↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ცვარი შლიდეს.
იფარვდეს შინდი
შეციებულ ჩიტებს,
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე ლამაზ,
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე თბილი ,
ხშირი წვიმით წვიმდეს,
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
=lll

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
mari.k wrote:
ციტატა:
http://www.youtube.com/watch?v=UhKe9S7ktL4&feature=related
:) :) :) მაგარიააააააააააა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
ადამიანი ბოღმითა და შურით აღსავსე

ღმეთმა არ მისცა მას არც შნო და არც სილამაზე,

გამოცდის წინ დგას მაგრამ ის მას ვერ ჩააბარებს,

რადგანაც არ სურს და არც გულში გააღებს კარებს.

დაკეტილია მისი სული მთელი ცხოვრებით

ერთი დევიზით ის იცხოვრებს ,ერთი ოცნებით

რომ გაუმწაროს სხვას სუნთქვაც კი,თვით გაიხაროს

და კბენის დროს რომ შხამის დაცლით ჯავრი იყაროს.

გთხოვ ღმერთო მისცე ასეთ სულიერს ბევრი ქონება

სიხარული,სიყვარული და კაი ცხოვრება.

არა იმიტომ რომ ის ამის ღირსი ყოფილა

უბრალოდ გთხოვ მე სხვის ცხოვრებას ნუ შეიწირავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
თუ პატიება არ შეგიძლია,
თუ გაღიმების ღირსიც არა ვარ ,

თუ შენს თვალებში ჩემი ზიზღია,

მე მაინც მინდა გითხრა მიყვარხარ!

ღვინის მაგივრად დამილევია,

თურმე საბრალო გული პატარა,

ეხ! ირგვლივ ხალხი შემოლევია

იმ კაცს,რომელიც მაშინ დამთვრალა.

დღემდე თავს დამფრენს სინდისის ქორი,

დღემდე მლანძღავენ შენი თვალები,

მარცხენა ხელზე მინდა ამბორი,

დავმცირდები და მომენატრები.

ვალდებული ვარ რომ შენ მიყვარდე

და რომ ტანჯვაში ამომძვრეს სული,

ვალდებულება კვლავ შევასრულე,

რადგან სიყვარულს მოუკლავს გული.

მას ვერ უგებო ასე გითქვია,

სხვადასხვანი ვართ კარგო მეც ვიცი,

ეჰ! ჰომეროსი სიტყვამტკიცეა,

მსგავსს რომ მოძებნი მიეცი ფიცი.

მე მენატრები შენ ვერ გამიგებ,

მონატრებაში გადის ეს დღენი,

თუ მაპატიებ და გამიხსენებ,

კვლავ დავთვრები და მომივა ცრემლი.

სასიყვარულოდ გაჩენილი ხარ

და სილამაზის ხარ დედოფალი,

უსიყვარულოდ დარჩენილი ვარ,

დავრჩი მე მხოლოდ შენი მგოსანი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
უსიყვარულო სამოთხის ცეცხლმა

მე ჯოჯოხეთში გული მატკინა,

შენმა ქალურმა და ნაზმა ცრემლმა

კვლავ ცრემლებისგან გადამარჩინა.

უსიყვარულო სამოთხის ცეცხლმა,

მაინც ამივსო ცრემლით თვალები,

მაგრამ მაცდურმა შენმა ნაკვთებმა

უფლება მომცეს დავიკარგები.

უსიყვარულო სამოთხის ცეცხლმა

მე დამავიწყა ჩემი მიზანი,

შენმა ღალატმა და ჩემმა ლექსმა

უფლება მოგცა გამომიცანი...

უსიყვარულო სამოთხის ცეცხლმა,

ჩვენ ერთმანეთი კვლავ შეგვაძულა

და ახლა მივხვდი რომ შენმა ცრემლმა,

ეს სიძულვილი გამინადგურა.

უსიყვარულო სამოთხის ცეცხლმა

კვლავ დამანახა მე სიყვარული,

კვლავ დამანახა მე უკვდავება,

ჩემი ტკივილი და სიხარული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ninikara wrote:
ციტატა:
karamelka wrote:
ციტატა:
ცუდო ერთ ვიღაცას მაგონებ=ko= =ko=
მე ვიცი ვისაც გაგონებს.=zer= =zer= =zer= =zer=
ნეტა ვისოოო? =jd=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
საბანში შეცურდა ცისფერი პენუარი,
წამით გარინდება,ფეხის ხმა,ჩახველება
ერთის ხშირი სუნთქვა ჩქარი ნაბიჯები,
მეორის საბნის ყურის თვალებზე აფარება.
ოთახში სინათლე ქრება,მეზობლის ბიჭები იცინიან
ნანტრი წუთები დგება და.. მეტს ვეგარ დავწერ სირცხვილია!!

=eb= =eb= =eb= =eb= =eb= =eb=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
ეს ვისი ლექსია??? =ml= =dk=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
მოვალ. თვალებში ჩახედვით დაგღლი
ჩვენს შორის მანძილს დავწნი სამძივედ
ხელში აგიყვან მკლავების ტალღით
და დაგაძინებ.
ჩვენი სიზმრების ბრთხილი შეხებით
მყუდრო ნაპირზე
ამოვა მზე და ერთი შეხედვით
გამოგაღვიძებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ასე უყვარდათ საქართველოში
ეს იყო ადრე, როცა მყვირალობისას ირმები რქებით კაფავდნენ ტყეებს. როცა პატარძლის კაბიდან იკერებოდა დროშები, როცა ავგაროზად ქალის ნაწნავი მიჰქონდათ სალაშქროდ გამზადებულ რაინდებს, როცა მხატვრები ცას ახატავდნენ აუხდენელ ოცნებებს, როცა...
სადღაც უტყვ ქორონიკონში საუკუნეთა დასაბამი იმზირებოდა. კავკასიონის ქედზე ასულიყო წარმართი ასული, თავთუხისფერი ფრთები მოეკვეცა და მზისათვის შეეწირა. ჯიქის თვალებით გადაჰყურებდა გასათიბ ყანას, რომელსაც დარბაზივით ფართოდ გაშლილი ვაჟის ბეჭები შესჭიდებოდნენ და ისე აჭვსილიყვნენ, რომ ცელი საჭიროც კი აღარ იყო, უფრო მეტიც, თავთავები თავად ნებდებოდნენ მოახლოებულ თავბრუდამხვევ სიძლიერეს და მაშინ პირველად ინატრა ქალმა:
"ვერცხლისა თასადმც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
დაფერილი მქნა წითლადა,
ამსვამდი, შაგერგებოდი,
ან შენი ნამგლის ყანა მქნა
რო ფხაზე შაგეჭრებოდი."

....იქნებ ასეთები იყვნენ ადამ და ევა საქართველოში.
რამდენიმე საუკუნის მერე კი აუცილებლად იღიღინებდა სანადიროდ გამოსული ორბისმუხლა ვაჟი-"თვალი მიჭირავს შენზედა, როგორც მიმინოს მწყერზედა, ნეტავი გამაგებინა შენ რა გული გაქვს ჩემზედა?"
და დროც გავიდოდა...
ვიღაც ღვთისმშობლის თვალებს მიწიერი ქალღმერთისას დაამგვანებდა რათა მერე ეთქვა:
"ქალაუ, ისეთი თეთრი ხარ,
როგორც საყდარი კირიო."

იმ სანატრელ საუკუნეში კი რუსთაველი, ჩემი რუსთაველი იღაღადებდა, ყველა საუკუნის სათქმელს, ყველა შლეგი მიჯნურს გულისნადებს, ის ამოხეთქავდა ასე:
"ვთქვი მიჯნურობა პირველი
და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი, საჭირო,
გამოსადეგი ენათა.
იგია საქმე საზეო,
მომცემი აღმაფრენათა."

ასე უყვარდათ მაშინ, იმ ცეცხლოვან საუკუნეში და უამრავი ტარიელი უჩვენებდა "საქმეებს საგმიროებს" თავის ნესტან დარეჯანს.
ეჰ, ასეთი სიყვარული გაათენებდა ალბათ საქართველოში ყოველ ღამეს, ასეთი სიყვარული აანათებდა განთიადს.
მერე ქუჩებში იხეტიალებდა ბეჭებში ოდნავ მოხრილი, ხორბლისფერი ფიროსმანი, გაყიდდა თავის ყველა ნახატს და ქალს, რომელიც რამდენჯერმე ენახა, დილას ათი ურემი სისხლისფერი ვარდებით მიულოცავდა და ჩვეულებრივ დღეს დღესასწაულად უქცევდა.
ნიკორწმინდის კედელს მიყრდნობილი დიდი გალაქტიონი სევდიანად იჩურჩულებდა:
"შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი"...
რაინდი ირაკლი კოსტავა კი ცის გუმბათს შესძახებდა:
"როცა თვალწინ მაქვს შენი ხატება
მე შენ მიყვარხარ,
ყველა კედელზე დაიხატება
მე შენ მიყვარხარ."

უყვარდათ მაშინ, როცა მთაში ვაჟებს თეთრი თოქალთოები ეცვათ, ხოლო ქალწულებს მკერდზე დილის ნამი ებნიათ მძივად, როცა თითებზე ინთებდნენ სანთელს და თვითონ სულიც და თითებიც სანთლები იყვნენ...
ასე უყვარდათ საქართველოში მაშინ!!!

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
გამოღმით ნე ვარ,გაღმა-შენ
შუაზე მოდის მდინარე,
ხიდი არ გვიძე წყალზედა,
ფიქრი გვკლავს მოუთმინარე.
მინდა გაკოცო,მაკოცო,
შენს სახეს ვხედავ მღიმარეს.
მაგრამ ვერსაით გადმოველ
ამ სატიალო მდინარეს.
მეც უნავო ვარ,შენაცა,
ცურვა არ ვიცით,ვტირითა,
მეშველიც არვინ გვიჩნდება
არც ციდან,არცა ძირითა,
შენ მე მომელი,მე შენა
გაცინებული პირითა
................
ვაჟა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
როგორც იყო და არა იყო რა,
მისმა ალერსმა გადამიყოლა,
მისმა ფერებამ გადამიყოლა.
როგორც ვაკოცე ან რა ვუთხარი,
ყველას უამბო თურმე სულელმა,
ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით,
მე მამტყუნებდა მერე სუყველა.
პატარას კარგი დედა ჰყოლია,
თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია,
მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა,
დედამისს გული არა ჰქონია.
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
ერთი პატარა, ჩია გოგონა,
ჩემი ოცნების ციცინათელა,
ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მე ასე მგონია, ლერწამი ვიყავი,
ვამბობდი სიმღერებს, ცის მადლით ცხებულს,
მე ვიყავ ლერწამი, შენ კიდევ ნიავი
და თბილი ღუღუნით მივსებდი სხეულს.

და როცა ჟამთასვლამ ცვლილება გვარგუნა
და მიწად ვიქეცით როცა,
მე ვიყავ ბალახი - შენ ჩემი შხაპუნა,
ცრემლებით, სიცილით გიყვარდა მოსვლა.

მე ასე მგონია, ჩიტებიც ვიყავით
და გზებზე ვფანტავდით ბარტყებს და სიზმრებს.
ბევრჯერ გადავლახეთ სიკვდილის სიავე
და ჰა, ერთმანეთი მოვძებნეთ ისევ.

გიყურებ, გისმენ და მტეხს გულისფიცარი,
რაღაც მაგონდება, ვით შორი სიზმარი -

თითქოსდა ხილვებით ნათდება უკუნი,
ირღვევა ჟამი და ერთმანეთს ერწყმის:
წვიმების შხაპუნი, ჩიტების ჟღურტული,
ჩურჩული ქარის და ღუღუნი ლერწმის...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
ვაიიი,ანა-თეკლა მოსულააა

=ko= როგორ ხარ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
კარგად ჩემო მაიკო , თქვენ როგორ ბრძანდებით,ძალიან მომენატრეთ,

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი