ორმაგი და სამმაგი ზიგზაგებიორმაგი ზიგზაგი
ეს მოდელი შედგება წყვილი ზიგზაგისაგან (W) და (Y), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან (X) ტალღით. (W) და (Y) ტალღები გვევლინებიან მომქმედ ტალღებად რადგანაც მიგვანიშნებენ ზიგზაგის მიმართულებას, ხოლო ტალღა (X) არის კორექციული ტალღა რომელმაც შეიძლება მიიღოს კორექციული ტალღის ნებისმიერი ფორმა, თუმცა ხშირად ის ღებულობს ზიგზაგის ფორმას.
ორმაგი ზიგზაგის სტრუქტურაა: 3-3-3.
ორმაგი ზიგზაგის ნიშნები:
1. ორმაგი ზიგზაგი ყოველთვის შედგება სამი ძირითადი
ტალღისაგან.
2. როგორც წესი ტალღები (W) და (X) გვევლინებიან
ორდინალურ ზიგზაგებათ.
3. ტალღა (X) შეიძლება მოგვევლინოს კორექციული
ტალღის ნებისმიერ ფორმაში.
4. ტალღა (X)-ს სიგრძე ყოველთვის მოკლეა ტალღა
(W)-ის სიგრძეზე.
5. ტალღა (Y) როგორც წესი უფრო გრძელია ტალღა
(X)-ზე.
ორმაგი ზიგზაგის თვისებები:
1. ორმაგი ზიგზაგი როგორც წესი არის დომინირებული ტრენდის
ღრმა კორექცია.
ორმაგი ზიგზაგის აღნიშვნა:
1. ორმაგი ზიგზაგის ძირითადი ტალღები აღინიშნება მხოლოდ
ასოებით W-X-Y.თუ ფასმა ერთი ზიგზაგით ვერ მიაღწია სასურველ საზღვრებს, მაშინ იწყება მეორე ზიგზაგი და თუ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, მაშინ იწყება მესამე დამაგვირგვინებელი ზიგზაგი.
სამმაგი ზიგზაგი
სამმაგი ზიგზაგის მომქმედ ტალღებად გვევლინებიან, ზიგზაგები [W]; [Y] და [Z] ეს ტალღები მიმართულნი არიან სამმაგი ზიგზაგის მოდელის ტრენდის მიმართულებით. ხოლო უკუქმედით ტალღებად გვევლინება ორი ტალღა რომლებიც აღნიშნულნი არიან [X] ით.
სამმაგი ზიგზაგის სტრუქტურაა: 3-3-3-3-3.
სამმაგი ზიგზაგის ნიშნები:
1. სამმაგი ზიგზაგი ყოველთვის შედგება 5 ძირითადი
ტალღისაგან.
2. ტალღები W; Y და Z როგორც წესი არიან ორდინალური
ზიგზაგები.
3. პირველი კორექციული ტალღა X შეიძლება მოგვევლინოს
კორექციული ტალღის ნებისმიერ ფორმად გარდა
ჰორიზონტალური და დახრილი სამკუთხედისა.
4. მეორე კორექციული ტალღა X შეიძლება მოგვევლინოს
კორექციული ტალღის ნებისმიერი ფორმის სახით.
5. პირველი X ტალღის სიგრძე ყოველთვის ნაკლებია ტალღა
W-ის სიგრძეზე.
6. ტალღა Y-ს სიგრძე ყოველთვის მეტია პირველი კორექციული
ტალღა X-ის სიგრძეზე.
7. მეორე კორექციული ტალღა X-ს სიგრძე ყოველთვის ნაკლებია
ტალღა Y-ის სიგრძეზე.
8. ტალღა Z-ის სიგრძე როგორც წესი მეტია მეორე კოერქციული
ტალღა X-ის სიგრძეზე.
სამმაგი ზიგზაგის თვისებები:
1. როგორც წესი სამმაგი ზიგზაგი არის დომინირებული
ტრენდის ღრმა კორექცია.
სამმაგი ზიგზაგის აღნიშვნა:
1. სამმაგი ზიგზაგის ძირითადი ტალღები აღინიშნებიან
მხოლოდ ასოებით. W-X-Y-X-Z.