↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
NJ_Maiko wrote:
ციტატა:
........ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ მოიყარა თავი.სიგიჯემ თქვა დამალობანა ვითამაშოთო...დაიწყეს დამალობანას თამაში.სიმართლე არ დაიმალა მაინც მიპოვნიანო სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა,სინამდვილე ოკიანეში,სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა,თავისუფლება ნიავს ამოეფარა,სიკეთე დიდხანს სხვას უთმობდა ადგილს,რწმენა ცაში მიიმალა,სიყვარული სადაც მივიდა ყველა ადგილი დაკავებული იყო.....ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი დაინახა და დაიმალა.დაიწყო სიგიჯემ დამალული გრდძნობების ძებნა,ყველა იპოვა სიყვარულის გარდა.....ბოლოს კი ვარდის ბუჩქი გადასწია და ყვირილის ხმა გაიგონა....თურმე სიყვარულს ეკლებზე თვალები დაეთხარა და დაბრმავებულიყო...
........მას შემდეგ დაბრმავებული სიყვარული სიგიჯეს ხელჩაკიდებული დაყავს....

მაი, მაგარია =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
თუ ვარ მდიდარი, როგორც ზღვის მეფე,
გამიღე მხოლოდ დარაბა ფანჯრის,
წყალქვეშ სამყაროს, ამოგიშხეფებ,
ფეხქვეშ დაგიგებ, კუნძულებს მარჯნის.

ბროლის სახლი, მისთვის მთაზე,
როგორც ძაღლი რკინის ჯაჭვზე.
ჩემო ვერცხლის წყაროებო,
ოქროს ველთა სილამაზევ.

თუ ვარ ღარიბი, ძაღლივით მარტო,
და ჩემი სული მხოლოდ მას ნატრობს,
გთხოვ დამეხმარე, ძლიერო ღმერთო,
გთხოვ, არ გამწირო ცხოვრების დარდო.

ბროლის სახლი, მისთვის მთაზე,
როგორც ძაღლი ვწევარ ასე,
ჩემო ლალის მიხაკებო,
დღე თუ ღამე ვფიქრობ მასზე.

ვერ აღვწერ გრძნობას შენს მიმართ ენით,
თუნდ ჩამომახრჩე, დამხვრიტე ისრით,
ჯერ შემომხედე, ვით ვტკბები შენით,
ვით რაფაელის მადონას ცქერით.

ბროლის სახლი, მისთვის მთაზე,
როგორც ძაღლი მის წინაშე.
ჩემო ვერცხლის წყაროებო,
ოქროს ველთა სილამაზევ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
...და იდგა მარტი, ჭირვეული და მაინც სათნო
იქვე მოჩანდა ყვავილები და და ქალი მარტო...

დაჰქროდა ქარი და ოცნებებს ცაში ჰფანტავდა
ხეები რტოებს აცეკვებდა, ზეცას ატანდა...

იყო მუსიკა...იყო ცეკვა, უკვდავი ტანგო...
ყველა ცეკვავდა, მაგრამ ქალი ვიდოდა მარტო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts356
კარმა47
OFFLINEPROFILE
ბარბი საყვარელო როგორა ხარ :)

შენი გენია მეტეორის ალმა გაჰმურა.
სიგიჟის ხორბლით ავსებ მარად ქვეყნის ხვიმერებს.
ღამის სოროებს დასტრიალებ როგორც ღამურა.
ავხორცი ტვინით ბუდეს უნგრევ ყვითელ ქიმერებს.

ტანამღვრეული ეშურები მაცდურ აშარას.
ლუესის წვეთით გიხელდება ბნელი დიანოს.
აპოკალიპსის ცხენს აუბამ ლექსის ავშარას.
ხერხემლით ჰშიშობ: განკითხვის დღემ არ იგვიანოს.

თეთრად ათენებ: თავს გესხმიან ავი ბოდვები.
ბნედა გერევა მიწის წყლულის ხილვით გაოსილს,
დამხრჩვალ კატებში გაოგნდება მთვარის ცოდვები.

პირზე გაშრება ცოფიანი დუჟი ქაოსის.
განთიადისას ლორწიან ტუჩს მზის ძაღლი გლოკავს.
შენს სონეტებში გადარევა შეკრული როკავს...

მიყვარს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
მითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა
რომ წვიმიან ღამეს ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზე იწვა...
მითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება
ნუ გაწუხებს ჩემი ნაღვლიანი სახე, უხმო ატირება.
მითხარი, რომ ჩემთვის აღარ დაჰკრეფ ბაღში იასამნის რტოებს
მიძნელდება თქმა და, მაგრამ მაინც მალე, მალე მიმატოვებ...
მითხარი და წადი, დამიტოვე სულში უსაშველო ბინდი,
სხვების დასანახად მე ვიქნები ისევ ამაყი და მშვიდი.
მხოლოდ ჩამოჭკნდება სულში აკაციის თეთრი შადრევნები
შენზე ოცნებას და შენით გადარევას აღარ დავნებდები.
წავალ ისევ მარტო და დამრჩება სულში უსაშველო დარდი...
როგორ შემეშალე, ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად ჰგავდი...

გრიგოლ რობაქიზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts356
კარმა47
OFFLINEPROFILE
:)

შენ იმედები ალბათ გაგიარს,
მე ეს ოცნება ასე მიცნობდა.
და მზიან დარში უფრო კარგია
ეს ხეტიალი და უმიზნობა.
და ისევ ხელი მოვავლე ეკალს,
ეს მხარე ისევ სევდის მხარეა.
იქ მივალ, სადაც გრიგალი რეკავს,
იქ მივალ, სადაც სიმწუხარეა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
დაე,ზოგისთვის ვარსკვლავეთი იყოს მოწყალე,
ზოგის პატივით რეკდნენ დაე ქვეყნის ზარები!...
მე ბედისწერას ღიმილიც კი ვერ გამოვძალე
და სიყვარულის იმედითღა დავიარები.
ბედის ნებიერს ყველა უქებს ზნეს და თვისებას,
მისთვის ნათდება მზისქვეშეთის თვალსაწიერი,
მაგრამ განგება არ დაგიდევს არვის ღირსებას
და ამაღლებულს დაბლა დასცემს...მიწყივ ცბიერი!
თუნდ ის სარდალი,ვაჟკაცობით ყველგან ქებული,
ვისაც არვინ ჰყავს ქარცეცხლიან ომში ბადალი,
განა სულ მალე არ იქნება დავიწყებული,
ოდეს მის სახელს მოშორდება სიტყვა-სარდალი?!

ჩემს ცხოვრებას კი ვერას ავნებს დროის ძგერება-
მიყვარს!...ვუყვარვარ!..და ეს არის ბედნიერება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
დღეს არაფერი არ შეიცვლება,
რადგან შენ ჩემი მეუღლე გქვია.
მაგრამ მე ვფიქრობ-ხომ შეიძლება,
მენახე, მაგრამ ძალიან გვიან.
ხომ შეიძლება, გვეცხოვრა სადღაც,
შევხვედროდით და ჩაგვევლო უბრად,
შეეწყობოდი სრულიად სხვა ქალს,
დაუმშვენებდი ოჯახს და სუფრას.
ეს გაზაფხული შენით მიცვნია,
გზადაგზა მინდვრის ყვავილებს ვითვლი...
და ახლა ფიქრიც არ შემიძლია,
რომ შენ შეგეძლო ცხოვრება სხვისთვის...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts356
კარმა47
OFFLINEPROFILE
გათავდა ჩემი გლოვა ამდენი,
დავტოვე ბედი, რატომ, არ ვიცი.
სულის გადაღმა ელავს კანდელი
და განსაცდელი შორეულ რიცხვის.
ეს ჩემი ფიქრის ლურჯი მხარეა,
ასეთი ფერი ალბათ მას ჰქონდა.
ყოველი ღამე - ყრუ სამარეა,
ყოველი ღამე - არის გოლგოთა.
განვლილ დღეების ნისლიან ლანდთან
მე ისევ მივალ უთუოდ მალე.
და ყვავილივით ხმება თანდათან
ჩემი სინაზე და სიბრწყინვალე.
მოგონებების ქრიან ლანდები
და საფლავები მე წინ მიმიძღვის.
სულის გადაღმა ელავს კანდელი
და განსაცდელი შორეულ რიცხვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
ქალი?!
ქალი ყოველთვის ლამაზია ბატონო ჩემო...
და ყველა ქალი საბედნიეროდ
მომხიბლავია ყველა ასაკში.
გინახავთ? სადმე ქალი,
რომელიც შუქს არ აფრქვევდეს ქვეყნიერებას.
მთავარი მაინც ის არის ალბათ,
შენ თვითონ ვინ ხარ-
რასა გრძნობ ანდა,
როგორი ცეცხლით უახლოვდები
ღვთით მომადლებულ სრულყოფილებას,
რომელსაც ქალის სახელი ჰქვია...
ქალი?!
ყოველთვის ლამაზია ბატონო ჩემო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე

ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი,
ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს,
დამშრალი თერგი ერთი წვეთია,
მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს.

წამექცა თავზე ცა გარღვეული,
და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა,
და დარიალით გადარეული
თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს.

და გადავყურებ ალმას უფსკრულებს,
კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს,
ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს
და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდებს.

ვიცი მომელის მაინც ეს ბედი,
და ისიც ვიცი ჩემზე ახია,
ძვირფასო, არ ვარ, იცოდე, ყბედი,
ან თავის მოკვლა რა ტრაბახია.

მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივით
ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი,
ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით
ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი.

მინდა, რომ ვიყო მწირი გულადი,
საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღვნა,
ვარ ავსებული შენით გულამდე
და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა.

მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე,
მინდა გავიხსნა გული ალალი,
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
შენ ჩემ სიკვდილში არ გიდევს ბრალი.

([b]ტიციან ტაბიძე


[/b]

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
არასდროს ღვინოს არც თეთრს არც წითელს
ერთი ჭიქიდან ერთად არ დავლევთ,
ბნელ ღამეს კოცნით არ გავიფითრებთ,
მწუხრის შემოსვლას არ ვუთვალთვალებთ.
შენ მთვარის ძე ხარ,მე მზის ასული,
თუმც ერთი გრძნობით გვიდგია სული

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
მე სათუთი ვარ,
როგორც ქორფა ყვავილი ვაშლის,
ჩუმი და სათნო,
ვით ქურციკი ორიოდ კვირის,
ჩემს ნაზ ოცნებას
ერიდება ფრთებისა გაშლის
და ჩემს ნაზ სულში
ცეცხლი ღვივის და ცეცხლი სტირის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვინა თქვა ჩვენზე,ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვრნს სახლს ძვირფასო სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:მე,შენ და ბავშვი.
მე შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით,
ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც..
კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.
ვინა თქვა ჩვენზე ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარად დავრჩით.
ჩვენს სახლს ძვირფასო სამი კარი აქვს,
სამი ფანიარა:მე,შენ და ბავშვი.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
liako2008 wrote:
ციტატა:
ცუდოოოოოოო---- ძალიან საყვარელი ხარ.=ko=
გმადლობთ ლიაკოოოოოო =ko=
შენც კარგი ხარ უტეგენატალეეე მეე =zer=
მამასახლისი ვარ ბოლო-ბოლო ხო არ გადავიწყდა?? =oops=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი