შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა შენთვის ,,რენო\' მინდა, შენთვის ,,ზილი\' მინდა შენი შემოხედვა_კმაყოფილი მინდა. ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა, შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა ..
მე შენს კოცნაში დავილევი და დაგიტოვებ დამშრალ ბაგეებს, დანისლულ თვალებს ვერ შეველევი, ვარ დავივიწყებ ბედნიერ წამებს. თვალები, შენი სველი თვალები, შენს სიამაყეს რომ ღალატობენ, და მეორდება ისევ წამები შენს ტუჩებს კოცნით რომ დაათრობენ. მაგრამ , მე უცებ წავედი სადღაც, დაგტოვე გრძნობით სავსე მორევში, ძალიან დიდხანს ვიყავი უბრად, ძალიან დიდხანს აღარ მოვედი... ბოლოს, რომ ვეღარ შევძელი, მუხლზე დავეცი, გავთავდი, ვაი, რამდენ ხანს გელოდი, სად, სად იყავი აქამდე?

მე ავიბლანდე შენს დასავარცხნ თმაში, ხოლო შენ თავი გადაიპარსე და წახვედი და მე ძლივს გადავურჩი საპარიკმახეროს დამლაგებლის დიდ ცოცხს.
რამდენიმე წლის შემდეგ, მე ჩამოვეკიდე შენს ერთ, უკვე წამოზრდილ ნაწნავს, ხოლო შენ ადექი და სულ მეორე ნაწნავით მცემე.
მერე, მე ვცადე, გადავქცეულიყავი შამპუნის ერთ წვეთად და კიდევაც შევძელი, მაგრამ შენ ცხელი შხაპის ნაკადით ჩამომრეცხე შენი ოქროსფერი თმიდან.
და როცა შენი სხეულის წმიდა ჭუჭყით გაჯერებული წყალი აბაზანის ფსკერზე შემზარავად პირდაღებული ხვრელისაკენ მიმაქანებდა, მე დავინახე ჩემკენ გამოწვდილი შენი თმის ერთი ღერი და როგორც ანდაზურ ჭეშმარიტებას, ისე მოვეჭიდე მას...