↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 16 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
გთხოვთ მაპატიეთ ყველაფერი, რაც კი მიწყენინებია თქვენთვის=ko=

მიყვარხართ ყველა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Oct 2007
Posts325
კარმა57
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება, წარმოთქმული შენდობის კვირას

წყალობითა ღვთისათა კარს მოგვადგა დიღი მარხვა. წმიდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი უფალს ევედრებოდა: „წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა. ჩემისათა“. მართლაც, რა უძლურია ადამიანი ღვთისა და მისი წყალობის გარეშე, რა სუსტია, თუ ღვთის მფარველობა და მადლი მოაკლდა და მისგან არ მიიღო მაცოცხლებელი და განმაახლებელი ძალა, რომელსაც აუცილებლად საჭიროებს. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანმა ეს მაცოცხლებელი ძალა მიიღოს და მადლი ღვთისა მასზე გადმოვიდეს, მან თავისი თავი უნდა მოამზადოს. აი, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული დიდი მარხვა. ამ დროს ყოველმა ჩვენგანმა უნდა მოამზადოს თავისი თავი სული წმიდის მისაღებად, ანუ საკუთარ გულში ჩაიხედოს, სულიერად განიწმინდოს და ფერი იცვალოს. ჩვეულებრივ ადამიანი სხვის ნაკლს უფრო ადვილად ამჩნევს ვიდრე თავისას, ცოდვა ძირითადად ორი სახისაა, ერთი, რომელსაც ჩვენ თვითონ ჩავდივართ და მეორე - რომელსაც სხვისი განკითხვით ვიძენთ. ამიტომ დიდ მარხვაში ჩვენ ყოველდღე ვამბობთ ეფრემ ასურის ლოცვას, რომელიც წელს პირველად წაიკითხა მოძღვარმა. უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაჲ თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა. დიდმარხვა იმიტომაც დაწესდა, რომ საკუთარი ცოდვები უფრო ღრმად განვიცადოთ. ადამიანი მუდამ დაკავებულია, თუ უშუალოდ საქმეს არ აკეთებს, ფიქრი აწუხებს და საშუალებას არ აძლევს საკუთარ გულში ჩახედვისა და იმ სულიერი ტაძრის დაკვირვვბისა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ან ვაშენებთ, ან ვანგრევთ. ადვილი შესაძლებელია, რომ ადამიანმა, რომელიც ამ ტაძარს მრავალი წლის მანძილზე აშენებდა, უცბად მის დანგრევას მიჰყოს ხელი. დიდი მარხვა იმისკენ მოგვიწოდებს, რომ ეს ტაძარი შეუსვენებლად ვაშენოთ. პირველშეწირულის წირვის დროს მოძღვარი სანთლით ხელში გამოდის ხალხის წინაშე და ამბობს: ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ამ ნათლის ხილვის, ხოლო შემდეგ მისი მიღების ღირსი უნდა გახდეს, ჩვენი სულიერი ტაძარი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ეს ხელთუქმნელი, ღვთაებრივი ნათელი მასში შევიდეს და დაივანოს, ამ ნათელს ჩვენ ნანგრევები კი არ უნდა დავახვედროთ, არამედ მტკიცედ აღმართული, განწმენდილი და განსპეტაკებული ტაძარი. მართალია, ამის მიღწევა ძნელია, მაგრამ სწორედ ეს არის ჩვენი ცხოვრების აზრი და მიზანი, ჩვენი ცხოვრება ამ ტაძრის აშენებისთვის ბრძოლას წარმოადგენს.

დღევანდელ დღეს შენდობის კვირა ეწოდება. ეს არის კურთხეული დღე, როცა ადამიანი იმაზე უნდა დაფიქრდეს, ვის აწყენინა, გული ვის ატკინა. ამ დღეს იმის გამოძიება კი არ უნდა დავიწყოთ, თუ ვინ იყო დამნაშავე, არამედ ჩვენი, როგორც ქრისტიანის სახე უნდა ვაჩვენოთ და ჩვენზე განაწყენებულ ადამიანებს პატიება უნდა ვთხოვოთ.

