↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 139 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ზვიგენ, კარმა ჩემგან, მაგარი ხარ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
ვუძღვნი ყველა ემიგრანტს და ვისურვებდი მენახა ისეი ბედნიერი საქართველო რომ ყველა თქვენთაგანის დაბრუნების სიხარულით ყოფილიყოს სავსე.

"აიი, ეხლა მერცხლების ამბავი უნდა გიამბოთ:

-ეეეჰ, წასულან ხედავ მერცხლებიც?!
- რაღა დროსია.
- არა, ჯერ, არ წასულან.. ტყეში გავიდოდნენ, ჯერ.
-რა ტყეში.. ბუდე ცარიელია, ცაც.. ბეღურებიც რაღაც დაგუნდავებულები არიან, სულ ერთად ერთად მიდიან და მოდიან..
- სანამ სულ გაფრინდებოდნენ მერცხლებმა სოფლის გარეთ, ტყეში იციან თავის მოყრა.. მერე რამდენიმე გუნდად გაიყოფიან და ასე გადაფრინდებიან სხვა ქვეყანაში.
- ჭკუას ატანენ, მე კი აგერ უკვე მესამედი ვარ საუკუნისა, ისევ მიქრიან.. ჰი, ჰი..
- აქ, ხო იცი გასამრავლებლად რომ მოდიან..
- მარტო გასამრავლებლად?
- ხო, იქ ძალიან ცხელა და სიცხეში ვერ მრავლდებიან..
- მეგონა, მხოლოდ სიცივე ახშობდა გრძნობებს.
- მერე, ოკეანეს როცა გადაუფრენენ, გემებზე ისვენებენ.. მიჰყვებიან დეპორტირებულებივით, უბილეთო ემიგრანტებივით..
- როცა გემები იძირებიან?
- ამიტომაც რამდენიმე გუნდად მიდიან..
- უკან რატომღა ბრუნდებიან?
- შენ ხომ ელი? მეც ველოდები ხოლმე.. აბა, პაპის დღიურში ჩაიჭყიტე.. 1960-1983 წწ. 14 მარტი მოფრინდნენ, 16 სექტემბერი გაფრინდნენ.
- ჩვენი მოლოდინი აბრუნებთ ჩვენთან.
- რა ვიცი... მე კი მგონია, რომ აქ, ყველაზე ლამაზია ცა.. აი, ასეთი ღრუბლები თეთრიიი, დიიდიი, ნაღებივით ტკბილი, მამის ხელივით თბილი სხვაგან არსად არ არის.. ცის მონატრება აბრუნებთ.. მზის.
- დაბრუნდებიან!
- ჰო, მერცხლები, ჰო..

© ნატა ვარადაშვილი"
სჰენ გენაცვალე. სჰენ=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
Leonardo wrote:
ციტატა:
მშვიდად, უპრეტენზიოდ, მაგრამ ვაჟკაცურად, იალბუზიდან გადმოჰყურებს და ჩუმატ ტირის საქართველო ..
ყოვლად ნაცნობი მოციმციმე წერტილები როგორც ციცინათელები ეფინება მიდამოს ... ნაკადულები ცრემლებივით მოედინება მთებიდან ....
ასე მისსტირის საქართველო თავის შვილებს, შვილებს რომლებიც მიდიან, მიდიან იმედით რომ დაბრუნდებია, ...ჰმმ სასაცილოა მაგრამ წასულებიც არ არიან უკვე დაბრუნებას გეგმას ... მაგრააამ ბრუნდებიან როო ??? :(
ტოვებენ და თან მიაქვთ მოურჩენელი ჭრილობა ჟრილობა საქართველოს სიყვარულისა ......

ეეეჰ რომ შემეძლოს მთელი გულით და სულით ჩავეხუტებოდი და გულში ჩავიკრავდი, გვერდში შევეხიდებოდი და საუკუნობრივ ჭრილობებს მოვუშუშებდი ....

პატარა ილუმინირებულ ფანჯარაში ყველაფერი არ ჩანს მაგრამ რაც ჩანს ეგ ყველაფერია ...
მოციმციმე ნათურები ნელნელა იკარგებიან და ქრებიან ...
მალე ფაჯარა მძიმე ღუბლებით იფარება .. საქართველო ემშვიდობება შვილს ...

ცხელი ასფალტის სუნით ივსება თვითმფრინავის დასაჯდომი ბილიკი...

