↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ეს საინტერესოა...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 123 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
რა არის ომზე უარესი
თვითმკვლელობის დროს უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ომების და მკვლელობის დროს ერთად ეღებული- აცხადებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მკვლევარები. ყოველწლიურად 20-60 მილიონი ადამიანი იღებს სუიციდის გადაწყვეტილებას. აქედან კი დაახლოებით ერთი მილიონი შემთხვევა ცუდად მთავრდება. ყველაზე ხშირად ადამიანები თავს პესტიციდების დალევით იკლავენ. ყველაზე იშვიათად კი ამ მიზნით ცეცხლსასრლი იარაღი გამოიყენება. ჩატარებული გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ასეთი ადამიანები ძირითადად დეპრესიით, ალკოჰოლიზმით და შიზოფრენიით იტანჯებიან. მაგრამ ასევე ამ ნაბიჯისკენ ადამიანებს სამსახურის მოულოდნელი დაკარგვაც უბიძგებს. სხვა მოტივებია: ახლობელი ადამიანის დაკარგვა, სიღარიბე, უმუშევრობა და ცხოვრებისეული უიღბლობა. ყველაზე ხშრად თავს იკლავენ პრიბალტიკის ქვეყნებში, რუსეთსა და ფინეთში.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
--------------------------------------------------------------------------------

გიგო გაბაშვილის ფერწერული ტილო "ბაზარი სამარყანდში” (1894წ.),2006 წლის აპრილში გაიყიდა ნიუ-იორკის “კრისტის” აუქციონზე მილიონ ასოცდათექვსმეტი ათას დოლარად. არც მყიდველი და არც გამყიდველი ცნობილი არ არის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

წეღან არ დაიდო სურათი,:) -გიგო გაბაშვილის "სამარყანდის ბაზარი"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
პაბლო რუის ი პიკასო (Pablo Ruiz y Picasso) (* 25 ოქტომბერი, 1881, მალაგა, ესპანეთი ― 8 აპრილი, 1973, მუჟენი, საფრანგეთი), ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ჟორჟ ბრაკთან ერთად კუბიზმის დამფუძნებელი.
პიკასოს შრომებს ხშირად პერიოდების მიხედვით აჯგუფებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბოლო პერიოდების სახელებზე ურთიერთშეთანხმება მიღწეული არ არის, მისი ყველაზე ერთხმად მიღებული პერიოდები იყო:
ცისფერი პერიოდი (1901–1904), სევდიანი, ცისფერი შეფერილობის ნახატები, რომელზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის გარდაცვალებამ იქონია; ხშირად აღწერს აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს, მათხოვრებსა და ღარიბ მხატვრებს.
ვარდისფერი პერიოდი (1905–1907), უფრო ხალისით სავსე სტილი ნარინჯისა და ვარდისფერი საღებავებით; აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მოდელირებდა, და მრავალი ნახატი გამსჭვალულია ოსტატის მოდელისადმი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად.
აფრიკული პერიოდი (1908–1909), აფრიკული ხელოსნური ნაკეთობების ზეგავლენით; მნიშვნელოვანი ნიმუშია ”Les Demoiselles d'Avignon” (ავინიონის დიაცები).
ანალიტიკური კუბიზმი (1909-1912), ხატვის სტილი, რომელიც მან ბრაკთან ერთად განავითარა მონოქრომული მოყავსფრო ფერების გამოყენებით, სადაც მათ ობიექტები დაშალეს და ”ანალიზი” ჩაუტარეს ფორმებს. პიკასოსა და ბრაქის ამ პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება.
სინთეტიური კუბიზმი (1912-1919), სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების გამოყენებით; ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი შემთხვევა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ჩვეულებრივი ქალი წელიწადში 5 კილოგრამ პომადას "ჭამს".

