
2008 წლის საეკლესიო მართლმადიდებლური კალენდარი
იანვარი
4 – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის
დაბადების დღე;
7 – შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი;
8 – ხს. მართლისა იოსებ დამწინდველისა, დავით მეფისა, ფსალმუნთა მთქმელისა და იაკობისა,
ძმისა უფლისა;
14 – წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი;
19 – ნათლისღება, წყლის კურთხევა;
21 – ხს. მოწამე აბო თბილელისა;
27 – ნინოობა;
30 – ხს. ღირსისა მამისა ანტონ დიდისა;
თებერვალი
8 – ხსენება წმ. კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებელისა;
12 – ხს. წმ. დიდთა მღვდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე
ოქროპირისა;
15 – მირქმა;
17 – მეზვერისა და ფარისევლის კვირა (დ. მ. სამკვირიანი მზადების დასაწყისი);
24 – უძღები შვილის კვირა;
25 – დღესასწაული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა;
მარტი
2 – ხორციელის კვირა. საშინელი სამსჯავროს ხსენების დღე;
6 – ხსენება ღირსი შიო მღვიმელისა;
9 – ყველიერის (მიტევების) კვირა;
15 – ხსენება დიდმოწამე თეოდორე ტირონისა;
16 – მართლმადიდებლობის ზეიმი. დ. მ. I კვ.
22 – ორმოცი სებასტიელი მოწამის ხსენების დღე;
23 – წმ. გრიგოლ პალამას ხსენება. დ. მ. II კვ.
25 – საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე; ხს. წმ. მეფისა
დემეტრე თავდადებულისა;
30 – ჯვრის თაყვანისცემის კვირა. დ. მ. III კვ.
აპრილი
6 – ხს. ღირსი იოანე კლემაქსისა. დ. მ. IV კვ.;
7 – ხარება;
12 – დაუჯდომელის შაბათი;
13 – ხს. ღირსი მარიამ მეგვიპტელისა. დ. მ. V კვ.
19 – ლაზარეს შაბათი;
20 – ბზობა. დ. მ. VI კვ.
24 – დიდი ხუთშაბათი. ხს. საიდუმლო სერობისა;
25 – დიდი (წითელი) პარასკევი. ხსენება იესო ქრისტეს ვნებათა. მძიმე მარხვა;
27 – აღდგომა;
28 – საფლავთა კურთხევა;
მაისი
4 – თომას კვირა. კვირაცხოვლობა. აღდგომის განახლება. აღდგომიდან II კვ.
6 – გიორგობა;
11 – მენელსაცხებლე დედათა კვირა. აღდგომიდან III კვ. ხს. წმ. კეთილმორწმუნე
მეფისა თამარისა;
12 – ხსენება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა;
14 – თამარობა;
18 – განრღვეულის კვირა. აღდგომიდან IV კვ. ხს. მართალი ტაბითასი;
22 – ნიკოლოზობა (ნაწილთა აღმოყვანება);
25 – სამარიტელის კვირა. აღდგომიდან V კვ.
ივნისი
1 – ნინოობა (წმ. ნონოს შემოსვლა საქართველოში). ბრმის კვირა. აღდგომიდან VI კვ.
2 – ხს. ღირსთა ზაბულონისა და სოსანასი – წმ. ნინოს მშობელთა;
5 – ამაღლება;
8 – პირველი მსოფლიო კრების წმიდა მამათა კვირა (325). აღდგომიდან VII კვ.
