gioarmani wrote:ციტატა:
bubusuna wrote:ციტატა:
ნანანო, გენაცვალე, ჩემი მეგობრების 80% ბიჭები არიან, მაგრამ რასაც მე ვიძახი მართალია,
ფიცი მწამს . ბოლო ,მაკვირვებს:))
ასეა , ასე. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე უფრო მეტად მიხდებოდა და მიხდება მამაკაცთა წრეში ყოფნა. ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, კარგად ვიცნობ კაცთა მოდგმას და გადასარევად ვიცი როგორ უნდა და საით უნდა წავიყვანო საუბარი, რომ ბოლოში საწოლში მისაწვევი ბარათის გამოგზავნით არ დამთავრდეს ყველაფერი.
მერე იწყება: აუ, მაი , რა ჯიგარი ხარ, ძმა ხარ , ბოდიში , რომ ასე ვიფიქრე და ასე შემდეგ.
რაც შეეხება ჩემს მეგობრებს, ის სხვა კატეგორიაა, მაგათ სხვებთან ვერასოდეს ვერ გავაიგივებ, თუმცა ჩემს სამეგობროშიც არიან ადამიანები, რომელთაც ვუყვარდი და ახლაც ვუყვარვარ, მაგრამ კარგად იციან, მეგობრობის იქით სხვა არასოდეს არაფერი არ იქნება, ამიტომ ჩემს დაკარგვას ჩემი მეგობრობა არჩიეს.გავაგრძელო კიდე?:)