↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 231 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined15 Jan 2008
Posts52
კარმა52
OFFLINEPROFILE
=ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined03 Dec 2007
Posts47
კარმა51
OFFLINEPROFILE
თქვენ გაგიმარჯოთ დესპანელებო,უღრუბლო ცა და ლამაზი დღეები გქონებოდეთ.უფლის მფარველობა არ მოგკლებოდეთ მთელი ცხოვრების მანძილზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
skara_bäus wrote:
ციტატა:
მოიტა ხატი განსხვავებული..და ლექსად უნდა ვთქვა :):):)

...და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.
სიყვარულისგან მეტ მოთმენის
არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.
მეტი მოზიდეთ კალმახები
მაშ, არაგვიდან,
რაც იყოს, იყოს, ამ ქეიფსაც
ერთხელ ავიტან.
ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი
ლექსი დარჩება,
განა გავხდებით პოეტები
ლექსის ჩარჩებად?..
-ნინა, ნინა, ჩემო ნინა,
გათხოვება ხომ არ გინდა?
-გათხოვება რომ მინდოდეს,
შენი კითხვა მე რად მინდა?
ასე მეარღნევ, დაამტვრიე,
დასცხე, გეთაყვა,
აბა, რად გიღირს ერთი ძველი
შენ მუხამბაზი!
რამდენი ძველი სიყვარული
ამ მტკვარს თან გაჰყვა,
ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება
ახლაც ჯამბაზი.
-„შაბთი რომ დაღამდება,
კვირა გათენდება.
თამრიკო მოწამლულა,
რაღა მეშველება?“
ტყუილი იქნება, ჩემო ძმაო,
თავს ვინ იწამლავს?
ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად
ჰქვიოდა თამრო!
ის სხვა სიყვარულს უეჭველად
გულში იმალავს,
რამდენიც გინდა,
თვითონ ვიცი,
იმას ჰყავს საქმრო...
ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,
წაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე
ვინმეს ვუყვარდე!
რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ
ხელით წასული, -
საქართველოში ხომ ფეტვივით
სთესავენ ვარდებს!
ვიცი, გიყვარვარ, რომ არ გინდა
მოკვდეს თამარი.
შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები,
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია
ვერცხლის ქამარი.
ცდები, მეარღნევ, გათხოვდება
ის შენი ნინა!
არ დაიჯერო, ის თამრიკოც
რომ მოიწამლოს.
ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ
რამ არონია,
ქალი ქალია და იშოვის
თავის მალამოს.
უბრალოდ ვკვდებით მეარღნეები
და პოეტები,
მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც
გვეპატიება...

ძალიან მიყვარს ეს ლექსი,მაგრამ ბოლომდე არ მახსოვდა,.მაგარია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმება მონატრების ვინც იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს
და გავსებული ამ ცრემლებით შეუსვამს თასი.
მინდა დავლიო სადღეგრძელო მე მონატრების
დამეთანხმება ვინაც ფასი ნამდვილად იცის,
ვისაც უგრძვნია მონატრება ერთგულ მეგობრის,
ვისაც უგრძვნია მონატრება მშობლიურ მიწის.
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
და მათიც, ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია,
ჩემი ცხოვრება სიყვარულით მინდა გავლიო,
რამეთუ თავად მონატრებაც სიყვარულია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მთას ნუგეშა ავიტანე,
წამოვიდა გორებითა,
აქ სიცოცხლით დამეღალეთ,
იქ კი- სულის ცხონებითა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
წასულები მოვიგონოთ.. (ფეხზე ადგომით)...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
ბუბუს გაუმარჯოს,ბუბუს,როგორ ხარ?სად დაგვეკარგე?ხომ მშვიდობაა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მოდით ,უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს...მერე სიყვარულზე ლოცვას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეს სადღეგრძელო მიყვარს ძალიან:ცაში ღმერთს გაუმარჯოს,მთაში ხატებს,მიწაზე ჩვენ და მიწის ქვემოთ ჩვენ წინაპრებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მოდით,იმ გულიდან წამოსულ ცრემლებს გაუმარჯოს,რომებიც თვალებს მოადგება,თვალებიდან გადმოსვლას არ კადულობს და ისევ გულში ბრუნდება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ათასჯერ ნანატრს,ნაპოვნს და დაკარგულს გაუმარჯოს!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მოდი,იმ ფიქრს გაუმარჯოს,
ღიმილს და სიკეთეს,
ჩვენს გულში ფარულად
ბუდეს რომ იკეთებს.
ნეტარს გაუმარჯოს
ყველასგან დაფარულს,
სიყვარულს...სიყვარულს_
თუ გინდათ დაკარგულს!
ოხვრას გაუმარჯოს
და გრძნობას მორეულს_
ზღაპარს რომ გვაგონებს
ნაცნობს და შორეულს!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
იმ წვიმის წვეთს გაუმარჯოს,რომელმაც იცის დაცემის დროს დაიმსხვრევა და მაინც ეცემა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
მოდით,იმ ბალიშს გაუმარჯოს,რომელზეც გვიფიქრია,გვიტირია,ათასჯერ ცრემლით დაგვისველებია,რომელიც გვიცემია,სიმწრისგან გვიბეგვია.,მაგრამ მაინც არასოდეს გავუცივართ!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
tamo_ wrote:
ციტატა:
იმ წვიმის წვეთს გაუმარჯოს,რომელმაც იცის დაცემის დროს დაიმსხვრევა და მაინც ეცემა.

არ გაუმარჯოს ასეთ წვეთს..

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 231 posts ] 
დესპანი