↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
დილით,როგორც კი ავდექი
პამელამ ყავა მომართვა,
"დალიე,საყვარელოო"-
ალერსიანად მომმართა.

ყავა შევხვრიპე,დავცალე
ჩავიცვი მე ღიღინითა,
"ბიტლზის" კონცერტზე წავედი
ბრედ პიტის ლიმუზინითა.

ჟან კლოდ ვან დამმა მაჩუქა
დინოზაურის ფიტული,
ვუპი გოლდბერგმა მოიგო,
"მის ამერიკის" ტიტული.

საბრალო ჯორჯ ბუშს მივეცი,
მერვე თაობის მობილი,
ოცდაათ თეთრად ვიყიდე
"ლექსუსის" ავტომობილი.

ზარს მიშვებს რონალდინიო,
მთელი დღე ტვინი წაიღო,
ჩვენმა ნაკრებმა ფეხბურთში
მსოფლიოს თასი აიღო.

კონცერტის შემდეგ მადონას,
მივეცი ავტოგრაფები,
ბრიტნი სპირსს გავაწმენდინე,
მთელს სახლში ფანჯრის რაფები.

"რუსთავი-2" დავხურე
არ მომწონს გადაცემები,
კარიბის ზღვაში ჩავძირე
მეკობრეების გემები.

კომპიუტერით გავტეხე,
"მაიკროსოფტის" საიტი
თემქაზე დავიბარე და
ვამღერე ბარი ვაიტი.

შაკირას დავაკოცნინე,
ორივე ფეხზე თითები.
ბოლოს ჰერაკლეც გავძუყნე,
დავასამარე მითები.

რაცა ვთქვი,არის სიმართლე,
მეტის თქმა არა მინდა რა.
თქვენს დარწმუნებას არც ვცდილობ,
გინდ დაიჯერეთ,გინდ არა.
=lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე?
მოგისმენია გრიალი ზღვისა?
იგი ბრაზდება საკუთარ თავზე
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას
იცი რად არი გაბრაზებული?
რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს?
ზღვასაც ჰყოლია შეყვარებული
და მერე რწმენა დაუკარგია
საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე,
საკუთარ გულში დაუმარხია.
და ეხლა როცა ბნელდება ზღვაზე
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას
საკუთარ სატრფოს იგონებს დარდით
და ეს გრიალი დარდია ზღვისა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
gagigme da shevcdii,
gagibrazdi da shevcdi,
agirchie da shevcdi,
axla amas rom vambob
me mgoni axlac shevcdi

gagijavrdi da shevcdi,
migatove da shevcdi,
dagibrundi... da shevcdi.
ra dro gasula, ra dro...
dros martosuli shevxvdi..
=oops=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ჩემო სიცოცხლე როგორ მიკვარხარ,
მე უშენობით არ მკოფნის გონი,
მე უშენობით ვეღარ ვიცოცხლებ და თავს მოვიკლავ,
მოვიკლავ მგონი.
თუ სიკვარულში არა მაქვს ბედი,
რათ გამაჩინე ამ ქვეკნად დედი?
და თუ სიკვარულმა ტანჯვა მომიტანა,
ჩემმა დაბადებამ შენ რა მოგიტანა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ისევ შორეულ საგანს ვითვისებ,
ახლა ჩემს გულში ბევრი ლექსია.
განმარტოებით ვფიქრობ სიკვდილზე,
განმარტოებით დგას ეკლესია.
შორს დაქრის სული დაუცხრომელი,
საით წავიდა სხეული - ლეში.
ჩანს წერტილივით ქორი, რომელიც
ნელა დაფრინავს მაღალ სივრცეში.
მიდის ეს ქალი და ბავშვი მიჰყავს
და ქარი დასდევს წამების მორევს.
ახლა ჩემს ლექსებს კითხულობს ვიღაც,
კითხულობს ვიღაც და იმეორებს. .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
,,მე რომ შემეძლოს ფუნჯით და კალმით გამოვხატავდი სულის დაგებას,

მე მოქანდაკე რომ ვყოფილიყავ შევქმიდი მხოლოდ შენს ქანდაკებას,

ანდა მწერალი რომ ვყოფილიყავ შენ მოგიძღვნიდი რომანსს იმხელას,

მე მომღერალი რომ ვყოფილიყავ შენზე დავწერდი ყველა სიმღერას...

