შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
სიყვარულო ,ნიჭო სრულო, წამ ტკბილო და ხანნგრძლივ მწარე, ჯერ აკვანო ნეტარების, მერე კუბოვ და სამარე! დღეს ჩემი ხარ,ხვალ სხვისი ხარ, უგზო-უკვლოდ მოარული! სად არს შენი დასაბამი? ან სადა გაქვს დასასრული? ზოგი გყვედრის, ზოგი გვედრის, ყველას კი სურს რომ გემონოს ვინ არის,რომ შენსა სიტკბოს სიცოცხლე არ შეუწუნოს? დიდის ხნობით...მაღალ გრძნობით თუმც არავის არ ახარებ და წამიერ სიტკბოებას საუკუნოდ წაამწარებ. მაგრამ მაინც ყველა გეძებს!.. ცოცხალმა ვით დაგიწუნოს? ვინ არის რომ იმ ერთ წამში არ გასწირავს საუკუნოს?!
ევედებოდა ღმრთს ქურდი ბიჭი, სანთელს უნთებდა ღვთისმშობლის ხატებს, შეკვარებულზე ფიკრობდა იგი, ცხელი ცრემლები უვსებდა თვალებს. იწვოდა სანთელი ნელა, თითქოს სიკვარულს ეკიდა ცეცხლი, კველა ერთ სანთელს შესცქერის მარტო, ქურდმა ბიჭმა კი ლექსი დაწერა: ჩემო სიცოცხლე როგორ მიკვარხარ, მე უშენობით არ მკოფნის გონი, მე უშენობით ვეღარ ვიცოცხლებ და თავს მოვიკლავ. მოვიკლავ მგონი. თუ სიკვარულში არა მაქვს ბედი, რისთვის გამაჩინე ამ ქვეკნად დედი? და თუ სიკვარულმა ტანჯვა მომიტანა, ჩემმა დაბადებამ შენ რა მოგიტანა? -ასე ლოცულობდა ის ქურდი ბიჭი და შესცქეროდა ანთებულ სანთელს. -რა არის ქალი?ფიქრობდა იგი რა შეუძლია ამ ქვეკნად ქალებს? და ღმერთო ჩემო რა მიკო ქალმა, მზე დამანახა და ცის ნათელი. კველა სანთელი ჩააქრო ქარმა და მხოლოდ ენთო ქურდის სანთელი.