აქ რასაც ვისმენ,ვიწყებთ ქართველების კარგი თვისებებით და მივდივართ უარყოფითისკენ ისე თან,რომ რაღაც შუალედურს ვერ გავდივართ,თვისებებს ვგულისხმობ,რადიკალურები ვართ ძალიან,გვიყვარს რადიკალიზმი,ესეც ქართული ხასიათია ყველგან და ყველაფერში:) სწორედ აქედან გამომდინარე,ერში ვხედავთ ან შურს და ბოღმას ან უზადო სიკეთეს და სიყვარულს...საინტერესოა...ვთვლი,რომ ის თვისებები,რაც ზემოთ ჩამოთვალეთ,ვგულისხმობ ამ შურს,ღვარძლს,გაუტანლობას,სიამაყეს,განდიდების მანიას და ა.შ. მარტო ქართველების ცუდი თვისება არ უნდა იყოს,ასეთი გამუქება რა საჭიროა ვერ ვხვდები...ქართული სუფრაც არაა მხოლოდ ის,რასაც უაზრო გამოლეშვა ქვია,ზუსტად ისეთია ნამდვილი ქართული სუფრა,როგორიც ხატიამ დაახასიათა,როგორც სუფრის სილამაზე,მართალია,ეს შეიძლება ყოველდღიურად იშვიათია,მაგრამ ხო არის არა?ღალატი ადამიანის ბუნებაში შეიძლება იჯდეს,ვერ დავიჯერებ და არც მჯერა,რომ ეს შეიძლება მთელ ერს ახასიათებდეს,ამ თემაში კიდევ ზოგადად ერზეა მგონი საუბარი...ეს ნაკლი რაც ზემოთ იყო ჩამოთვლილი მეტ-ნაკლებად ყველა ერს ახასიათებს,ისევე როგორც დადებითი,ასე რომ ასე განსაკუთრებულად ვერ გამოვყოფ...ისე კი ვთვლი,რომ ქართველები ვართ ძალიან ძალიან ნიჭიერები და ჩვენი სიზარმაცე არ "გვაძლევს უფლებას",რომ ეს ნიჭი სრულიად წარმოვაჩინოთ...
