↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 103 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined17 Jun 2007
Posts25
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეხ ხალხო კიდევ ერთხელ და მემილიონეჯერ ამიწვით გული საქართველოს მონატრებით,თქვენმა სიტყვებმა ბევრი მატირა,მაგრამ ლექსი ვერ დამაწერინა,აღარ შემომრჩა მაგის ძალა,მე ჯერ ორი ცელი არ არის რაც საქართველოს მოვწყდი,და უსაზღვროდ მაწვალებს ჩემი სამშობლოს მონატრება,მოსვენებას არ მაძლევს.ყველაპერი მენატრება,რაც სუნთქავს და არ სუნთქავს,რასაც ხედავ და ვერ ხედავ,ა ეგრეა,და ასე მგონია დრო რო გადის ეს ტკივილი კი არ მცირდება,უბრალოდ ეჩვევი და ყრუდ გრძნობ,თორე ეჭვი მეპარება ვინმემ გაძლოს ასეთი მონატრებით 10-15 წელი,ყველას სახლში დაბრუნებას გისურვებთ,ისე როგორც თქვენ გულებს გაეხარდებათ ჩემო მონატრებულო ქართველებო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 Jul 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ ყველას, აი უკვე 9 წელია რაც ესპანეთში ვიმყოფები, ადრე თითქმის არ არსებობდა ქართული საიტები და ახლა რომ ვხედავ თითქმის ყველა ქვეყნის საიტებს ჯობნის, მაგალითად "დესპანი" ეხლა ხანს აღმოვაჩინე და რომ დავათვალიერე ძალიან კმაყოფილი დავრჩი, და ასეთი საიტები, მერწმუნეთ რომ ბევრ ქვეყანას არ გააჩნია, მაგალითად, ესპანეთში ხომ უამრავი საიტია მაგრამ ასეთი არაფერი.
დიდი მადლობა ამ საიტის ადმინისტრაციას ასეთი საიტის შექმნისათვის, მე თვითონ პროფესიით მსახიობი ვარ და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის ფილმები რომლებიც აქ ვნახე, ეს ფილმების საქართველოშიც ბევრს ენატრებათ და ელოდებიან ტელევიზორში რომ გაუშვან ესა თუ ის ფილმი, რა თქმა უნდა თუ კომპიუტერი არა აქვს. მაგალითად, ძალიან დიდი ხანი ვეძებე ფილმი: "გაზაფხულის 17 გაელვება, ანუ (შტირლიცი)" მაგრამ ამაოდ, და შემთხვევით ერთი წლის წინ ვიყავი გერმანიაში საქმეზე და თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა როდესაც ეს ფილმი აღმოვაჩინე ერთ-ერთ რუსულ მაღაზიაში, და საკმაოდ სოლიდური თანხაც გადავიხადე, ის დღე ჩემთვის იყო ზეიმის დღე, ახლა ეს ფილმი აქაც აღმოვაჩინე, ამის გარდა მრავალი ისეთი ფილმებია რომლებსაც, რომ იტყვიან სანთლით ვეძებდი.
ამისათვის კიდევ ერთხელ უზომო მადლობა ამ საიტის ორგანიზატორებს, თქვენისთანა ხალხი არ უნდა ბერდებოდეს, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, გისურვებთ წარმატებებს. ამ საიტის და ფორუმის ახალი წევრი CALITRI_10

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
კალიტრი_10

ღმერთი შენთან ....გაიხარე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
საქართველო ყველას ენატრება ვინც წასულია.. მეც 4 წელია გადავიკარგე:( ვისთვის როგორ მაგრამ ჩემთვის 4 საუკუნის ტოლფასია. ყველა ემიგრანტს თანავუგრძნობ ხალხო იყავით თქვენი ქვეყნის სახე და თქვენი ქმედებით ასახელეთ სამშობლო, ბედნიერება ემიგრაციაში არ არის, ბედნიერება ჩვენს სამშობლოში დაბრუნებაა ბოლოს კი ერთი რამ მინდა გითხრათ მე დავბრუნდები!!! თქვენ?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Jul 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
აი მეც მოვედი.
ყველას მოგესალმებით.
ეს რა კაი ხალხი დამხვდით აქ.
საქართველო მენატრება? აუ, იცით როგორ, ლამისაა შევიშალო.
ჩემი სამშობლო _ ჩემი ღმერთია!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined04 Aug 2007
Posts7
კარმა50
OFFLINEPROFILE
დიდება საქარტველოს.უცხოელები გვენახოს საქარტველოს მონებად სულ მალე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts644
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემი ხატია სამშობლო...
და მენატრება სიგიჟემდე,თავს ბედნიერად მხოლოდ საქართველოში ვგრდნობდი.
ჩემი სამშობლო ჩემთვის ყველაფერია...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
kizibi შემოდი ჩატში გთხოვ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Aug 2007
Posts11
კარმა50
OFFLINEPROFILE
ახლა ჩამოვედი საქართველოდან ყოველ წელს მივდივარ მერე არ მომწონს და როდის წამოვალ ერთი სული მაქვს მაგრამ ბოლო ერთკვირაში წამოსვლა აღარ მინდა და აეროპორტში ვტირივარ ხოლმე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
ღმერთო როგორ მენატრება ჩემი საქართველო,ყოველ საღამოს მესიზმრება ცუდად ვარ რა,შეიძლება ბევრს გაეცინოს მაგრამ,აქ მაქ ქართული ნაკურთხი წყალი და მიწა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined23 Jun 2007
Posts14
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეხ-- ჩემო კარგო ხალხო მონატრების ზღვარს გადავცდი,ოღონდ ამას რა ქვია უკვე აღარ ვიცი. მე უკვე მაბოდებს საქართველოზე,თხუთმეტი წელია უკვე ასეთ დღეში ვარ.არა ხალხო ქართველის ემიგრანტადცხოვრება ეს ნაადრევად დაბერება დასიკვდილია.ღმერთო მალე დააბრუნე ყველა ქართველი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი !!!!!!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Jun 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩვენ გვენატრება სამშობლო, მაგრამ აქედან უფრო მეტს ვუკეთებთ ჩვენს ქვეყანას, ვიდრე დამოუკიდებლობის დღიდან ყველა არსებული მთავრობები საქართველოში. ასე რომ არა, ჩვენი ოჯახები განადგურების პირას იქნებოდნენ ჩვენთან ერთად 3-4% გამონაკლისით.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Jul 2007
Posts392
კარმა50
OFFLINEPROFILE
მეც ძალიან მენატრება საქართველო ,ტკივილამდე მენატრება რამდენჯერ მიტირია მაგრამ რა
საქარტველოს სიყვარული
მთელ ქვეყანას მირჩევნია,
თბილისი და კუთაისი
ერთია და -ის ჩემია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined04 Aug 2007
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
მენატრება და თანაც როგორ მენატრება,
მონატრება და სამშობლოს სიყვარული მხოლოდ ღირსეული ქართველის თუ უკლავს გულს.
საქართველო ის ადგილია სადაც წუთის მარადისობას გრძნობ,
....... და აბა რა ქართველი ხარ თუ შენი სამშობლო შენი საქართველო არ გენატრება?

მე ამაყი ვარ რომ ვარ ქართველი
და საქართველოს მადგას უღელი...............................

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined25 Aug 2007
Posts1
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე მხოლოდ 1.5 თვეა წამოსული ვარ საქართველოდან,და ვერ წარმოიდგენთ რა მაგრად მენატრება პირველივე დღიდანვე...რომ ვესაუბრები მეგობრებს ტელეფონით მეუბნებიან - არანორმალური ხარო,ასე უცებ მონატრება როგორ შეიძლებაო!მე კი პასუხად-თქვენც რომ მოგიწიოთ წასვლა საქართველოდან ცოტა ხნით მაინც,ჩემსავით არანორმალური გახდებით მეთქი!:(ბედმა გადმომისროლა გერმანიაში,გავთხოვდი და ბედნიერი ვარ ჩემი სიყვარულის გვერდით,მაგრამ მენატრება,მენატრება ყველაფერი რაც საქართველოა!გუშინ აქ უყურე ქართულ ფილმს ''ფესვები'',მერამდენედ,მაგრამ აქ სულ სხვანაირად აღვიქვი ეს ფილმი.მონატრების ცრემლი მდიოდა...ხის სიმაღლე ზემოდან კი არ იზომება,არამედ ფესვებიდან,გახსოვდეს სად არის შენი ფესვები,შენი ფესვები - საქართველოა!საქართველო ერთადერთია!განუმეორებელია!სამოთხეა!

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 103 posts ] 
დესპანი