შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
თუკი კახეთში არ სვი მანავი,ქართლში ურმული არ გიმღერია, არ გიტირია სამეგრელოში ბროწეულები როცა ტირიან, თუკი რაჩაში არ გყავს ძმაკაცი ,გურიის მთებში თუ არ გივლია, თუ არ მოგხიბლა იმერეთის ცამ ან ამ სვანეთის კლდეთა გენიამ, ან თბილისელი ქალების ეშხმა გული შუაზე რომ გადახია მაშ გიცხოვრია საქართველოში და საქართველო არ გინახია.
გული ამტკივდა,წერილები რომ წავიკითხე,ყველას ერთნაირად გვტკივა და გვენატრება,მართლაც დედასავით არის,გვიან ვხვდებით მის მადლს."სამშობლო მონატრებაა".ღმერთმა ყველას მალე გვანახოს დედაც და სამშობლოც.მონატრება ყველაზე დიდი ტკივილია,თვითმფრინავი მიწას რომ ასცდა,პირველად მაშინ ვიგრძენი დიდი ტკივილი მონატრება და ისიც რომ საქართველო ასე მიყვარდა. "საქართველო. აი რას ნიშნავს ეს სიტყვა რომ დავმარცვლოთ. სა-სამშობლო.ქა-ქართველო.რთ-რთველო და ბოლოს ველო. ეს ის ოთხი სიტყვაა რომლის გარეშეც თურმე საქართველო წარმოუდგენელი ყოფილა.აბაააა"ზალიან გონივრულია,ზლიერი და გულში ჩამწვდომი,ყოჩაღ,გაგახაროს ღმერთმა
გამარჯობათ. მე 7 თვეა რაც შტატებში ჩამოვედი და საქართველო უკვე ძალიან მენატრება. ძალიან მინდა ჩასვლა მაგრამ როგორც მოგეხსენებათ ეს მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რა ჯობია ჯვრის მონასტრიდან მცხეთის ყურებას ანდა ზღვაზე მზის ჩასვლის ცქერას.
ძალიან მენატრება საქართველო 4წელია არ ჩავსულვარ ,არ მინახია მშობლები მაგრამ ზოგჯერ რო ჩავფიქრდები ვიტყვი რო მე ჩემი ხალხი კი არა საქართველო მენატრება ისე ძლიერ მინდა ხოლმე საქართველოში ყოფნა რომ თვალზე ცრემლი მადგება და ვტირი ვაი თუ "ფესვები"-ვით დამემართოს და დიდი ხნით ვერ ჩამოვიდე სამშობლოში,იცით ხალხნო რა მინდა?ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა გავირბინო და დილით მამლის კივილმა გამაღვიძოს.აი რა არის მონატრება........
მენატრება ყველაფერი ის, რაც ულამაზესი ყოფილა და ქართველები ყურადღებას არ ვაქცევდით. მენატრება: კავკასიონის თოვლიანი მთების ცქერა. მენატრება ზღვაზე ჩამავალი ცეცხლისფერი მზის ცქერა. მენატრება ისტორიული კოშკები. შემოდგომა და ა.შ.
თქვენ გენაცვალეთ ჯიგარო ქართველებოოოოოოოოოოოო!!!!! არ არსებობს არსად საქართველოზე მდიდარი,საქართველოზე მშვენიერი და დალოცვილი მხარე! მე მიხარია რომ ვარ ქართველი და მიხარია რომ არსებობენ კიდევ ისეთი ქართველები რომლებმაც იციან თავისი ქვეყნის ფასი და სადაც არ უნდა იყვნენ მაინც მუდამ მასზე ფიქრობენ და ადარდებთ მისი აწმყო და მომავალი.ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ამით!!! დიდება უფალს! დიდება საქართველოს!!! იმედი მაქვს უფლის წყალობით საქართველო მალე გაბრწყინდება!!!
საქართველო ყველას ენატრება. ამ ლექსს ლიტერატურა.გე ზე წავაწყდი და ძაან განვიცადე, ვდებ უკომენტაროდ:( მირანდა გოდერძიშვილი წერილი მამას პოეზია 2007.07.26 ------------------------------------------------
...
მა,სად ხარ?_ უშენო წამები მაციებს, ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა, ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_ ღმერთო, რამდენია(?!)
თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს, სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის, ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_ მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . .
შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო, იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს, მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო და აღარ დაგშორდე არასდროს...
წვიმებმა წალეკეს ირგვლივ არე-მარე მე კი დარდისაგან ცრემლიც კი გამიშრა, მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე_ აღარსად გამიშვა!!!