გაიხარე, ჩემო ხატი......აააა, ასე მტერი დაგვეცალოს.....=ae= ( ეეეუF, კაი ღვინოა! ) ხოოდა, მე რადგან აქ შემოსწრებული ვარ, მინდა, ჩემი სათქმელი, ალბათ უკვე სხვისგან ნათქვამი ,მაინც ვთქვა ჩემებურად...ერთვისთვის ერთი არსებობსო მხოლოდ, გამიგია და მოდით, ამ ერთადერთებს გიდღეგრძელებთ....
ტაძრებს აგებდნენ სუროთმოძღვრები,
ტაძარს ავაგებ მეც...
ისინი ტაძრებს ღმერთებს უგებდნენ,
მე, კი აგიგებ შენ...
სანთელს ანთებენ სვეტიცხოველში...
სანთელს ავანთებ მეც...
ისინი სანთლებს ხატებს უნთებენ,
მე, კი აგინთებ შენ...
სადღეგრძელოა ქართულ საუფრაზე,
ორ სიტყვას ვიტყვი მეც,
ისინი თავის ნეტას ლოცავენ,
მე, კი დაგლოცავ შენ!
