 |
კარენოი დესპანელი
 |
| Joined12 Oct 2007 |
| Posts3804 |
| კარმა223 |
  |
|
skara_bäus wrote:ციტატა: ჰოდა ვალი გაქვს:)...ხატი ვალი.... პ.ს თქვენ ხომ გჯერათ რომ მე გავფრინდები.. -უზდელობაში ნუ ჩამომართმევ ბიძია-ბაბუა მარა მასეთ რაღაცაზე ჯერ არ მიფიქრია,ვალები მაქვს,ისე თუ გმერთი მეინდომებს რა სიკვდილი დაუდგება წინ:) (ამ გახსენებულზე)  )  ვალს გასტუმრება უნდა ,აბა როგორ  ლაშარის ჯვარში შემონახულია 3,5 მეტრის ჯაჭვი _ ჯალამბარი, ჯალაბაურის ჯაჭვი. თქმულების მიხედვით ეს ჯაჭვი თამარ მეფისთვის გაუკეთებია ჯალაბაურს _ მისრიას (მისრიაშვილს).
თქმულების მიხედვით, თამარ მეფეს მისრეთში გაუვლია, გზად ცხენებს ნალების დაჭედვა დასჭირებიათ და ამალას მჭედელ ჯალაბაურისთვის მიუკითხია. მისრია საუკეთესო მჭედელი ყოფილა იმ მხარეში. მეფისთვის ცხენის ისეთი ლურსმნები გაუკეთებია, ლურსმანი გრდემლზე დაუკრავს და ისიც გრდემლში ჩასულა. მეფე და მისი ამალი კი უფრო იმით გაუკვირვებია, რომ ჯიბიდან დაგორგოლავებული ხმალი ამოუღია და იარაღი თავისით გაშლილა. მერე ისევ დაუკეცავს და ჯიბეში ჩაუდია.
თამარ მეფემ გაყოლა მოსთხოვა, ჩემთან იმუშავეო, მაგრამ მჭედელმა მეფეს უარი გაუბედა. თამარმა დაატყვევა და თან წაიყვანა. ჯალაბაურს ერთ ხანს უმუშავია მეფის კარზე, მაგრამ მერე მაინც გაპარულა. თამარ მეფე, თქმულების თანახმად, კვლავ თავად ეახლა მჭედელს და დიდი ჯაჭვის გამოჭედვა სთხოვა, გამზადებული ჯაჭვი კი მჭედელს კისერზე დაადო და კვლავ თავისთან წაიყვანა. ჯაჭვი მანამ სდებია კისერზე ჯალაბაურს და ასე ყოფილა დაბმული, სანამ თამარ მეფისთვის ფიცი არ მიუცია, არ წავალო. რადგან მჭედელი მისრეთიდან იყო მოყვანილი, გვარად მისრიაშვილობა უბოძეს, სოფელს კი სადაც მისი გვარი დასახლდა _ მისრიანთკარი, რომლის ხევისბერობაც თამარ მეფემ მისრიაშვილებს უბოძა. მისრიაშვილების გვარი თურმე, გვარიანად კარგა ხანი, ცნობილი იყო კარგი მჭედლებით.
...................................................................... სამყაროს შექმნა (ქართული ლეგენდა 1)
ღმერთი სამყაროს კლდეზე იჯდა, მის ირგვლივ კი თვალმიუწვდომელი წყალი იდგა. ღმერთი კლდიდან გადმოსულა და წყალში ჩასულა, შემცივნებულს სევდა მორევია, დანაღვლიანებულა. ორი ცრემლი ჩამოვარდნია, ერთი მთავარანგელოზ მიქაელად გადაქცეულა, მეორე _ მთავარანგელოზ გაბრიელად. ამის მერე ღმერთს წყალი დაუშრია და ნაფეხურები უპოვნია. ღმერთი ანგელოზებთან ერთად გაჰყოლია ნაფეხურებს და ლურჯ ქვას მისდგომნიან. ღმერთს ქვა ხელში აუღია, იაიდან კი სამოელი (ეშმაკი) გამოვარდნილა და ღმერთისთვის ყელში ხელი უტაცია და მანამ არ გაუშვია, სანამ დაძმობილების ფიცი არ ჩამოურთმევია.
სამყაროს შექმნა (ქართული ლეგენდა 2)
აქაც მამა ღმერთი კლდეზე მოწყენილი მჯდარა, ორი ცრემლი ჩამოვარდნია და მთავარანგელოზებად გადაქცეულან. ღმერთს შორს თეთრი ქვა დაუნახავს და მასთან მისვლა გადაუწყვეტავს, მაგრამ მთავარანგელოზები ქვისკენ მიმავალ გზას ურევენ. ღმერთი მათ უწყრება და მაინც მიდის ქვასთან და მათრახს გადაარტყამს. ქვიდან ეშმაკი გამოვარდება და ღმერთის ცხენს აღვირში სტაცებს ხელს და ღმერთს სთხოვს _ მე და შენ ორივე თეთრ ქვაში ვისხედით, მე ვარ ქვის გული როგორც _შენ. ამიტომ სამყაროში მეც რამე გამომიყავიო.
ეს ორი ლეგენდა მე-19 საუკუნის ბოლოს იმდროინდელ ტიფლისში გამოცემულ კრებულში დაბეჭდილა პირველად.
............................................................ მითოლოგიურად ღვთისშვილები უხილავნი არიან, მათ საფარველი აქვთ დადებული. ისინი მხოლოდ რჩეულებს ეცხადებიან სხვადასხვა აღეებით ანუ სახეებით. ფოლკლორში ყველაზე გავრცელებულია მტრედის, ჯვრის, ღრუბლის ფთილის ანუ კოტორის და სხივოსანი ბურთის ანუ ცეცხლის ბურჯღუმის სახით გამოცხადება.
არის ასეთი თქმულება: ღვთისშვილები ღრუბლის ფთილად გამოცხადებიან ერთ ბლოელ მწყემს ქალს. ერთ ფშაველ ქალს ძროხები დაჰყავდა საძოვარზე. როგორც კი ქალი საქონელს გარეკავდა, მის გვერდით მაშინვე უცნობი ვაჟი გაჩნდებოდა ხოლმე. როცა ქალი ძროხებს შინისკენ გარეკავდა, ვაჟი ისე უჩუმრად გაიპარებოდა, რომ მის წასვლას მწყემსი ქალი ვერც კი ხვდებოდა. ვაჟი კი ყოველდღე სიყვარულს უხსნიდა და უხსნიდა. ქალმა ბევრჯერ ჰკითხა: ვინ ხარ ანდა საიდან მოდიხარო, მაგრამ ვაჟი არაფერს პასუხობდა. როცა ვაჟი უკვე მოფერებაზე გადავიდა, ქალსაც მისი ხელი უცნაურად, არადამიანურად მოეჩვენა, კარატის წვერისკენ კოპალასა და იახსარის სალოცავებისკენ გაიხედა და მათ შესთხოვა: თქვენ დამწერეთ ჯვარი, ამას რა უცნაური მკლავი ჰქონიაო. ვაჟმა შეიცხადა, რაზე დამღუპე, მათი სახელი რად ახსენეო. ღვთისშვილთა სახელის ხსენებაზე კარატის წვერიდან ღრუბლის ქულა ავარდა და მათკენ გამოეშურა, გზაში ცეცხლად იქცა დაეცა ვაჟს და ფერფლად აქცია. ქალი კი გადარჩა. ქადაგმა ქალის ოჯახს აუხსნა, ის ვაჟი დევი ყოფილა და გულში კი ავი ზრახვანი ჰქონდაო.
| |
|