ არსებობს

=ko= =ko=
გენნაცვალე .გაკოცე უამრავიიიიიიიიიიიიიი.მომენატრებიიიი .=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
ღამე, მთვარე შორეული,
შენსკენ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული...

მოვალ, როგორც დილის ნამი,
ავმღერდები როგორც თარი,
მოვალ, როგორც წვიმის დარი,
მოვალ, როგორც ნიავ-ქარი.

გაზაფხულზე მოვალ ველად
მარტში იად და ენძელად,
ატმის ყვავილის სურნელით,
თუნდაც ავყვავდები ტყემლად.

ხიბლს შევმატებ არემარეს
ბროწეულის ყვავილებად,
წვიმის შემდეგ ავენთები,
მანათობელ ცისარტყელად.

მოვფრინდები, თუნდაც მერცხლად,
გავწვიმდები ისევ სევდად,
აზვირთებულ, ცისფერ ტალღებს
გამოვყვები თოლიებად.

ზამთრით, მოვალ თეთრ ფანტელად,
შენთან მოვალ ისევ ფიფქად,
დაგეცემი ხელის გულზე
და ვიქცევი მე შენს ფიქრად.

როგორც ფიქრი შორეული,
მოვალ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები
რომ თქვენი თმები დამაბრუნებდა,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს დაპირებებს ანადგურებდნენ...

და ტყვია სადმე თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით
თქვენ მაპატიეთ, ჰო მაპატიეთ
დანაშაული - არდაბრუნების

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
ქალი, რომელიც გიყვა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
მხოლოდ შენ ერთმა იცი, თუ როგორ შეიძლება ვიგრძნო თავი ისევ ცოცხლად,
მე ხომ უკვე ათასჯერ ვკვდებოდი და მხოლოდ შენი წყალობით ვცოცხლდებოდი ხოლმე კიდევ და კიდევ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
მე ბედნიერი ვარ მაინც რატომ ტირის თვალები?მე დაგივიწყე მაგრამ რა ხდება?კვლავ ასე ძლიერ რად მენატრები?ჩვენ დავშორდებით განშორების დაჰკრავს ზარები,გთხოვ ნუ დამტოვებ მალე მოდი ნუ გვიანდები. მოდი კვლავ შევსვათ განშორების ზღვა ფიალები,და წამით მიაც გავიყუჩოთ ეს იარები. მოდი სულ ერთხელ დავავიწყოთ ჩვენს გულებს გლოვა,და ნუ ვიფიქრებთ დაველოდოთ ის მაიც მოვა. იქნებ ფიალამ გაათეტროს მუქი ფერები,და კვლავ ნათელი გაგვიხადოს ცრემლის დღეები… უკვე დავთვერი,მაგრამ ვაი რომ კვლავ ვერ გელევი,ძალზე დიდია ჩემი გრძნობა მე ვერ ველევი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
გიგრძვნია მამამ გენაცვალა შენ :):):)

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი