რა თქმა უნდა მეგობრები ცხოვრებას გილამაზებენ, ჭირში და ლხინში გვერდით გიდგანან.შენს საფიქრალსაც ფიქრობენ, შენს სადარდებელსაც დარდობენ, შენთან ერთად ტირიან და იცინიან.მეგობრობა დიდი ფენომენია. მე ბევრი მეგობრები არ მყავს,მაგრამ ვინც მყავს მართლა მყავს რა:) . ყველას მეგობარი არავისი მეგობარი არააო-ეს ჩემი სიტყვები არაა. ჩემი ყველაზე დიდი და პირველი მეგობარი მამაჩემია. კაცი, რომელმაც აბსოლიტურად ჩემი ყველა ნაბიჯი იცის დღესაც, და სულ ერთად ვარჩევთ ხოლმე რა შეცდომა დავუშვი,ამა თუ იმ სიტუაციაში და რაში ვიყავი მართალი. მე ბედნიერი ვარ იმითი, რომ ასეთი მეგობარი მყავს. მეგობარს შენ ვერ აირჩევ, თვითონ ცხოვრება შეგირჩევს, მეგობრობა ურთიერთობაში გამოიწრთობა.დრო და ჟამი მას ვერაფერს დააკლებს, როგორც ნამდვილ სიყვარულს.
რაც შეეხება დესპანელებს

არ ვიაფირისტებ, თქვენ ნაცნობები და ახლობლები ხართ, თქვენთან ერთად ვერთობი, ვჭორაობ და წუთებს ვკლავ, ხან ვკამათობთ,შეურაცხყოფას ვაყენებთ ერთმანეთს

, რას იზამ ეგრეა და... მაგრამ დესპანზეც შევიძინე რამდენიმე მეგობარი, ყოველ შემთხვევაში დრო გვაჩვენებს, ჩვენს მეგობრობას რა მსვლელობა მიეცემა შემდეგში. მე მაინც ბედნიერი ვარ, რომ თქვენ ყველანი გაგიცანით, შეძლებისდაგვარად.