თუთქმის უკვე გათენებულია, მე კიდე ვეძებ ... ვეძებ ჩემს საქართველოს ვეძებ ერთი პატარა ფურცლის ნაჯლეგსაც კი სადაც ჩემს საქართველოს ვიგრძნობ, მის სუნთვას, მის ტკივის დავინახავ და ჩავეხუტები ...
გადის წლები და მე კიდე ვეძებ ... ვეძებ ჩემს საქართველოს,
დაბრუნდები... მაგრამ როდის?
ნახეტ რა მამაკაცები კავს დესპანს???????? სჰენ გენაცვალე ლეონარდო.=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
lia wrote:ნახეტ რა მამაკაცები კავს დესპანს???????? სჰენ გენაცვალე ლეონარდო.=ko= =ko= =ko= =ko=

ეს ის მამაკაცები არაა ლანძღვით რომ აიკელით თემაში "მამაკაცი"? =lol= =lol= =lol= =lol= =lol=
იმედია არ მიწყენ ქალბატონო ლია ეს კონკრეტულად თქვენ არ გეხებათ.=ko=

=geo= =geo= =geo= =geo= =geo= =geo=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1235
კარმა67
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
lia wrote:
ნახეტ რა მამაკაცები კავს დესპანს???????? სჰენ გენაცვალე ლეონარდო.=ko= =ko= =ko= =ko=

ეს ის მამაკაცები არაა ლანძღვით რომ აიკელით თემაში "მამაკაცი"? =lol= =lol= =lol= =lol= =lol=
იმედია არ მიწყენ ქალბატონო ლია ეს კონკრეტულად თქვენ არ გეხებათ.=ko=

=geo= =geo= =geo= =geo= =geo= =geo= რაგაც არ მახსოვს რომ ვინმეს ცუდად ეტკვა ცჰვენი დესპანის მამაკაცებზე??? ტუ დაცერეს სიკვარულიტ იკნებოდა. ცჰემო პიკასო გენაცვალე. რა ბიჯები გვკავს? ცჰე ხომ არ ვიცი. მადლობტ ბიჯებო.=ko= =ko= =ko= =ko= http://up.pixgeo.com/out.php/i3703_cid0 ... rabaki.gif
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მოუსმინეთ სიმღერას (mp3)

* * *

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
არ წამოვიდა რატომ ნეტავ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
უფლისციხესთან
სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის –
დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა...
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე
სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე
ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია...
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია
ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: „ვინ ვის?!“
ბებერ გულში ლახვრად მაჩნია...
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი
სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!

1971

მურმან ლებანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1374
კარმა51
OFFLINEPROFILE
Leonardo wrote:
ციტატა:
მშვიდად, უპრეტენზიოდ, მაგრამ ვაჟკაცურად, იალბუზიდან გადმოჰყურებს და ჩუმატ ტირის საქართველო ..
ყოვლად ნაცნობი მოციმციმე წერტილები როგორც ციცინათელები ეფინება მიდამოს ... ნაკადულები ცრემლებივით მოედინება მთებიდან ....
ასე მისსტირის საქართველო თავის შვილებს, შვილებს რომლებიც მიდიან, მიდიან იმედით რომ დაბრუნდებია, ...ჰმმ სასაცილოა მაგრამ წასულებიც არ არიან უკვე დაბრუნებას გეგმას ... მაგრააამ ბრუნდებიან როო ??? :(
ტოვებენ და თან მიაქვთ მოურჩენელი ჭრილობა ჟრილობა საქართველოს სიყვარულისა ......

ეეეჰ რომ შემეძლოს მთელი გულით და სულით ჩავეხუტებოდი და გულში ჩავიკრავდი, გვერდში შევეხიდებოდი და საუკუნობრივ ჭრილობებს მოვუშუშებდი ....

პატარა ილუმინირებულ ფანჯარაში ყველაფერი არ ჩანს მაგრამ რაც ჩანს ეგ ყველაფერია ...
მოციმციმე ნათურები ნელნელა იკარგებიან და ქრებიან ...
მალე ფაჯარა მძიმე ღუბლებით იფარება .. საქართველო ემშვიდობება შვილს ...

ცხელი ასფალტის სუნით ივსება თვითმფრინავის დასაჯდომი ბილიკი...

თუთქმის უკვე გათენებულია, მე კიდე ვეძებ ... ვეძებ ჩემს საქართველოს ვეძებ ერთი პატარა ფურცლის ნაჯლეგსაც კი სადაც ჩემს საქართველოს ვიგრძნობ, მის სუნთვას, მის ტკივის დავინახავ და ჩავეხუტები ...
გადის წლები და მე კიდე ვეძებ ... ვეძებ ჩემს საქართველოს,
დაბრუნდები... მაგრამ როდის?

ეხლა ვიბღავლეეეეეეებ! აღარ შემიძლია, ჩემი სამშობლო მინდა, საქართველო დამილოცე ღმერთო.

=cry=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts305
კარმა50
OFFLINEPROFILE
ძვირფასო დესპანელებო!
ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან, ესპანეთში ყალიბდება ქართული სათვისტომო, ამასთან დაკავშირებით მზადდება ოფიციალური საბუთები, ამისათვის საჭიროა სათვისტომოს "გერბი" და "ლოგო" ქართული და ესპანური დროშების შერწყმით. მინდა გთხოვოთ ყველას, თუ შეგიძლიათ რომ ფოტოშოპით დაამზადოთ თქვენებური ვარიანტები და მოგვაწოდოთ, განვიხილავთ და საუკეთესო ვარიანტს ჩავუშვებთ სათვისტომოს გერბად და ლოგოდ.
აი ეს იყო ჩემი თხოვნა, და მინდა წინასწარ დიდი მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისთვის. პატივისცემით კალიტრი (ზაზა)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ეს სოფლები: ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა ეს პარტახი საიგავო,
მეშინია, ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს!

შქმერს სათიბზე არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ყეფს, ძაღლი არ ყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმე მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე მოვიდეს და დესახლოს!

ეს სხიერი, ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო, არ ჩააქრო! - გაფიცებდი.
არ წააგო, არ წააგო ეს წალკოტი! –
დაიხსომე, ასე წლის წინ გეძახოდი,
დაიხსომე, განჯღრევდი და გაღვიძებდი! Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined23 Feb 2008
Posts45
კარმა5
OFFLINEPROFILE
ისევ ;მომდის შენი სურნელი. ისევ ;გამოჩნდა ცაზე გრუბელი. ისევ ;გადავშალე სევდის ფურცელი. მე უშენობას ვერ ვეგუები1!!. სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მე ერთი ქვეყანა ვიცი, -
სამოთხის კარია ღია,
იქ მართლა გვარზე ხტის კვიცი
და სხვებიც თავის გზით ვლიან.

იქ მლიქვნელს აჭრიან ყურებს,
მაბეზღარს აჭრიან ენას,
პოეტი იქ უფრო ურევს
და ბევრი როდი აქვს წყენა.

იქ უკვე არავინ ქურდობს,
დახლიდარს არა აქვს ფაშვი
და თუკი აჩუქე ხურდა,
სასტიკად გაგლანძღავს მაშინ.

უქრთამოდ იღებენ მცოდნეს,
უმეცარს სჭრიან და სჯიან,
იქ აღარ სჭირდებათ ცოტნე,
თაფლი კი სუყველას სცხია.

დახლებთან არაა რიგი
წიგნის მაღაზიის გარდა,
არავის უნახავს იგი
არც ერთი მინისტრის კართან.

ერთი ტროლეიბუსში ადი,
რაინდი რაინდზე თვალე:
მოხუცებს უთმობენ ადგილს,
მეტადრე ბავშვიან ქალებს.

იქ მართლა ფასდება ჭკუა,
იქ გულიც ფასდება ბავშვის,
კრიტიკა იქ აღარ ცრუობს,
პოეტებს არ უყვართ ტაში.

არცა აქვთ მეგობრის შიში,
კაცს ვეღარ შეხვდები მტრიანს,
ერთმანეთს ლანძღავენ პირში,
ზურგს უკან არავის თხრიან.

• • •

იმ მხარეს ოცნება ჰქვია,
იმ მხარეს სიზმარი ჰქვია,
თუ გინდათ წავიდეთ, ძმებო,
არასდროს არ არის გვიან. Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
სამშობლო, ჩემო ლამაზო,
ზურმუხტო, ანუ ალმასო;
ვიდრე შენს მკერდზე დავდივარ,
გთხოვ მწარე რამე არ მასო.

მშვენიერი გაქვს ბუნება,
სხვებიც ამბობენ ამასო;
მაგ შენმა დაღონებამა
გული დარდებით აღავსო.

სამშობლო ყველას გიყვარდეთ,
ვისაც რო ღმერთი კი გწამსო;
სამშობლოს დამვიწყებელი,
მაღალმა ღმერთმა დაამსო.

ვის დედაენა არ მოსწონს,
მას ეშმაკები ახლავსო,
ცოცხალ იქნება დევნილი,
მკვდარსაც მატლები დახრავსო. Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined02 May 2007
Posts18
კარმა50
OFFLINEPROFILE
საქართველოო ლამაზო ,სხვა საქართველო სად არის

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 139 posts ] 
დესპანი