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
კომპიუტერულ თამაშებს ხელოვნებად აღიარებენ
საფრანგეთის მთავრობა მოითხოვს, რომ კომპიუტერული თამაშები ხელოვნების სფეროდ აღიარონ. თუ ევროპული გაერთიანება დაეთანხმება ამ ინიციატივას, მაშინ კომპიუტერული თამაშების მწარმოებლები სახელმწიფოსგან იგივე დაფინანსებას მიიღებენ, რასაც კინომატოგრაფები იღებენ.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
უძველესი ვირუსი "მეგობარი" აღმოჩნდა
უვნებელმა ვირუსებმა, რომლებმაც მილიონი წლის წინ ადამიანის DNM შერწევა მოახერხეს, არც ისეთი უვნებლები აღმოჩნდნენ. უახლესმა გამოკვევებმა აჩვენეს, რომ ისინი ორგანიზმის ადრეულ ეტაპზე განვითარებაში უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებენ. ისინი ეხმარებიან ემბრიონს ფორმის შეცვალაში, საშვილოსნოს კედელზე მიკრობასა და ზედ დამაგრებაში. თავდაპირველად ე.წ. ენდოგენური ვირუსები ბრიტანელმა მეცნიერებმა ძუძუმწოვრებში აღმოაჩინეს, მერე პრიმატებში. ბოლოს ჯერი ადამიანზეც მივიდა. თავიდან ეს ვირუსები ორგანიზმზე დამანგრევლად მოქმედებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანის `დეენემი~ მათ მიეჩვია, შეითავსა და ახლა მისთვის მნიშვნელოვან ფუნქციასაც ასრულებენ. ისინი ამჟამად ორგანიზმს სხვა მავნე ვირუსებისგან იცავენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანის რგანიზმში მსგავსი მუტაცია მომავაში შიდსთან და ჰეპატიტთან ექიმებს ბრძოლას გაუადვილებს.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
რა ჭკვიანი შეყვარებული მყავს :):) გენატალეეეეეეე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
გამოუშვეს პირველი რელიგიური დანიშნულების მობილური...
არ არის აუცილებელი, რომ გლამური შედგებოდეს ძვირფასი ქვების და ლითონებისგან. ჩინელებმა დაამტკიცეს ეს და გამოუშვეს რელიგიური დანიშნულების მქონე მობილური აპარატი, რომელიც არის როგორც ფუფუნების საგანი, ასევე ის აახლოვებს ადამიანს რელიგიასთან. აპარატი შედგება უჟანგავი ლითოისგან, მოოქროვილია და ეს აძლევს მას მდიდრულ სახეს.

მენიუს ღილაკი ჩანაცვლებულია ბუდასთან დამაკავშირებელი ღილაკით. ჩანაფიქრის მიხედვით ამ ღილაკის გამოყენების შემდეგ მიგეტევებათ ცოდვები. ტექნიკური თვალსაზრისით ეს მობილური არის მსოფლიოში მობილური ინდუსტრიის ბოლო მიღწევა.

ჯერჯერობით ეს მობილური ხელმისაწვდომია მხოლოდ ბუდისტებისთვის. მაგრამ თუ მოდელი გახდება მოთხოვნადი, ის გამოიშვება სხვა რელიგიური მიმდევრებისთვისაც.
თუ არ გინდათ ჩამორჩეთ თანამედროვე ცხოვრებას და ხართ ბუდიზმის მიმდევარი, ეს მოდელი შექმნილია თქვენთვის, თუმცა ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია...სურათი აღარ არსებობს

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
ოქროს ნოუთბუქი
არ გიფიქრიათ არასდროს, რომ თქვენი ნოუთბუქი გამოიყურება ძალიან უბრალოდ? ნაცრისფერი ან შავი მისი ძირითადი ფერებია. რათქმაუნდა არსებობს ასევე ყვითელი, ლურჯი და ვარდისფერიც, მაგრამ დამეთანხმეთ თუ ის იქნება მოოქროვილი, მაშინ გახდება ბევრად ელეგანტური და სოლიდარული. კომპანია Computer Cnoppers გამოუშვა Apple Macintosh - 24 კარატიანი ოქროთი მოოქროვილი ნოუთბუქი. Apple-ს ლოგოტიპი გაკეთებულია ბრილიანტებით. თქვენი ნოუთბუქის ამ სახით გალამაზებისთვის დაგჭირდებათ 1200-1800$. რათქმაუნდა ამ თანხაში არ შედის ნოუთბუქის ფასი. მოოქროვება არც ისე ძვირია მაგრამ, ეფექტურია.სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
Guerlain-მა გამოუშვა ყველაზე ძვირფასი პომადა დედამიწაზე

პომადა - ქალის საიდუმლო იარაღა რომლითაც ისინი ახდენენ მამაკაცებზე მანიპულირებას. წითელი - ვნების ფერი; ვარდისფერი - იწვევს სინაზეს; მოყავისფრო - ჰმატებს სიმკაცრეს; ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ელიტური კოსმეტიკის ფრანგულმა ბრენდმა Guerlain-მა, შემოგვთავაზა ექსკლუზიური შესაძლებლობა - პომადა $62ათასად.

პომადა KissKiss Gold and Diamonds განკუთვნილია ნამდვილი ქალბატონებისათვის, რომელთაც სჩვევიათ მამაკაცების გაოგნება, ხოლო ქალებში შურის გამოწვევა. 110 გრამიანი პომადის წიუპიკი შექმნილია 18 კარატიანი ოქროსგან და ინკუსტრირებულია 199 ბრილიანტის თვლით, საერთო წონით 2,2 კარატი, ასევე გაწყობილია рубинами и изумрудами. რადგან პომადის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური გამოწერით, ნახატი ინკრუსტრაციისთვის შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ, თქვენი ინიციალებითაც კი.
KissKiss Gold and Diamonds-ს შეძენა, რომელმაც დაიკავა ადგილი ყველაზე ძვირად ღირებული პომადის, შეგიძლიათ მხოლოდ ნიუ-იორკის მაღაზია Bergdorf Goodman-ში კონცულტაციის შემდეგ

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
დეზოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების წარმოშობა

აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებობდა გათხოვებისთვის საცოლეების მომზადების მრავალი ხერხი: მთელი წლის განმავლობაში ქალიშვილს კანში უზილავდნენ არომატულ ზეთებს და ამით თავიდან იცილებდნენ არასასიამოვნო სუნის გავრცელებას. ძველი ბერძნები და რომაელები _ ამასთან, მიაქციეთ ყურადღება, მამაკაცები_იღლიაში იდებდნენ პატარა ტომრებს არომატული ბალახებით. ეს ბალახები, რა თქმა უნდა, მიზეზს ვერ აღმოფხვრიდნენ, მხოლოდ არასასიამოვნო სუნს ფარავდნენ.
მაგრამ ამ სუნის წყაროს სრულიად არ წარმოადგენს ოფლი. გამოყოფის მომენტში ჯანმრთელი ადამიანის ოფლს არავითარი სუნი არა აქვს. უსიამოვნებები მაშინ იწყება, როდესაც საოფლე ჯირკვლების მიერ გამოყოფილ სეკრეტს, რომელიც 85% წყლისა და 15% ცილებისა და ცხიმებისაგან შედგება, ესევიან კანზე მობინადრე ბაქტერიები. ბაქტერიები შთანთქავენ ოფლში შემავალ საკვებ ნივთიერებებს, რის შემდეგაც გამოყოფენ თავიანთი ცხოველმყოფელობის პროდუქტებს, იზრდებიან და კვდებიან. სწორედ ამ პროცესებს ახლავს თან არასასიამოვნო სუნის გაჩენა. ხოლო იმდენად, რამდენადაც სხვადასხვა ადამიანებს განსხვავებული მიკროფლორა გააჩნიათ, სუნის ინტენსივობაც განსხვავებულია. შესაბამისად მათთან ბრძოლის ორი გზა არსებობს: ან არ მივცეთ ბაქტერიებს საკვები_ავიცილოთ ოფლის გამოყოფა, ან გავანადგუროთ თვით ბაქტერიები. ბაქტერიებთან ბრძოლის პირველ საშუალებას (პირველ დეზოდორანტს), თუ არ ჩავთვლით წყალსა და საპონს, სოდა წარმოადგენდა_ ის ბაქტერიების სიცოცხლისთვის აუცილებელი მჟავე არის ნეიტრალიზებას ახდენდა. მოგვიანებით ალუმინის მარილის შემცველი პასტის გამოყენება დაიწყეს, რომლებითაც ფარავდნენ საოფლე ჯირკვლებს, ხოლო ხელის გულებსა და ტერფებს ჭიანჭველის მჟავის ხსნარით ან მუხის ქერქის ნახარშით ამუშავებდნენ, რაც ხელს უწყობდა საოფლე ჯირკვლების შემოჭერას. სწორედ მუხის ნახარში იქცა ყველაზე პირველ ანტიპერსპირანტად.
XIX საუკუნის ბოლოს აშშ-ში გაჩნდა თანამედროვე დეზოდორანტების წინაპარი, ხოლო კიდევ ოციოდე წლის შემდეგ პარფიუმერებმა მოიფიქრეს რთული კომპლექსების გაკეთება, რომლებიც არა მხოლოდ დაფარავდნენ ოფლის სუნს, არამედ ამავდროულად ოფლის გამოყოფასაც შეაკავებდნენ.