მინდა მოგიყვანოთ ერთი მაგალითი, რომელიც ერთ-ერთ მონასტერში მოხდა. ერთი ბერი ისე მძიმედ დასნეულდა, რომ მისი გადარჩენის იმედი ყველამ დაკარგა. წინამძღვარმა იცოდა, რომ იგა ძმობის ერთ-ერთ წევრთან უბრად იყო. ამიტომ ეს ბერი მომაკვდავთან მიიყვანა და წინადადება მისცა შერიგებულიყვნენ, რათა იმ ქვეყანას ძმასთან შეურიგებელი არ წასულიყო. სნეულზე წინამძღვრის სიტყვებმა ისე იმოქმედა, რომ თუ მანამდე განძრევაც კი არ შეეძლო, წამოიწია კიდეც, რათა დაუბრებულისათვის თაყვანი ეცა და შერიგებოდა. ამ უკანასკნელმა კი შერიგებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ მომაკვდავს არც ამ ქვეყნად და არც იმქვეყნად არ შეურიგდებოდა. ეს სიტყვები დაამთავრა თუ არა, სულიც განუტევა, ბერებს უხილავთ იქ მყოფ ანგელოზთაგან ერთ-ერთმა მთავარანგელოზმა ძმასთან შერიგების უარმყოფელი როგორ დალახვრა შუბით.

შეუნდობლობა სიყვარულის ნაკლებობისა და ამპარტავნებისაგან წარმოდგება; ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია განცდაჲ თვისთა ცოდვათა, ვერც სხვას შეუნდობს. რადგანაც იგი პირველი ცოდვით - ამპარტავნებითაა შეპყრობილი, ამიტომ მისი განკურნების ძალა მხოლოდ წმიდა სამებას აქვს.

დღეს აქ იმისათვის შევიკრიბეთ, რომ ყოვლადწმიდა სამებას, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ერის შენდობა და პატიება ვთხოვოთ, განსაკუთრებით მისი იმ ნაწილისა, რომელიც ღვთისგან შორს დგას და ვერ ხედავს იმ ნათელს, რომელიც განანათლებს ყოველთა.

მძიმეა ჯვარი ყოველი ქრისტიანისა, მით უმეტეს მოძღვრისა, რადგან, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ყოველი მოძღვარი მოწამეა, მაგრამ განსაკუთრებით მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა. მისი ზიდვა ამ ათი წლის განმავლობაში ღვთის ლოცვა-კურთხევამ და თქვენმა ლოცვამ და სიყვარულმა შემაძლებინა.

რა თქმა უნდა, ის, რაც ჩვენს უძველეს ეკლესიაში გაკეთდა, ძალიან მცირეა, მაგრამ ღმერთი მოწმეა, რომ მისი სამსახურისათვის არც ძალა და არც ცოდნა არ დამიშურებია, მადლობელი ვარ ყოვლადწმიდა სამებისა, რომლის წყალობითაც ხალხმა ისევ იბრუნა პირი ღვთისკენ და უძღები შვილის მსგავსად, ისევ მამას დაუბრუნდა.

ამ ათი წლის მანძილზე მე ვცდილობდი შეძლებისდაგვარად ყოველი ადამიანისათვის მეცა ნუგეში, მაგრამ სამწუხაროდ, ალბათ ჩემი ძალების სიმცირის გამო, ამას ყოველთვის ვერ ვახერხებდი, ყველას ვერ შევუმსუბუქე ტკივილი, ყველას სულიერ წყლულებს ვერ დავადე მალამო, შეიძლება ბევრი ნაწყენიც იყოს ჩემზე, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ჩემი სურვილით არასოდეს არავინ დამისჯია. თუ ვინმესთვის კანონი დამიდვია, მხოლოდ სიყვარულით და იმ სურვილით, რომ სიკეთისა და სიწმინდის გზაზე დამდგარიყო.

ამ კურთხეულ დღეს მე გთხოვთ შემინდოთ ჩემი ცოდვები, მაპატიოთ ყველამ, ვისაც კი დახმარების ხელი ვერ გავუწოდე და მე ცოდვილი, მონა-მორჩილი ღვთისა თქვენს ლოცვებში მომიხსენიოთ.

20 თებერვალი, 1988 წ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
manianna wrote:
ციტატა:
Una mujer wrote:
ციტატა:
გთხოვთ მაპატიეთ ყველაფერი, რაც კი მიწყენინებია თქვენთვის=ko=

მიყვარხართ ყველა...

ჰმმმმმ შენ ამ სიტყვებს არ უნდა წერდე!!!

იქით მოითხოვოს ყველამ პატიება ვინც შენ გაწყენინა ლამაზო გოგო=ko=
=ko= მადლობა, მაგრმ მეც ბევრი დავაშავე და დღევანდელი დღით ვსარგებლობ(რამეთუ დღე არის შენდობისაი) და გულწრფელად გთხოვთ პატიებას....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
სადაც შერიგებაა, იქ სიყვარულია
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი!


დღევანდელი დღე ერთადერთია წელიწადში, რომელსაც შენდობის დღე, შენდობის კვირიაკე ეწოდება. ეს არის დღე, როცა ადამიანმა უნდა დაძლიოს თავისი თავი, თავისი ამპარტავნება, საკუთარი „მე“, მივიდეს ადამიანთან, რომელთანაც უბრად არის და ყოველი დანაშაული და ცოდვა, რომელიც მისგან ახსოვს, შეუნდოს.

რა არის ის ძალა, რომელიც შენდობის უნარს გვაძლევს? ეს არის ძალა ღვთისა, სულიწმიდა, მადლი სულისა წმიდისა. შენდობის უნარი ნიშანია იმისა, რომ უფალი ჩვენთანაა და ჩვენ უფალთან ვართ, და რომ ადამიანის გული ტაძარია სულისა წმიდისა. ვინც არ არის ტაძარი სულისა წმიდისა, ის ვერც შენდობასა და შერიგებას შეძლებს, რადგან ბოროტი სული, რომლის ტაძრადაც ქცეულა, შერიგების ნებას არ მისცემს სადაც შერიგებაა, იქ ხომ სიყვარულია, ხოლო სადაც სიყვარულია, იქ უფალია.

სვიმეონ მიმრქმელზე სახარებაში ვკითხულობთ, რომ სულიწმიდა იყო მასზედა, რომელმაც იგი ტაძარში სწორედ იმ დროს მიიყვანა, როცა იქ ღვთისმშობელი დედა და მართალი იოსები ყრმა იესოსთან ერთად შევიდნენ. მაგრამ არა მხოლოდ სვიმეონ მიმრქმელის, არამედ ყოველი ადამიანის მამოძრავებელი და მაცხოვნებელი ძალა სულიწმიდაა. ყოველი კეთილი საქმე, რომელსაც კი ადამიანი აკეთებს, სინამდვილეში სულიწმიდის მადლით კეთდება, ერთხელ ერთ წმინდანს ჰკითხეს, როცა ის წინასწარმეტყველებდა, კარნახობდა თუ არა ვინმე რა უნდა ეთქვა. მას უპასუხა, რომ უბრალოდ იგი ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა. სულიწმიდა მისთვის შეუცნობლად და უხილავად კარნახობდა, რა უნდა ეთქვა. ჩვენი მიზანიც ესაა, გავხდეთ ტაძარი სულისა წმიდისა, ტაძარი სიკეთისა, მშვიდობისა და სიყვარულისა. ანუ ჩვენ არა სხვისი, არამედ საკუთარი ცოდვები უნდა განვიკითხოთ და გამოსწორებაც არა სხვისგან, არამედ საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ძველ ბერძნებს ჰქონდათ გამოთქმა: შეიცან თავი შენი, რაც ყველა ადამიანის და განსაკუთრებით, ბრძენის მიზანია,

ერთ-ერთი ფილოსოფოსის თქმით, ნამდვილი ფილოსოფოსი ისაა, ვინც თავისი უკანასკნელი დღის, გარდაცვალებისთვის, ემზადება.

ჩვენც უნდა გვახსოვდეს, რომ ამქვეყნიური ცხოვრება წარმავალი და დროებითია და რომ ამ ქვეყნად არა საკუთარი ნებით, არამედ ღვთის ნებითა და განგებით მოვედით. ყოველ ადამიანს თავისი დანიშნულება აქვს. ბედნიერია ის, ვინც გაიგებს, სად არის მისი ადგილი და იცის, რა უნდა აკეთოს იმისათვის, რომ თვითონაც მივიდეს უფალთან და მისი ახლობლებიც მიიყვანოს. აი, ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების აზრი და დანიშნულება.

მინდა ერთი ასეთი მაგალითი მოგიყვანოთ: 9(22) თებერვალს არის ხსენება მოწამისა ნიკიფორესი, რომლის ცხოვრებაც მრავლისმეტყველია ჩვენთვის, წმ. ნიკიფორე მე-3 საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა ანტიოქიაში, მას ჰყავდა მოძღვარი, რომელიც ძალიან უყვარდა, მაგრამ სამწუხაროდ გაანაწყენა. ნიკიფორემ რამდენჯერმე სთხოვა პატიება, მაგრამ მოძღვარმა არ შეუნდო. ამ დროს რომის იმპერიაში ქრისტიანების დევნა დაიწყო, რომლის დროსაც ნიკიფორეს მოძღვარიც შეიპყრეს და საწამებლად წაიყვანეს. ნიკიფორე თან გაჰყვა, დაუჩოქა და სთხოვა, რომ რადგან იგი რამდენიმე წუთში მოწამის გვირგვინს მიიღებდა და წმინდანი გახდებოდა, ამატომ ღვთის გულისათვის შეენდო მისთვის ცოდვა, რომელიც მის წინაშე ჩაიდინა. მოძღვარმა ამჯერადაც უარით უპასუხა. მაშინ სულიწმიდამ დატოვა იგი და ნიკიფორეზე გადავიდა. სულიწმიდისაგან მიტოვებულმა მოძღვარმა სიკვდილის შიშს ვერ გაუძლო და ქრისტე უარყო. ნიკიფორე ევედრებოდა დაეძლია შიში და ჭეშმარიტებისათვის არ ეღალატა, მაგრამ ამაოდ. მაშინ ნიკიფორემ საჯაროდ განაცხადა, რომ ქრისტიანი იყო. იგი იქვე შეიპყრეს და აწამეს. ასე რომ, ნიკიფორე ღვთის სათნო მოწამე გახდა და მარადიული სასუფეველი დაიმკვიდრა.

აი, რას ნიშნავს მიტევება და შენდობა და რა ძალა აქვს მას. დღეს ჩვენ უფალი საშუალებას გვაძლევს ერთმანეთის ცოდვების შენდობითა და პატიებით ჩვენი გული და გონება, ჩვენი სულიერი სამყარო განვიწმინდოთ. მართალია, ძალიან ძნელია, როცა ადამიანს სიკეთით და სიყვარულით ეპყრობი და ის ბოროტებით გპასუხობს, მაგრამ თუ სულის განწმენდა გვსურს, შენდობა მაინც უნდა შეგვეძლოს.

ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ქართველი, მკვიდრი საქართველოისა თუ უცხოეთში მცხოვრები, გახდეს ტაძარი სულისა წმიდისა და მისი მადლი მიიღოს, რომელიც ჭეშმარიტ გზაზე დააყენებს და უფალთან მიიყვანს.

დღეს ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს. უპირველეს ყოვლისა, ეს მე, თქვენს სულიერ მამასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მევალება. ვიხედები ჩემს გულში და ვხედავ, ბევრი რამ, რაც უნდა გამეკეთებინა, ვერ გავაკეთე. ამიტომ ჩვენს მღვდელმთავრებს, მოძღვრებსა და მორწმუნეებს, მთელ საქართველოს გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის და ცოდვები ჩემი შემინდოთ, ღმერთმა შეგინდოთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ყოველ ქართველს ცოდვანი თქვენნი, ამინ.

მიტევების დღე, სიონი, 9 მარტი, 1997 წ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts439
კარმა58
OFFLINEPROFILE
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაჲ თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მაატიეთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
გთხოვთ მაპატიოთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
მართლაც რომ,შესანიშნავი დღეა იმისთვის,რომ შევუნდოთ ერთმანეთს:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
,,მომიტევეთ" და ასევე ყველას გიტევებთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
=dk= მაპატივეთ თუ შეგიძლიათ ცოდვანი ჩემნი ტუ არა და ჩამქოლეთ!!! ხვალიდან მარხვაა.ვინ მარხულობტ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
ხატი :) მიტევებული გაქვს.არ არსებობს ცოდვა რომ არ მოგვეტეოს,ქრისტემ ავაზაკს მიუტევა და პირველი შეუშვა სამოთხეში,მთავარია მონანიება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ერთმა თქვენმა მოვალემ ყალბი თამასუქი შეადგინა, მაგრამ მოინანია და თქვენც შეუნდეთ მას. ახლა კი კვლავ ამის შესახებ მწერთ. რისთვის იხსენებთ წარსულ ცოდვას? როდესაც ქრისტიანი შეუნდობს, იგი ივიწყებს ახლობლის ცოდვას და მის შესახებ აღარავის უამბობს. თქვენ ხომ ორმაგად სცოდავთ. პირველ რიგში ამაყობთ იმით, რომ აპატიეთ, მეორეც, ჰყვებით ახლობლის ცოდვის შესახებ და განსჯით მას. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა ჩვენი დროისა, დილიდან საღამომდე, განუწყვეტლივ სხვათა ცოდვების განსჯაა. თვით ცოდვილთა მონანიებასაც კი არ ძალუძს, დაადუმოს სხვათა ჭრილობების განახლების მოყვარულთა ბაგენი, კარგი იქნებოდა, მხოლოდ ცოდვათა განსჯა რომ კმაროდეს, მაგრამ ისინი იბერებიან და დემონურ ზომებს აღწევენ!

როდესაც იმპერატორი კონსტანტინე დიდი ნიკეის კრებაზე მოვიდა, ზოგიერთმა მონაწილემ მას ერთმანეთისადმი მიმართული წერილობითი საჩივარი გადასცა. იმპერატორმა შეაგროვა ყველა წერილი, დაჭმუჭნა და ცეცხლში შეაგდო. თანად შემდეგი სიტყვები დაურთო: „დაე, მღვდელთმსახურთა შუღლის შესახებ ნურავის შეიტყობს“. „ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი“ (მათ. 18,15), - ამბობს მაცხოვარი. თუკი უთხარი ძმას, მან მოინანია და შენდობილია, როგორღა შეიძლება, რომ ამის შემდეგ მისი ცოდვა ქვეყანას მოუყვე? ამით ძმას კი არ შეიძენ, არამედ, დაკარგავ მას.

აპატიო - ნიშნავს, არა მარტო იმას, რომ შური არ იძიო, არამედ - დაფარო ძმის ცოდვა დუმილითა და დავიწყებით.

უფალმა შეგვინდოს ყველას ........

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
tamo_ wrote:
ციტატა:
ხატი :) მიტევებული გაქვს.არ არსებობს ცოდვა რომ არ მოგვეტეოს,ქრისტემ ავაზაკს მიუტევა და პირველი შეუშვა სამოთხეში,მთავარია მონანიება

თამო მე კი მაქვს მიტევებული,და სხვასაც მაგრამ:გულის ტკენა ვის მივუტეო?:huh: სანამ პირს გახსნი ადამიანი დაფიქრდი რას ამბობ და რა მოყვება ამას ყველაფერს,სხვისი ოჯახის შეურაცხყოფა არაა ხელწამოსაკრავი და ეგ არც მე და არც სხვას არ გაგვიჭირდება....მე კი მიპატიებია მაგრამ........

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
დაჰ.. კარგი იყო თეკლა:)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 16 posts ] 
დესპანი