↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ვის დაავიწყდა ვისი გორისანი ვართ


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 122 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
გეთანხმები ჩემო ნინოჩკა მართალი ხარ,ადამიანი არ უნდა დარჩეს გვარი და სახელით ქართველი

=sher=
ხანდახაბნ ასეთი კითხვა უფრო მიჩნდება,ვის ახსოვს,რომ ქართველია???ვისი გორისაა ეს მეორე საკითხია საერთოდ....:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined23 Mar 2008
Posts222
კარმა11
OFFLINEPROFILE
სამწუხაროდ ძალზედ ბევრს დაავწყდა რომ ქართველია და ვისი გორისაა მიბაძვაზე გადავიდა ძალიან დიდი ნაწილი ქართველობის რატომღაც გონიათ სხვას თუ მიბაძავენ და მითუმეტეს დაემსგავსებიან უფრო ღირსეულნი გახდებიან და რაღაც საფეხურით წინ წაიწევენ მაგისთანებს საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ საშვალება საქართველოში ცხოვრების მაგისთანებზეა ნათქვამი (ძაღლი შინ არ ვარგოდაო სანადიროდ გარბოდაო)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მე მინდოდა იავნანა,
როგორც ნაზი პოემა...
რაც ვერ მოკლა შენმა დანამ,
მოკლა სიმარტოვემა.

ოი, როგორ მედიდური
მქონდა გული ბავშვობის,
ოი, როგორ დაგემდურე,
ოი, როგორ დაგშორდი.

და არ ვიცი, იქნებ დაჭრილს
მომწვდეს შენი მარჯვენა
და ეღირსოს უხმო აჩრდილს
ქვეყანაზე დარჩენა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Mar 2008
Posts17
კარმა1
OFFLINEPROFILE
ციტატა:
გერმანიაში თურმე მაღაზიებს ქართულად აწერია : "ნუ მოიპარავთ!!!" განა სირცხვილი არაა?
სირცხვილია და მერე როგორი
საფრანგეთში არ მინახია მაღაზიებზე ესეთი წარწერა მაგრამ სულ გული მიკვდება ხოლმე სხვა ერის წარმომადგენლები რომ მეუბნებიან ქართველებისგან ეს ვიყიდეთ ის ვიყიდეთ და აშ (რა თქმა უნდა მოპარული) აქ ქართველები ისე ირცხვენენ თავს მე კი სულ იმის მტკიცება მიწევს რომ ესენი არ არიან ნორმალური ქართველები და ჩვენ ბევრად უკეთესი ერი ვართ და ბევრად უფრო მეტ პატივისცემას ვიმსახურებთ ვიდრე ეს ხალხი სირცხვილია სირცხვილი:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
uso wrote:
ციტატა:
სამწუხაროდ ძალზედ ბევრს დაავწყდა რომ ქართველია და ვისი გორისაა მიბაძვაზე გადავიდა ძალიან დიდი ნაწილი ქართველობის რატომღაც გონიათ სხვას თუ მიბაძავენ და მითუმეტეს დაემსგავსებიან უფრო ღირსეულნი გახდებიან და რაღაც საფეხურით წინ წაიწევენ მაგისთანებს საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ საშვალება საქართველოში ცხოვრების მაგისთანებზეა ნათქვამი (ძაღლი შინ არ ვარგოდაო სანადიროდ გარბოდაო)

