↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ninochka wrote:
ციტატა:
TsudoooO wrote:
ციტატა:
ninochka wrote:
ციტატა:
ეს ვისი ლექსია??? =ml= =dk=
რო გითხრა ჩემია თქო დამიჯერებ? =dk

კი ალბათ=lol=

მაშინ ჩემია.. =ena=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
გითხრა რა იყო?
არაფერი. . . მინდა აქ იყო.
დარდი გაგიყო
უშენობამ იცი რა მიყო?
სული დამძიმდა…
არაფერი აღარ მახარებს...
სევდა მაწვიმს და
ცრემლი კოცნის, დაღლილ წამწამებს.
ყველა შორი და . .
ახლო მდგომი უფრო დუმდება.
ის ვინც მოვიდა
არ მოსული უკან ბრუნდება..
გზები გაიყო...
ცა გაიღო...
გული გაიპო…...
ბნელმა ნათელი შემიცვალა
და მზე წაიღო.
შველად ვეძებე შენისთანა
არსად არ იყო.
უკვე სიკვდილმაც შემიყვარა
გესმის რა იყო?!
ბევრი ვეძებე შენისთანა
წლები გაფრინდა. . .
გული ვერავინ შემიცვალა
მოდი თავიდან. . .


=mq

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ძალიან გიყვარდა?
_ეგ არაფერია, მეტად ჰყვარებიათ სხვებს;
ძალიან მოგწონდა?
_რა ვუყოთ მერე, განა არ მოსწონდათ სხვებს;
სიცოხლეს შესწირავდი?
_მიკვირს განა, სიცოხლე შეუწირავთ სხვებს,
ცხოვრება თეატრია ითამაშე, ოგონდ
ნუ გაიღებ მსხვერპლს!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=_CrkkGMc ... re=related
გაგასსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=hxWrgB8I ... re=related
ყველა ჩემს უსაყვარლეს ადამიანს .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
;;ახსოვდეთ რომ მე მათთან ვარ......მარად! რაკარგი სიყყვებია, ღმერთო ჩემო. დიდი მადლობა ნინიკარა,გკოცნი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
შენგან მეწყინება...
რასაც შენთვის ვამბობ,რომ ვერ გამიგო...
შენგან არ მივიღებ
ფეხთქვეშ ფარჩა და ხალიჩა დამიგო...
შენგან მეტკინება...
ნათქვამი სიტყვა და უთქმელი სათქმელი,
შენთან ვისურვილებ
თუნდაც ნანგრევებზე დავანთო სანთელი..
შენთან ადვილია
ფიქრიც და დუმილიც ,უბრალო სიჩუმეც
სული დაღლილია და
შენი ღიმილით ცხოვრებას ვიპურებ...
შენით იოლია
გადავლა მთისა და დალაშქვრა ბარისა...
შენ ვერ გაპატიებ,
რომ არ გესმოდეს ნათქვამი ქალისა
შენთან მეღიმება
და ბედნიერი ვარ ზუსტად,რომ გამიგე...
შენგან თუ მეწყინა
მოვალე ვიქნები ავდგე და წავიდე!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1173
კარმა85
OFFLINEPROFILE
გული მტკივა, ავადა ვარ ცოტა
და არავის მინდა შევეხმიანო...
შენ თუ გნატრობ, თუ ჩავდივარ ცოდვას,
სიკვდილის წინ გნატრობ, ადამიანო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
სადგური სავსე ჯარისკაცებით,
ხმაური არყევს მძიმე ვაგონებს
შენ მითხარი რომ ეს გამგზავრება,
რაღაც შორეულ ზღაპარს გაგონებს.
შენ მითხარი რომ ჩემს დაბრუნებას,
დაუცდის სენი ბავშვობა წმინდა,
მაგრამ შენ გქონდა ქალის ბუნება,
შენ ქალი იყავ და დაგავიწყდა.
არ შემიძლია, არ მაქვს უნარი,
გავკიცხო შენში, რაც ასე გშვენის.
ამ ქვეყნად მე ვარ გასამტყუნარი,
რომ სიკვდილამდე მჯეროდა შენი.
მირზა გელოვანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ninikara wrote:
ციტატა:
http://www.youtube.com/watch?v=_CrkkGMcDe4&feature=related
გაგასსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს.

უუტეგენატალეე მეეე..გეფერები და გეხუტები მაგ ლამაზ გულში =love=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში...
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!


ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE

გაგონდება თუ არა

გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა -
უცხო სამოთხეები?

კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა
და ჩაუქრო ალები?

მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი სადა ხარ
და რომელსა მხარესა



სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE

რაც უფრო შორს ხარ

რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ -
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული


ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
შენ რომ შეგიყვარე ღმერთმა მიმატოვა
ეშმაკმა გაიცინა, ცრემლი მომაყოლა
ცოდვა ჩავიდინე ეშმაკმაც მიპატრონა
ღმერთო დამიფარე,ცოდვილი შემიბრალე
და ეს წმინდა გრძნობა ლოცვით დამიფარე!...

ნინიკარააააააააააააააააააააააააააასსსსს....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
წმინდა გიორგის გფარავდეს მადლი,
და წმინდა ნინოს უკვდავი ქნარი.
უნდა ვატაროთ ჩვენ მძიმე ჯვარი,
არ უნდა ვიყოთ მშიშრები,მხდალნი,.
ღმერთო მაღალო დალოცე ერი,
გთხოვ ნუ იქნები შენ სხვისი მტერი.
მე შენ მიყვარხარ,ხარ ერთადერთი,
გვიყვარდეს ღმერთი და ერთმანეთი..


ნინიკარას.. =love=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი