კი მაგრამ არავის არ გაინტერესებთ სამაჩაბლოს თემა მაინც?!

:jd:
მე მაინტერესებს... :smilie:
და ჩემი აზრით სამაჩაბლოს დაბრუნების უფრო მეტი შანსი გვაქვს ვიდრე აფხაზეთის. არ ვიცი რა ილაპარაკა სანკოევმა მაგ ევროპარლამენტში, მაგრამ ის კი ვიცი რომ ვერც ომით და ვერც მოლაპარაკებით ვერაფერს დავიბრუნებთ, რადგან ოსეთსაც და აფხაზეთსაც ძლიერი დამცველი უდგას ზურგსუკან. ვფიქრობ არსებობს ორი გამოსავალი ამ სიტუაციიდან:
1. დრო მკურნალია - დროთა განმავლობაში ხალხი დაივიწყებს ბევრ რამეს და ლტოლვილების ნაწილი დაუბრუნნდება თავის ოჯას. მაგრამ ამავე დროს ოსეთი და აფხაზეთი არ შეცვლის თავის პოლიტუკურ კურსს და განაგრძობს გზას დამოუკიდებლობისაკენ.
2. დარჩენილი საქართველო უნდა განვითარდეს ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად და ა.შ. ერთი სიტყვით უნდა გახდეს უძლიერესი სახელმწიფო. ქართველმა ხალხმა უნდა იცხოვროს ისე, რომ ამ ორმა ავტონომიამ საქართველოსკენ დაიწყოს შურის თვალით ყურება. ამავე დროს საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად უნდა განახორციელოს ჰუმანიტარული დახმარება და მაქსიმალურად დაეხმაროს ამ ორ რეგიონს. და მალე ვიხილავთ, თუ როგორ შეგვევედრებიან რათა ეს ორი რეგიონი საქართველოს შეუერთდეს.
ეს უბრალოდ ჩემი აზრია. :cl: