↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Oct 2006
Posts696
კარმა53
OFFLINEPROFILE
karamelka wrote:
ციტატა:
NJ_Maiko wrote:
ციტატა:
ჩემი აზრით პრიზი ეკუთვნის მანანა ფრუიძეს

მეორე ხმა ჩემგან ქალბატონ მანანას! ძალიან,ძალიან ,ძალიან მომწონს მისი შემოქმედება და უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ! =love= =rose

ხმების მიცემა არ იქნება ეგ კონკურსი ჩაიშალა...

წერა გააგრძელეთ; კარგი კოლექცია გამოგვივა, მე ზალიან ბევრი მომწონს. =rose

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
აქ ბევრი კარგი და საინტერესო პოეტი აღმოჩნდა რაც ძალიან გასახარებელია. იქნებ ვინმემ შეძლოს ეს ლექსები აკრიბოს და კრებული გამოსცეს ქართული ემიგრანტული პოეზია. ძალიან კარგი იქნებოდა...
მანანა ფრუიძეს რაც შეეხება ეს ადამიანი არის გამორჩეული პოეტი, დახვეწილი ხელწერით, სტილით და არ ჩამოუვარდება ნებისმიერ თანამედროვე ქართველ გამოჩენილ პოეტს. პირიქით შეიძლება ვთვათ რომ ბევრ პოეტზე მაღლა დგას და იმედია თავის კრებულს გამოუშვებს. კარგი იქნებოდა მისი პოეზია არ დაიკარგოს. რამდენი ადამიანი არის ჩრდილში რომელიც სანთლად უნდა ანათებდეს და აფასებდნენ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
თქვენს ლექსებს მივესალმები კარგები ხართ მუზა არ გამოგლევოდეთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jan 2008
Posts30
კარმა55
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა ყველას,მიხარია, რომ მკითხულობთ. რაც შეეხება პოეტობას...ეჰ, ნეტავ კი ვიყო და...

* * *

ხელი არ მახლოთ, ფეხშიშველა დამტოვეთ ხნულში,
აქ მინდა მოვკვდე, მიწად ჩავყვე სიმინდის მარცვალს,
სისხლის მაჭარი ავბედითად თუხთუხებს გულში,
ცა თვალში მაყრის ნაღვერდალში არეულ ნაცარს.

რიჟრაჟის სხივი დაშაშრული პეშვებით შევსვი,
მივეცი წარსულს, რაც გამაჩნდა,ჯერ კიდევ გუშინ,
აქ სველ წვივებზე ოჯალეშის მეხვევა ფესვი,
ხელი არ მახლოთ,გევედრებით,დამტოვეთ ხნულში.

მანანა ფრუიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jan 2008
Posts30
კარმა55
OFFLINEPROFILE
* * *

წვიმს და მერამდენედ გადაწერილ
სტრიქონს ბალდახინით ასვენებენ,
მე კი წვიმასავით ალმაცერი,
შენზე მოგონება მასველებს და...

ვდგავარ .... აღარაფერს ეშველება...
თოკზე ავდარია გაფენილი.
ახლა გამოსავლად მეჩვენება,
ვენებდასერილი ქვაფენილი...

წვიმს და, სიკვდილისგან მაციებს და,
დღეა საღამოსკენ გადახრილი,
ახლა მე მჭირდება გაცილება,
უკან დააბრუნეთ ბალდახინი!..

მანანა ფრუიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jan 2008
Posts30
კარმა55
OFFLINEPROFILE
* * *

მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,
მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს
და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია.

მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა,
მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს,
არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას
და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს.

მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო,
მე თუ ვაღმერთებ,სიყვარულის ღმერთია იგი!
და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ,
რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს...

მანანა ფრუიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
დამიწერია ბევრი ლექსი ღიმილით,ცრემლით,
მაგრამ არასდროს დამიწერია მე გაზაფხულზე,
თაფლის სურნელი როცა ასდის მთელს დედამიწას
მე მაშინაც კი წერას ვიწყებ რატომღაც შენზე...
სიოს როს რითმავს ბულბულების ნაზი გალობა
და ირგვლივ გუნდი პეპლებისა როცა ფარფატებს,
მე აღარ მიკვირს ჩიტუნების ცეკვა დაისიც,
მხოლოდ თვალები შენი მწვავს და სიცოცხლეს მმატებს!
როცა ჩურჩულით აუყვება ნიავი ქუჩებს
და აჰყვებიან ვარდისფერი კვირტები ატმის,
როს მზე შეახებს თოთო ბალახს თავის ცხელ ტუჩებს,
მიიმალება ხავსიანი ქვის უკან მარტიც.
როცა მერცხალი შემოუფრენს ჟუჟუნა წვიმას
და აუშენებს ბარტყებს ბუდეს ცისარტყელაზე,
როცა მდელოებს ყვავილები მინდვრის დაფარავს
შენ მომინდები ქვეყნად ალბათ მეტად ყველაზე.
როს იმ მჩქეფარე ნაკადულებს დილით ცვარი და
ღამე ნამგალა ბადრი მთვარის შუქი აკოცებს,
როცა გალობა ჯადოსნური იფრქვევს ფრინველთა
მე მზერა შენი უხილავი თუ გამაოცებს.
დამიწერია ბევრი ლექსი ცრემლების ნამით
და არაერთხელ სიხარულიც ჩამიქსოვია,
მაგრამ არასდროს გაზაფხულზე მე აღარ ვწერდი
რატომღაც დარდის დიდმა წვიმამ ჩამიყოლია.

ხატია ფაცია

04/05/08

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ხატი, მიხარია რომ წერ.

ძალიან კარგია!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
salami da gamarjveba poetebs miyvarxart

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
salami da gamarjveba poetebs miyvarxart

ზიზი, გაგიმარჯოს. მე ჯერ მინდოდა მონაწილეობა და მერე ვერ მოვახერხე...:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
როდესაც ძველი სახურავის დაცრეცილ გვერდებს
დაუშენს წვიმის სევდიანი წვეთების თქეში,
მოეძალებათ ამღერება ტბაში თეთრ გედებს
და მგლების ხროვა ყმუილს მორთავს შორეულ ტყეში.
ცა შეკრავს როცა წარბებივით თავის შავ ღრუბლებს,
ჭექა-ქუხილი მბრძანებლური ხმებით იელვებს,
როცა ფოთლები დასცვივდებათ მოწყენილ ნუშებს
და ზღვის ტალღები უფრო მეტი ძალით იღელვებს.
როცა გრიგალი ხელებს სტაცებს გუმბათის ზარებს
და რეკვით მთებში მოედება სიცარიელეს,
როცა სხივები ჩამოუვა ცრემლებად მთვარეს
სიჩუმე როცა ყაჩაღივით გაქურდავს ღამეს...
მაშინ ყველა დარდს ამოვუშვებ სულის გუდიდან
და ვივლი ისევ გადაპეტნილ თოვლით ფერდობზე,
სათქმელს როგორმე დავაძალებ მოწყდეს გულიდან
და იქვე სადმე მიიძინოს მშვიდად მდელოზე.
როდესაც უკვე გათენდება სხვა დღე ,სხვა დილა
და მოწმინდავენ სველ ქუჩებსაც ფოთლები ცრემლებს,
გადმოვიხედავ უკვე ზეცის ლურჯი ფარდიდან
იდუმალ მზერით გადმოვხედავ აწ ნაცნობ ხმელეთს!

ხატია ფაცია
07.16.08

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
როგორ შევაჩერო სიბერე,როგორ შევაჩერო დრო?
სიბერეს ვერ შეაჩერებ, ყურში ჩამძახის ბრბო.
როგორ შევაჩერო სიბერე, ვებღაუჭები წამებს,
ვზივარ ოთახში, ვუკრავ, უკვე მინორულ გამებს.
როგორ შევაჩერო სიბერე, ვარ უსუსური ქალი,
როგორ დავყარო ფერხთით, ბრძოლის ფარი და ხმალი?
მოჯარდა გრუზა თმებში, თეთრი სირმების გროვა,
სწრაფად მიჰქრიან წლები, გაზაფხულ აღარ მოვა.
სწრაფად მიჰქრიან წლები, ერთ წელში გადის ათი,
იქნებ დროს გასაჩერებლად, -გადვაგდო შორს საათი?
აღარც სათვალე მინდა, აღარც ხაზები სახის,
დანახვა აღარ მინდა, ჩემი პატერა სარკის.
საფრენად გაშლილ ფრთებზე, წლები ფიფქივით დნება,
ირგვლივ ყვითლდება ყოვლი,ცხოვრებაც თანდათან ჰქრება.
რამდენი რამის მოსწრებას, ვფიქრობ და ვცდილობ აწი,
წუთები, გვირილასავით,თეთრ-თეთრ, ფურცლებსა მაცლის.
არაფრის არ მეშინია, როგორც სიბერის ჟამის,
გვერდით ოთახში უკვე ზამთრის აჩრდილი დადის.
სიკვდილის არ მეშინია, როგორც სიბერის სულის,
გული,-კვლავ ახალდაზრდაა,აღარ ბერდება გული.
როგორ შევაჩერო სიბერე, ფიქრში ჩამოდნა ღამე,
როგორ შევაჩერო სიბერე?- იქნებ მირჩიოთ რამე!!!

მანა

( დავწერე ძლიერი პესიმიზმის დროს) მაპატივეთ თუ ვინმე ცუდ ხასიათზე დაგაყენეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
მანა,ჩემო კარგო Vერაფერს გირჩევ,სიბერის შესაჩერებლად, მაგრამ მთავარია გული და განწყობა იყოს ახალგაზრდული,

არ გინახავს ასაკით ახალგაზრდა,უკვე დაბერებული? მე ძალიან ბევრი.

კარგია მანა,კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ნაბულა დიდი მადლობა დაიკო. მართლა კი არ დავბერებულვარ ჯერ, მაგრამ არც ბევრი დამრჩენია სიცოცხლის მაგ ფაზამდე და ბოლო დროს ძალიან განვიცდი წელთა სრბოლას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined19 Apr 2008
Posts157
კარმა9
OFFLINEPROFILE
ეგ პერიოდი გავიარე

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი