გავითვალისწინებ ქალბატონო მანა

ცუდს ვერც ერთ სიტუაციაში ვერ ვხედავ,ანუ თუ "დედას" ვერ თუ არ დაუდძახებს და პირიქით თუ "დედა"_თი მიმართავს! გააჩნია რამდენად გულით იქნება ეს მიმართვის ფორმა ნათქვამი, შეიძლება და დარწმუნებული ვარ ზოგი ადამიანი სხვების გულების მოსაგებად უფრო ეძახდეს "დედას" სიდედრს თუ დედამთილს და სახლში სულ უკმაყოფილება და აურზაური იყოს და პირიქით, შეიძლება ასეთი მიმართვის ფორმების გარეშეც სიმშვიდე და სრული ოჯახური იდელია სუფევდეს სახლში, მთავარი არის პატივისცემა და გულწრფელობა ერთმანეთის მიმართ! მე პირადად წინასწარ ვერ ვიტყვი მივმართავ თუ არა ჩემს დედამთილს "დედა"_თი,მაგრამ ერთი ეგ ვიცი, რომ ყოველთვის მემახსოვრება ,რომ "ის" ჩემი უსაყვარლესი ადამიანის, ჩემი ცხოვრების ნაწილის ანუ ჩემი ქმრის დედა იქნება და ვეცდები მაქსიმალურად,რომ სათანადო პატივისცემა და სითბო არ მოაკლდეს ჩემგან,ამას მართლა მთელი გულით ვიძახი, თან სადედამთილო უკვე მყავს და ძალიან მომწონს,ძალიან ლამაზი და თბილი ადამიანია!

) ღმერთი გფარავდეთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან და ოჯახური სიტკბოება და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ არასდროს! გკოცნიიიით!