↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 123 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
საქართველო მენატრებააააააააააააააააააააააააააა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
უშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამყარო,
შენი სახელით თუნდ გრემიდან გადავფრინდები...
ამიტაცებენ უსასრულო და უსამანო, -
მზესუმზირებით მოქარგული სველი მინდვრები.

უშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამზეო,
შენა ხარ ჩემი საუნჯე და საჩრდილობელი.
ყოვლად სრულქმნილო, სრულყოფილო, სულის საგზალო, -
შენ ხარ, მამულო, ჩემი ხატი, - ყოვლისმპყრობელი.

და შენ ჩემში ხარ, სახიერო, - საბედნიეროდ, -
შენი ტაძრებით, მონასტრებით, - ლილისფერებით...
შენა ხარ ჩემი სიყვარული, - საბედისწერო, -
მოლაღურივით ჩუმად ვტირი და გეფერები.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Mar 2007
Posts406
კარმა64
OFFLINEPROFILE
მე დაჭრილი ვარ ათას სურვილით
და ოცნებისთვის ზღვაც კი მცირეა,
მწამს სიყვარული შმაგი წყურვილით
და გულიც მისთვის შემიწირია!

სამშობლოვ,ისევ შენ ხარ პირველი!
ვტორტმანებ შენით, როგორც მეწყერი...
შენი,შენდამი ვარ შემწირველი,
მღაღადებელი, ლექსით მეტყველი!

გიორგი ლეონიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
საშველს რომ აგარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი
ხანდახან გულში
ღიმილით
ვიტყვი:

რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა
მამულო ჩემო გილხინს თუ გიჭირს!
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე
ვითარცა სეტყვა
ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ,
იხუვლებს ხოლმე
იხუვლებს ერთხმად
ღალატიაო
მაგგვარი
ფიქრი!


ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო…
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
http://youtube.com/watch?v=xJge35pck_E

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
როცა მე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველწელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში. სანთელს ანთებდეს ამ პაწია სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ საქართველოს.

ასეთი ნატვრით მიაბარა უფალს სული გრიგოლ რობაქიძემ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
აფხაზეთის წვიმა მიყვარს,

იცი რად?

მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე

ხმაურობს.

ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი

და წკირად

მასზე ზვირთი დადის და

მოგზაურობს.

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

წვიმა მოდის, კოკის პირით

იღვრება,

ხმა შრიალებს დაფნისა და

ლიანის,

და ღრუბლიდან ეშხით

გადმოიხრება

მოგონება სიყვარულის

მზიანის.

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

ო, შუშხუნებს ახალგაზრდა

მაჭარი.

ის ხმაურობს, ის განიცდის

თავის დროს,

გამოვიდეს რომელიმე

ვაჭარი

და ამ წვიმის პოეზია

უარყოს!

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

გალაკტიონ ტაბიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი ხვედრია...

შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;

საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,

ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!

რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა,

მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა,

სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ ყოფა,

მამა-პაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა.

ძლიერო ღმერთო! შენთვის ბრძოდნენ ქართვლისა ძენი,

დასაბამითვე არ იციან — რა არს მშვიდობა,

იკმარე საღმრთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი,

თუ რამ შეგცოდეს, — შეისყიდეს ტანჯვით შენდობა.

მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული

და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!..

ჰოი, სახიერო! ცისარტყელა განავლე ცასა,

რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა!.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
სამშობლოები რომ არ იყოს, ეს მთაც და ეს ბარიც, ეს ხევიც და ეს ხეობაც გულისგამაწვრილებელ ერთფეროვნებად წარმოგვიდგებოდა. სამშობლოებში გადანაწილებულებმა მათ შექმნეს ხილული მრავალფეროვნების სასწაული, რასაც ჩვენი უმშვენიერესი პლანეტა ჰქვია.
ლანდშაფტები ჰგვანან ერთმანეთს. ერთმანეთს ჰგვანან მთები, მდელოები, მინდვრები, ხეობები, ფლატეები, კლდეები, უფსკრულები... მაგრამ ჩვენს მზერას შიგნიდან ახარისხებს სამშობლოს უმძაფრესი შეგრძნება.