12 – ხს. ღირსი დავით გარეჯელისა;
15 – სულთმოფენობა;
16 – სამებობა;
21 – ხს. მოწ. თევდორე მღვდლისა. დიდმოწამე თეოდორე სტრატილატისა;
22 – ყოველთა წმიდათა კვირა (I კვირა სულიწმიდის გარდამოსვლიდან). ხს. წმ. ანთიმოზ
ივერიელისა;
ივლისი
4 – წმ. მოწამეთა საქართველოს მეფეთა არჩილ და ლუარსაბის ხსენების დღე;
7 – შობა იოანე ნათლისმცემელისა;
10 – ხს. ღირსი გიორგი მთაწმინდელისა;
12 – პეტრე-პავლობა;
13 – სვეტიცხოვლობა – კრება წმ. ათორმეტთა მოციქულთა;
15 – დადება პატიოსნისა სამოსელისა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა ვლაქერნას;
29 – მეექვსე მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება;
30 – ხს. დიდმოწამე მარინესი. ღირსი ლაზარესი;
აგვისტო
2 – წმ. ილია მართლისა, ანგელოზის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა;
ილია მეორისა;
7 – მიძინება მართალ ანასი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედისა;
9 – წმ. პანტელეიმონ მკურნალის ხსენების დღე;
14 – შემოყვანება პატიოსნისა ძელისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისა. წყლის კურთხევა.
მცირე აიაზმა;
19 – ფერიცვალება უფლისა;
28 – მარიამობა, მიძინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა;
29 – ანჩისხატობა;
სექტემბერი
10 – ხს. წმ. მოწამისა შუშანიკისა (475 წ.);
11– თავისკვეთა წმინდისა იოანე ნათლისმცემელისა;
21 – შობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა;
26 – ხს. წმინდა დიდმოწამე ქეთევანისა;
27 – ჯვართამაღლება;
30 – ხს. მოწ. სოფიოსი და მისი სამი ასულისა პისტისა, ელპიდისა და აღაპისა;
ოქტომბერი
1 – მოწამე ბიძინა, შალვა და ელიზბარის ხსენების დღე;
9 – დღესასწაული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა;
14 – კვართისა საუფლოსი და სვეტისა მირონმდინარისა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
საფარველი. სვეტიცხოვლობა
15 – ხს. დიდმოწამეთა დავითისა და კონსტანტინესი, არგვეთის მთავართა. მღვდელმოწამე
კვიპრიანესი და იუსტინესი;
19 – ხს. ყოვლადქებულისა მოციქულისა თომასი;
31 – ხს. წმ. დიდებულისა მოციქულისა და მახარებლისა ლუკასი;
ნოემბერი
8 – დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ხსენაბა;
13 – ხს. წმიდათა 100 000 მოწამეთა თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა.
21 – კრება წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა;
23 – გიორგობა (ბორბალზე წამების დღე);
29 – ხს. წმ. დიდებულისა მოციქულისა და მახარებლისა მათესი;
დეკემბერი
4 – ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა;
13 – ხს. წმ. მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა; წმ. ვახტანგ გორგასალისა;
17 – ბარბარობა;
19 – ნიკოლოზობა;
24 – ხს. ყოველთა წმინდათა საქართველოში წამებულთა;
25 – აღსაყდრების (ინთრონიზაციის) დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა
ილია მეორისა;
მარხვები
დიდი მარხვა – 10.03-დან 26.04-მდე
პეტრე-პავლობის მარხვა – 23.06-დან 11.07-მდე
მარიამობის მარხვა – 14.08-დან 27.08-მდე
ქრისტეშობის მარხვა – 28.11-დან 6.01-მდე
ერთდღიანი მარხვები
ყოველი შვიდეულის ოთხშაბათი და პარასკევი, გარდა მსგეფსისა;
ნათლისღების წინა დღე − 18.01
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთის დღე − 11.09
ჯვართამაღლება − 27.09
მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეები
ხორციელის შაბათი – 1 მარტი;
დიდი მარხვის მეორე შაბათი – 22 მარტი;
დიდი მარხვის მესამე შაბათი – 29 მარტი;
დიდი მარხვის მეოთხე შაბათი – 5 აპრილი;
თომას კვირის სამშაბათი – 6 მაისი;
სულის შაბათი – 14 ივნისი;
დიმიტრის შაბათი – 1 ნოემბერი;