მეფე რომ ვიყო მეფეთა მეფე,გადედოფლებდი მე შენ დალებთან,

მე საიქიოს რომ განვაგებდე,არ მიგიშვებდი იმის კარებთან,

და არ გეგონოს რომ საფასურად ჩემს შეყვარებას დაგაძალებდი,

ბედი რომ მქონდეს როგორიცა ვარ,ასე უბრალოს შემიყვარებდი"


სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
სატრფოს

მშვენიერო, შენ გეტრფი,
შენი მონა ერთგული,
შენთვის სულდგმულს, შენგანვე,
შენთვის მიძგერს ეს გული!
მეგულები ციხეში,
ცხრაკლიტულში მჯდომარე…
შეთვისებას გიპირებს
გაიძვერა მოყვარე!
ტკბილად გაჭმევს, ტკბილს გასმევს,
შეზავებულს ბანგითა;
დედის ხმაზედ გიმღერის
დედინაცვლის ჩანგითა.
გაუფრთხილდი! ნუ გჯერა
მაგის ტკბილი ნანინა,
შენზე წინათ სხვაც ბევრი
მოხიბლა, შეაცდინა.
გაუმაგრდი განსაცდელს,
აიტანე ტყვეობა!
გშვენის ნესტან-დარეჯნის
მაგალითი… მზეობა.
ტარიელი დაგეძებს
გავარდნილი დღეს ველად,
ავთანდილი ფრიდონით
მოდის გამოსახსნელად,
რომ სისხლი და ცრემლები
მსხვერპლად შენ წინ დაღვაროს!..
აქ ცოცხლებს სცეს ნუგეში
და იქ მკვდრები ახაროს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
მწუხარე და სევდიანი
სერზედ იდგა ერთი ქალი,
ფერმიხდილსა მღელვარებით
შორს ეჭირა გზისკენ თვალი.
მას უნდოდა, რომ შეეტყო
მისი ქვეყნის ბედისწერა;
შიკრიკს მოჰკრა შორით თვალი
და დაუწყო გულმა ძგერა.
მიაძახა ახლოს მოსულს:
“ნუ დაჰფარავ ნურაფერსო,
თორემ ბოლოს გაზღვევინებ,
გეფიცები ზეციერსო!”
წინ წამოდგა მონამ ბიჯი,
ტირილითა მოახსენა:
“ვაი ჩემს თავს!.. სჯობს დამებას
ცოდვილი და მწარე ენა!
“ვხედავ, შენზედ უჩხავლია
შავბედითსა ყორანს შავსო!
რაღა გითხრა მე საბრალომ
შენ, შვილების დამკარგავსო!”
ქალმა უთხრა: “სუ!.. არ გკითხავ!
ჯერ მითხარი შენ ესაო:
თათრებს დარჩა გამარჯვება,
თუ ჩვენს ძლიერს მეფესაო?”
“ეგ რა ბრძანეთ?!. ქართველ ჯარსა
განა სძლევდა თათარიო?
თვით არ მივა, და მოსულ მტერს
რომ დაუხვდეს, მზად არიო!
“ზარი დასცეს სერასკირსა,
არ მოსულა ჯერაც გონსა!
ქართველები ღმერთს მადლობენ,
ადიდებენ სოლომონსა!”
ქართვლის ქალი პირჯვარს იწერს:
“მადლი ზენა ქართველებსო!
აბა ახლა მომიყევი,
რაც გადახდა ჩემს შვილებსო”.
“შენი პირმშო აღარა გყავს:
ალექსანდრე მოგიკლესო,
უმცროსი ძმა მიეშველა,
იმასაც დღე უმოკლესო.
“თათრის ტყვიამ გაუხვრიტათ
ორთავ გულის ფიცარიო;
მოკვდენ, მაგრამ სახელი კი
ნახეს დაუვიწყარიო!..”
დედას ცრემლი უნებურად
წამწამებზედ შეუჩერდა;
ნაცრის ფერი გადაედვა,
გული ხშირად აუძგერდა.
მაგრამ ეს სთქვა: “გამიზრდია
ქართველ ქალსა ქართვლის შვილი!
ეს ნაღველი დედისათვის
მწარე არის და თან ტკბილი!
“მამულისთვის მიშობია
მისი ჭირის სანაცვლოდო;
ქართველ დედებს ვალად გვაძევს,
ამ ჭირს უნდა გავუძლოთო”.
ესა სთქვა და ისევ ჰკითხა:
“საშუალომ რაღა ქნაო?
ამოიგო ძმების სისხლი?
თათრის მძორის დასდგა ძნაო?”
“არა, ჩემო ქალბატონო,
ვერ გავბედავ ტყუილსაო;
ეგ სახელი არ უნახავს
ქალაჩუნა თქვენს შვილსაო!
“უფროსი და უმცროსი ძმა
მტრის რაზმში რომ გაჰკიოდა,
საშუალო ტყეში იწვა:
გულ-მუცელი ასტკიოდა”.
ეს რომ ესმა, ქართვლის ქალი
უცნაურად დაიღრიჯა,
ამოჰყარა ძუძუები,
მოთქმით თავი მოიგლიჯა:
“ვაი ლეჩაქს, შერცხვენილსა,
ვაჰ ძუძუებს გაკიცხულსო,
ვაი დედას, თითქმის პირშავს,
რა მახვილი მეცა გულსო!
“არა ვსტირი იმ ორ შვილსა,
ომში მოკლულს გმირულადო,
ვიგლოვ ცოცხლად დარჩენილსა
უსახელოდ... ვირულადო!”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
შენი სახეა ნუთუ, ღამით ჩემთან რომ მოდის
და დამძიმებულ ქუთუთოებს ძილს არ ანებებს?
ნუთუ შენ მიფრთხობ სანატრელი სიმშვიდის ლოდინს,
როცა თავადაც ემსგავსები ღამის ზმანებებს?

შენი სულია ნუთუ ჩემთან შორით მოსული,
რაც საქმეში და საფიქრალში ძალად მეჭრება,
ამაოებით და სირცხვილით გარემოცული
ჩემი ცხოვრება რომ შეიპყრონ კვლავაც ეჭვებმა?

არა, შენ არ ხარ, ვინც თვალთაგან წარმტაცა რული,
არც სიყვარულის ზმანება ხარ და არც მაქცია,
ეს მხოლოდ ჩემმა სიყვარულმა წამართვა სრული
მოსვენება და შენს დარაჯად გადამაქცია.

მე შენთვის ვფხიზლობ, შენ კი სადღაც იღვიძებ ამდროს...
ჩემგან შორსა ხარ, ვიღაც სხვა კი გულს ახლოს განდობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ცუდოოო რა კარგი ყოპილხარ მაგარია მომაცონა

ბუბუსუნა
თამო
მომაწონააა
კარგები ხართ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
სურათი აღარ არსებობს
:) :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined17 Mar 2008
Posts260
კარმა7
OFFLINEPROFILE
აიშლებიან ღრუბლები, როგორც ყვავები სერზედა,
რამეს რომ არ გეუბნები, შენი კი არ მომერიდა,
გამთვალა ე მაგ მზერამა, დავიარები უღონოდ,
თორემ ჯიხვს დავცემ ბებერსა, მდინარეს გავალ უგონოს.

ეეჰ, არა მწყალობს გუდანი, არც შენა მწყალობ ქვეყანად,
როგორ გავმართო გუთანი, როგორ ავცელო ე ყანა.
მიზიდე წყალი სათიბში ყელმოტეხილი სურებით,
იმ წყალთან ერთAდ შენც შეგსვამ, აღარ დაგტოვებ სრულებით...

აიშლებიან ღრუბლები, როგორც ყვავები სერზედა,
რამეს რომ არ გეუბნები, განა არ ვფიქრობ შენზედა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს :) :)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი