
საქართველოში აივ ინფექციის გავრცელების ხელშემწყობი მიზეზებია:
ინტრავენური ნარკომანიის ფართო გავრცელება;
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შიდსის მხრივ არსებული არასახარბიელო ეპიდსიტუაცია;
მოსახლეობის მზარდი მიგრაცია და ფართო საერთაშორისო კონტაქტები
შიდსის შესახებ მოსახლეობის დაბალი განათლების დონე;
ერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების, სადეზინფექციო და სასტერილიზაციო საშუალებათა დეფიციტი და ამასთან, სამედიცინო მუშაკების არასაკმარისი უნარ-ჩვევები ინფექციათა გადაცემის პროფილაქტიკის მხრივ;
პრეზერვატივებზე ტრადიციულად დაბალი მოთხოვნილება.
როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში აივ ინფექცია / შიდსის ეპიდემიის საფრთხე ყველაზე მეტად ახალგაზრდობას ემუქრება. სოციოლოგიური გამოკვლევების თანახმად, ახალგაზრდებში უკიდურესად დაბალია აივ ინფექცია / შიდსის შესახებ ცოდნის დონე და მეორეს მხრივ, მაღალია სარისკო ქცევების გავრცელება (ნარკომანია, დაუცველი სქესობრივი კავშირები).
გააცნობიერეთ პრობლემის სერიოზულობა, მიიღეთ საჭირო ინფორმაცია
და თავიდან აიცილებთ საფრთხეს!