↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 149 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ქართველი...

დიდი ხანია მინდოდა ეს თემა წამომეწია.. რთულია ერთ თემაში ჩატიო ეს მცნება, მგრამ შევეცდები ჩემთვის ყველაზე საჭირბოროტო საკითხევბს თუ "ხასიათს" შევეხო.. სცორად რომ ჩამოვაყალიბო ჩემი თემის არსი შევეცდები რამოდენიმე საკითხად დავყო...

1.ვინ არის ქართველი და რითი განსხვავდება იგი სხვა ერებისაგან..

2. რატომ ხდება ისე რომ ვინც შევიფარეთ თითქმის ყველა მტრად გადაგვექცა?..

3. რატომ არ უნდათ აფხაზებს ჩვენთან ერთად ცხოვრება? იქნებ ჩვენშიც ვეძიოთ რაიმე შეცდომა??

4 რა არის მიზეზი ჩვენი სუფრასთან მოლხენის და სიყვარულის ჩხუბსა და შეურაცჰყოფაში გადაზრდის მიზეზი?

5 რატომ იქცა ერთი ქართველისაგან მეორე ქართველის ჩაგვრა ჩვეულებრივ ნოორმად..
ამ თემაში უპირატესობს ვანიჭებ უარყოფით გამოვლინებებს, და შესაძლო მიზეზების განხილვას... რა თქმა უნდა არგუმენტებად მისაღები იქნება ჩვენი დადებითი მხარეებიც , კულტურაც და ისტორიაც.. მაგრამ მიზანი თემის არის ის პრობლემეი რომლებიც გვაქვს რეალობაში , იმისდა მიუხედავად ჩვენ გული გვტკივა ამ პრობლემებზე ვერ ვხედავთ თუ თვალს ვხუჭავთ რადგან სხვას მეტი აქვს..

იმედია ეს თემა არ ჩაითვლება ანტიქართულ პროპაგანდად. რადგანაც ყველა ეს საკითხი ვფიქრობ აქტუალურია დღეს და ჩემი აზრით საკმაოდ მწვავე პრობლემას წარმოადგენს .. და ვფიქრობ მხოლოდ შოთა რუსთაველი და ვაჟა ფშაველა და ვერც XII საუკუნეში ქალი მეფე დღეს ამ პრობლემებს ვერ გადაგვიჭრიან. . დიდი მადლობა:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Dec 2007
Posts109
კარმა16
OFFLINEPROFILE
ვინ არის ქარტველი და რას წარმოადგენს? უყურეტ ფილმ ფესვებს დალიან კარგადვარის გადმოცემული კარტველი ადამიანის სული

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined17 Mar 2008
Posts260
კარმა7
OFFLINEPROFILE
დაბადებამდე რომ ვერ გხედავდი, ამაზე მწყდება ძალიან გული,
სიკვდილის შემდეგ რომ ვეღარ გნახავ, ამაზე როგორ არ დამწყდეს გული?
მე ვარ ქართველი, შენ საქართველო, ამაზე თბილად ვერაფერს გეტყვი,
ვარ შინაარსი შენი სახელის და სიამაყე არ მინდა მეტი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
გიო როგორა ხარ?

საერთოდ სტერეოტიპების მომხრე არ ვარ,თუმცა საზოგადოების შემადგენელი ნაწილია. საზოგადოებას ჭირდება გარკვეული ადათ-წესები, მორალი. ქართული სტერეოტიპიც შექმნა ქართულმა საზოგადოებამ.
სუფრაზე სადღეგრძელო, მოფერება და დროსტარება,,, ყოველდღიურობაში კი პირიქითაა. სუფრა გვევლინება მრავალჯერ დადგმულ სპექტაკლად. სადაც როლებიც კი იშვიათად იცვლება. იქ სადაც არის უარყოფითი (მუხტი, თვისება, პოლუსი...) ყოველთვის არის დადებითიც. ასევეა ჩვენთანაც. ვინაიდან დადებითი ქმედება მოითხოვს ხშირ შემთხვევაში გაცემას, უანგარობას; უარყოფითი კი უფრო ეგოცენტრულია (პრიმიტიული ჩემი სიტყვებით), სწორედ ამიტომ ადამიანები ხშირად სჩადიან უარყოფითს (სიმარტივის და უგუნურობის გამო). როგორც ზემოთ ავღნიშნე ბალანსისთვის დადებითი ქმედებაც საჭიროა და სწორედ სუფრა გვევლინება დადებითი აქტის პოლიგონად.
ვფიქრობ ეს ერთ-ერთი განმასხვავებელია სხვა ერებისგან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
მიმაჩნია რომ ყველა ერს გააჩნია ცუდი და კარგი თვისება. ყველაზე ცუდი ისა გვაქვს ქართველებს რომ კავკასიელები ვართ, ცხელსისხლიანები,ყველაზე კარგები გვგონია ჩვენი თავი ანუ ქართველის ყველაზე ცუდი თვისებაა ამპარტავნობა. ასეთივე სენი აქვთ სომხებს, ჩეჩნებს და სხვა კავკასიელ ხალხს. კიდევ ერთმანეთის გატანა უკეთ უნდა შეგვეძლოს, პოლიტიზირებულნი არ უნდა ვიყვეთ და რეალურად ვიცხოვროთ, კიდევ ბევრის ჩამოთვლა შემიძლია მით უმეტეს საბჭოეთმა მაგრად გადააგვარა ბევრი კარგი თვისება რაც ქართველს გააჩნდა.

მე იმას როდი ვამბობ კარგი თვისებები ნაკლებად გვაქვსთქო არამედ რადგან უარყოფითზე ვაკეთებთ აქცენტს ამ თემაში ამიტომ ჩამოვწერე თუ რა თვისებებს მივიჩნევ ჩვენს შავ ლაქებად.

მთავარი უარყოფითი კი რაც ზემოთ ვახსენე ესაა ამპარტავნობა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Feb 2008
Posts7
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩვენ ქართველები ვართ ძალიან ამაყი და განდიდების მანიით შეპყრობილი ხალხი,ვერ ვიტანთ როცა ვინმე ჩვენზედ უკეთესია ,ყველანაირად ვცდილობთ რაგაც ვავნოთ რაგაცით ხელი შეუშალოდ ,ალბად ყველას გაქვთ წაკითხული "დიდოსტატის მარჯვენა" სადაც მეფე გიორგი სიკვდილის წინ ამბობს:ოდითგანვე ასე მოგვდგავს ქართველებს მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით ,რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა,მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია.მას ისე დავკორტნით,როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.აი ასეთები ვართ ქართველები.ძალიან ბევრ სხვა და სხვა ეროვნების ხალხტან მაქვს ურთიერთობა და რასაც მე მათში ვხედავ ,როგორ უდგანან ერთმანეთს მხარში როგორ ცდილობენ თუ ვინმეს უჩირს დაეხმარნენ,როგორ ამაყობენ თუ მათმა ვინმემ რამეს მიახწია ჩვენ ქართველებს ამისი ნახევარიც არ შეგვიძლია.მე თვითონ საზგვარგარეთ ვცხოვრობ და მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს საქართველოც და ქართველი ხალხიც ,იმდენი ცუდი დავინახე მათში რომ ყველანაირად ვერიდები მათთან ურთიერთობას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
ძალიან კარგი თემაა და თუ ობიექტურები ვიქნებით, არც თუ კარგი ცასაკითხი იქნება.
1."ქართველი" არის ჩვეულებრივი ერი, რომელიც განსხვავდება ცოტაოდენი დადებითი და ცოტაოდენი უარყოფითი თვ ისებებით სხვა ერებისგან და არავითარ შემტხვევაში რაგაც განსაკუტრებული, როგორც გვაწოდებდნენ პატარაობიდან.
2.როცა შინაურს არ შეიფარებ, სხვა მტრად გადაგექცევა!
3.მარტო ის არ არის საკმარისი , რომ იდზახო აფხაზი და (მრ. სხვ. ეროვნება) ჩვნი ძმებიიაო და ამავ დროულად, ცინიკური მოხსენიება მათი? როგორც გვჩვევია ქართველებს. "რასაც დასთეს იმას მოიმკი"
4. რომ ვიყოთ ყველანი ერთმანეთის მიმართ უფრო მართალნი, სუფრა როგორც ლამაზად დაიცყება, ასევე ლამაზად დამთავრდება.
5.რაც უპრო ეყვარება ქართველს ქართველი და რაც უპრო გავიტანთ ერთმანეთს ლხინში და ჩირში ქართველი ქარველს კი აგარ დაჩაგრავს, არამედ ვერცეთი ერი ვერ მოგვერევა, მაგრამ სამცუხაროდ ეს ერთერთი ნაკლია ქართველების რასაც ქვემოთ მოგახსენებთ დადებით და უარყოპით თვისებებში.
დადებიტი მხარეები: იმდენად დაკარგული აქ ქართველებს დადებიტი ტვისებები, რომ ტავს შევიკავებ. და რაც შეეხება უარყოფითს მე ორ დზირითადს დავცერ: ამპარტავნობა, ერთმანეთის მიმართ შური.
შვილებს, თავიდანვე ერთმანეთის გვერზე დგომა უნდა ვასწავლოთ და ამას თუ ისცავლიან მერე სხვებისგან გაიგებენ როგორი დზლიერი და სამაგალითო ერია ქართველები. ეს არის ჩვენი მიზანი და ამას თუ მივაღაცევთ ერთმანეთის სიყვარულიც ექნებათ, სხვა ერსაც სცემენ მეტ პატივს, სუპრებიც ლამაზად დამთავდება და დაჩაგვრითაც ნაკლები ხალხი დაიჩაგრება. კარგი თემა იყო დიდი მადლობა :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
LETI wrote:
ციტატა:
ვინ არის ქარტველი და რას წარმოადგენს? უყურეტ ფილმ ფესვებს დალიან კარგადვარის გადმოცემული კარტველი ადამიანის სული

ჩემო კარგო როგორ ხარ

ქარტველი! ეს დიიიდი ფენომენია
და იყო ქართველი დიდად საპატიოა
უნდა დაიწყო ძალიან,ძალიან შოოორიდან

ადამ და ევადან

გიო არმანის სიცოცხლე და გამარჯვება როგორ ხარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
მაშ შენ ამბობ,რომ არ ჰყოლია მტრები რუსთაველს,
არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებს
და რომ მარტოდენ უიმედო ტრფობის ბრალია,
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია.
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი,არჩილ მეფე,ვახტანგ მეექვსე,
საბა სულხანი გამოაწყო ბერის კაბაში,
ძვალთშესალაგი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსწყვიტა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოჰხადა სული შიმშილით.
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია,
ან სიყვარულმა ჰკრა მაჩაბელს ხელი სამიწე
ან იქნებ იმას სიყვარული სახელად ჰქვია,
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე?
არა.ქართველთა გზა როდია ასე იოლი,
თვითმკვლელობაა დიდი საქმის ჩვენში დაწყება.
სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი
და ქვაფენილებს შურდულივით დაენარცხება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
aquagirl wrote:
ციტატა:
დაბადებამდე რომ ვერ გხედავდი, ამაზე მწყდება ძალიან გული,
სიკვდილის შემდეგ რომ ვეღარ გნახავ, ამაზე როგორ არ დამწყდეს გული?
მე ვარ ქართველი, შენ საქართველო, ამაზე თბილად ვერაფერს გეტყვი,
ვარ შინაარსი შენი სახელის და სიამაყე არ მინდა მეტი!
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= გენაცვალეეეეეეე=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მარადისის ქედის ზღვარზე
დღე და ღამე გამიყრია,
ვინც მოსულა ჩემს ტაბლასთან
ლუკმა პური გამიყვია,

ომი მტერთან მოგებული
მეგობართან წამიგია,
სხვის ქორწილში სიხარულის
ცრემლი ღვინოდ დამიღვრია,

სხვისთვის მიწა მომიხნავს და
სხვისი ეზო დამიგვია,
სხვის ზეიმზე დიდებისა
თავი კრძალვით დამიხრია.

სიყვარულის ცისფერ კართან
გული გულზე დამიხლია,
ტაძრის მაღალ გალავანთან
მოწყალება გამიღია,

დამწოლია მძიმე ფიქრი,
დავუღლივარ, დამიღლია,
ხეკორძულა არ შემისვამს,
მცხეთა ისე ამიგია,

წუთისოფლის ბრუნვამ მაინც
ორთავ თვალი ამიხვია,
კარს ზამთარი მომადგა და
ვერაფერი გამიგია:

ჩემი მყუდრო სამლოცველო
შურის ციხემ დამინგრია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
მადლობა უფალს,
მადლობა უფალს,
ამ დალოცვილი
წმინდა მიწისთვის,
გულით ნაბოძებ
ოქროს ვერძისთვის,
ვაზის ცრემლისთვის,
დიდი ნიჭისთვის.
მადლობა უფალს,
მადლობა უფალს
ქართველი რომ ვარ
თუნდაც იმისთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ბარბი ამ ლექსის მერე რაღა უნდა თქვა,მართლაც მადლობა ღმერთს,რომ ამ ქვეყანაზე გამაჩინა,მადლობა იმისთვის რომ ქართველი ვარ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts356
კარმა47
OFFLINEPROFILE
მაინტერესებს ლექსებს რატომ წერთ ამ თემაში..რომელ ქვე პუნქტს შეესაბამება..კარგია ეს ლექსები და მეც მიყვარს პოეზია, მაგრამ ამ თემის ავტორს სურდა ქართველების ჩრდილიანი მხარეების წარმოჩენა და არა გაშლილ სუფრებზე გრძელ გრძელი სადღეგრძელოებით და ლექსებით სამშობლოს სიყვარულის, სასმისის სიგრძე სიგანით დამტკიცება...

პ.ს რატომ მადლობა? ფრანგი ან ინგლისელი რომ იყო რა დაშავდებოდა ამით?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
=lol= shoreuli_landebi wrote:
ციტატა:
მაინტერესებს ლექსებს რატომ წერთ ამ თემაში..რომელ ქვე პუნქტს შეესაბამება..კარგია ეს ლექსები და მეც მიყვარს პოეზია, მაგრამ ამ თემის ავტორს სურდა ქართველების ჩრდილიანი მხარეების წარმოჩენა და არა გაშლილ სუფრებზე გრძელ გრძელი სადღეგრძელოებით და ლექსებით სამშობლოს სიყვარულის, სასმისის სიგრძე სიგანით დამტკიცება...

პ.ს რატომ მადლობა? ფრანგი ან ინგლისელი რომ იყო რა დაშავდებოდა ამით?

=lol= =lol= =lol= ჩაგეთვალა:side:

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 149 posts ] 
დესპანი