ჩვენდაგასაკვირად, დეზოდორანტების და ანტიპერსპირანტების თანმიმდევრული მწარმოებელი გახდა დღესაც კარგად ცნობილი ამერიკული კომპანია ARRID-ი. პირველი დეზოდორანტი კრემის (ARRID® Cream) და ბურთულებიანი აპლიკატორის (ARRID® Roll-On) სახით ამ ფირმამ 1930 წელს გამოუშვა. მაშინ რეკლამა იუწყებოდა: `ეს ჩვენი პირველი პროდუქციაა, რომელიც იღლიაში სუნს აქრობს~. ხუთი წლის შემდეგ, 1935 წელს გაჩნდა პირველი ანტიპერსპირანტი (ARRID® Antiperspirant), მას უფრო აღმაფრთოვანებელი რეკლამა ახლდა თან: "ახლა უკვე ხალხს იღლიის სისველისაგან დამცავი საშუალებაც გააჩნია!".

პირველ კომპანიად კი, რომელმაც შეიმუშავა და გამოუშვა დეზოდორანტ-ანტიპერსპირანტი აეროზოლის საფუთავში, Chase Products Co. იქცა, მაგრამ ეს უკვე 1940-იანი წლების ბოლოს, თუმცა პირველი აეროზოლის ბალონები, მართალია სხვა შიგთავსით, ჩჰასე-მა ჯერ კიდევ 1927 წელს გამოუშვა.

ანტიპერსპირანტების ძირითად კომპონენტად თავიდან იყენებდნენ თუთიის ოქსიდს, შემდეგ კი ალუმინის ქლორიდს, ალუმინის სულფატს, ალუმინის ქლორჰიდრატს, ალუმინ-ცირკონულ ტრიქლორ-ჰიდრატ გლიცინს და სხვას. დღეს კი ეს ყველაზე ხშირად ალუმინის ქლორიდის ჰექსაჰიდრატია. 10-15%-ანი კონცენტრაციით ის გამოიყენება იღლიის მომატებული ოფლიანობის დროს.
ხელის გულებისა და ტერფების ჭარბი ოფლიანობისას უფრო ქმედითია მაღალი - 20-40% კონცენტრაციები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ორგანიზმზე ყოველგვარმა ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს უსიმოვნებები. ასე, ოფლის გამოყოფის ძალდატანებულმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის თერმორეგულაციის დარღვევა, ქსოვილების ლოკალური შეშუპება, ალეგიული რეაქცია, აგრეთვე მოახდინოს ოფლის გამოყოფის ალტერნატიული გზების აქტივიზირება (წყალი ხვრელს იპოვის)- ზურგზე, მკერდზე, ხელებზე ან სადმე სხვაგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ტოპმოდელი ნაომი კემპბელი მეზობელი გახდა იმ ცნობილი ადამიანებისა, რომლებიც მილიარდელ დონალდ ტრამპის კუთვნილ მდიდრულ ცათამბჯენში ბინადრობენ. მოდელმა 90–სართულიანი სახლის 35–ე სართულზე 3.8 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა ბინა, რომელსაც 2 საძინებელი აქვს. შეიძლება ითქვას სიძვირის გამო, ცათამბჯენში ერთიმეორეზე ცნობილი ადამიანები ცხოვრობენ. ნაომის კემპბელის მეზობლები იქნებიან იტალიელი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი, MicroSoft–ის მფლობელი ბილ გეითსი. ამ უკანასკნელმა ცათამბჯენში 15.2 მილიონ ფირვანქად შეიძინა 3 000 კვადრატული მეტრი ფართობი.

ტრამპი კმაყოფილია კოშკის მაცხოვრებლებით და ამბობს, რომ მისი ცათამბჯენი ყველაზე წარმატებული კონდონიუმია, რომელიც ოდესმე აშენებულა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts356
კარმა47
OFFLINEPROFILE
ბუსუსუნ ხოარიცი შემთხვევით კვადრატული ფართი რა ღირს მაგ ცატამბჯენში:))

პ.ს პირველი სართული არმინდა ოღონდ,გისოსების გაკეთების ნერვი არ მაქვს:)))

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 123 posts ] 
ეს საინტერესოა...
დესპანი