როდესაც მზეი თბილი სხივით
მინდვრებს შემოსავს
და ცვარნაპკური შეირხევა
მთაზე მოცხარი,
ნინოს ნათელი დაადგება საქართველოსა,
ქვაბში ჩურჩულით გადაიწერს
პირჯვარს მოძღვარი...
ხშირად დამიხუჭია თვალები და წარმომიდგენი ჩემი მჩქეფარე რიონი რო მოდის და მოაგორებს უზარმაზარ ლოდებს,როგორ გადმომყურებს დედაკვინი.როგორ ვავსებ ჩემ ნაპერწკალას და გადავდივარ გვერითის ბეწვის ხიდზე.ბევრჯერ ჩამძინებია ასე ფიქრში თბილისის ქუჩებში სეირნობით,გამღვიძებია და ისევ მწარე რეალობას დავბრუნებივარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts775
კარმა47
OFFLINEPROFILE
ეხლა თამო გაახილე ეგ თვალები და დავინჩიმ მთავარ გვერდზე ეგეთი დასახელების ფილმი დადო..სვანი..უყურე მერე მოდი და თუ სურვილი გექნება საქართველოზე და ქართულ ადათ წესებზე გესაუბრები (ათადანდაბათადან რომ გვაქვს მოყოლებული):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ყველაფერი ისევ კარგად იქნება
_ ჩემში მინდა ამ სიტყვების მიგნება.

მოგონებას ვიცი ვერსად წაუხვალ
და აპრილი იაპრილებს დღეს თუ ხვალ...

უფრო მეტი ცეცხლი მოაქვს სიშორეს,
სევდა, სევდა, სევდა ვერ მოვიშორე.

ყველაფერი ისევ კარგად იქნება
_ ჩემში მინდა ამ სიტყვების მიგნება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ისე რო იცოდე სვანი ვარ:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
tamo_ wrote:
ციტატა:
ისე რო იცოდე სვანი ვარ:)

შენ გაგიმარჯოს სვანო
ეს შენ ჩემო კარგო=ko= =ko= =ko= =ko=

ხანდახან ხარ ჩიტი,
მაშინ ვარ ღრუბელი.
წახვალ, გაფრინდები,
წვიმა მდის ულევი.
სხვა დროს შენ ხარ ჩრდილი,
შენს ქვეშ აგრილდება,
დამიმალავ ღიმილს,
მკოცნი და ბინდდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
აღმაშენებელი
თბილისს მობრძანდება
ყალყზე შემდგარი რაშით!
გული გაიმაგრე,
გული გაიმაგრე,
გული გაიმაგრე,
დავით!

რა დაგვიტოვე,
და რას გახვედრებთ,
რით მოვიწონოთ თავი?
ვერ ვიდავითეთ,
ვერ ვითამარეთ,
ვერ ვიდიდგორეთ,
დავით!

მიწა გაგვიყიდეს,
ხორცი დაგვიფლითეს,
გული ამოგგვგლიჯეს ტანჯვით!
გარეჯს გვიფეთქებენ,
რუსთველს გვიგინებენ,
სულში გვაფურთხებენ,
დავით!

გადამთიელები,
უცხოტომელები,
ტაძრებს გვიფხაჭნიან დანით!
გადამიარეთო! -
ასე დაგვიბარე,
გადაგვიარეს,
დავით!

ვერ დავიცავით
სრულიად საქართველო,
ვერ მოვუფრთხილდით წამით!
ხმალი დაგვიჟანგდა,
სისხლი გაგვიწყალდა,
დავპატარავდით,
დავით!

მტერმაც გვლეწა
და ერთურთიც ვლეწეთ,
ვლეწეთ დღისით და ღამით!
ტაოს მივტირით,
ჰერეთს მივტირით,
სამცხეს მივტირით
დავით!

კვნესის საქართველო,
შენი საქართველო,
გულში დაჭრილია ხარი!
მუხლი მაგარი აქვს,
არ დაიჩოქებს,
ნუ გეშინია,
დავით!

თბილისი მაინც
ისევ თბილისობს,
გელათი ისევ ყვავის!
იბადებიან დღესაც ლეკვები,
სადიდგორენი
დავით!

მეფედ შენ გვსურხარ,
შენ გვიპატრონე,
შენი ხმლითა და ფარით!
სხვა ღმერთს
არა ვცნობთ!
სხვა ხატს არა ვცნობთ!
სხვა კაცს
არა ვცნობთ
დავით!

აღმაშენებელო,
თბილისს შემობრძანდი,
თეთრი გიორგის მადლით!
მუმლი მუხასაო!
მუმლი მუხასაო!
მუმლი მუხასაო!
დავით!

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 123 posts ] 
დესპანი