სამწუხაროდ როდესაც გავხსენი თემა ქართველი , რეალობა კარგად ვერ გავითავისეთ, და სასაცილო გახდა ისე პრობლემები რომლებიც ამ ჯამად და საერთოდაც აწუხებდა ქართველ ერს.. ის რაც ხდება დღეს საქართველოში იგივე ხდება აქაც, რადგანაც ეს არის ჩვენი სახე, დადებითიც თუ უარყოფითიც. რაც შეეხება სხვების მიბაზვას, არ ვიცი რას გულისხმობ , ასეთი დამოკიდებულება მე ჯერ არც ერთ სხვა ერში ამ მინახავს, და არც ამერიკაში მათ შორის.. და როდესაც ნიაზ დიასამიზე მიტინგზე გამოვიდა დათმობის თემით , და საზოგადოებას მიმართა იქნებ ჩვენს თავშიც ჩავიხედოთო , სტვენით გაისტუმრეს.. სასიხარულოა თუ სამწუხარო, ეს არის რეალობა.. ანუ საქართველოშიც და აქაც ჩვენ წარმოვადგენთ ქართველი ერის დღევანდელ მდგომარეობას.. თუ ვინმეს გული სტკივა საქარტვერლოზე ერთერთი მეც ვარ, და მჯერა თვითოეული თქვენგანიც. მაგრამ კარგად მახსოვს საქართველოში "ბენზინის " თუ პურის რიგებში ერთურთის პატივისცემა.. ნურავის ნუ გააღიზიანებს ეს ჩემი კომენტარი, დადებითი ბევრი რომ გფვაქვს არავინ დაობს ამაზე. მაგრამ თუ ჩვენ ის თვისებები რომლებიც ზოგიერთს ღირსების შელახვად ეჩვენება იმის გამო რომ ღირსებებაზე მცდარი წარმოდგენები ავს, არ გადავლავლახეთ. დიდი ხანი იქნება ყველაფერი ისე როგორც არის დღეს.. ანუ ეს არის > ქართველი.. ჩემი კომენტარი არ ეხება პიროვნულად არავის.. და გამოხატავს მხოლოდ ერთი ადამიანის კერძო (შესაძლბელია მცდარ) შეხედულებასაც. :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Mar 2008
Posts17
კარმა1
OFFLINEPROFILE
nanukamch wrote:
ციტატა:
"ჩემო კარგო მე პირადად არავის მაგალითს და არავის ზღაპრებს არ ვყვები.შენ არ ვიცი გერმანიაში რა გაგიგია რა არ გაგიგია და მე კი საფრანგეთში ვცხოვრობ უკვე რვა წელი და საკუთარი ახლო ნათესავი ცხოვრობს მისი ცოლ შვილით,იმ ქალაქში სადაც მე ვცხოვრობ და ერთს არ დამიკავშირდება და არ მომიკითხავს,რატომ?იმიტომ რომ ორივე ცოლქმარს არა სცალიათ ჩემთვის,თანაც გამდიდრდნენ,თავს არავის უტოლებენ,გაიტანეს მთელი მაღაზიები,ნეტავ თუ დარჩათ რომელიმე მაღაზია კიდევ გასაქურდი.კიდევ გეტყვი,ერთ დღეს მირეკავს პატარა სავადმყოფოში ყავდათ და პრობლემა შეექმნათ,ბავშვს არ ატანდნენ,იმიტომ რომ საბუთები არ ქონდათ,ვერ უმტკიცებდნენ რომ მათი შვილი იყო,თან ლაპარაკიც არ იცოდნენ ფრანგულან,დამირეკა და მთხოვა მივსულიყავი,ველოდე ველოდე მეტროს წინ და არ მოვიდა ,მირეკავს და მეუბნება მანქანით მილიციამ გამაჩერაო...ხოოო,იცით რა მილიცია ტყუილად აქ არავის არ აჩერებს,აქ მილიციამ იცის ვინ უნდა გააჩეროს ,კაი ხანი იყო დაკავებული...მერე აღარ ვაგრძელებ..." ეგ თქვენი ნათესაური პრობლემებია და არც ვუარყობ რომ არსებობენ ცუდები ,და ძალიან სამწუხაროა, რომ ასე დაგწყვიტეს გული. მე ჩემი გერმანელი-ქართველების პოზიციას ვიცავ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცუდი მესმის იმ ხალხისაგან ვისაც თვითონ პირადათ არ უნახავს აქ რა ხდება და როგორ ხდება და ზღაპრებს ყვება.
სამწუხაროდ მართალი ხარ
რომელ ქალაქში ხარ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ჩემი აზრით, ადამიანმა, ვინც არ იცის თავისი წარმომავლობა, ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ.
განა რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რაც დამავიწყებს, თუ ვისი სისხლით იკვებება, ჩემი ტვინი და სხეული.
არის ადამიანების კატეგორია, რომელთაც მიაჩნიათ,რომ ყველაფერი უცხოური " ასწორებს".
არ არის აუცილებელი, გინდა თბილისში იყვეს, გინდაც NY-ში, მაინც იმ უცხოურს ამჯობინებს.
კარგს მაინც იღებდნენ სხვისგან. არააა, რაც მიუღებელია, მაინცდამაინც ის უნდათ დააკანონონ და უნდათ რომ სხვაც მათნაირად მეტყველებდეს და იქცეოდეს.
შორს არ წავალ: ნახულობთ ალბათ ტელევიზიით, თუ რითი ერთობა დღევანდელი ჩვენი ახალგაზრდობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Mar 2008
Posts17
კარმა1
OFFLINEPROFILE
elchi wrote:
ციტატა:
ჩემი აზრით, ადამიანმა, ვინც არ იცის თავისი წარმომავლობა, ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ.
განა რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რაც დამავიწყებს, თუ ვისი სისხლით იკვებება, ჩემი ტვინი და სხეული.
არის ადამიანების კატეგორია, რომელთაც მიაჩნიათ,რომ ყველაფერი უცხოური " ასწორებს".
არ არის აუცილებელი, გინდა თბილისში იყვეს, გინდაც NY-ში, მაინც იმ უცხოურს ამჯობინებს.
კარგს მაინც იღებდნენ სხვისგან. არააა, რაც მიუღებელია, მაინცდამაინც ის უნდათ დააკანონონ და უნდათ რომ სხვაც მათნაირად მეტყველებდეს და იქცეოდეს.
შორს არ წავალ: ნახულობთ ალბათ ტელევიზიით, თუ რითი ერთობა დღევანდელი ჩვენი ახალგაზრდობა.
სხვათაშორის მართალია ესეთი რაღაცეები მარტო საზღვარგარეთ არ ხდება თბილისში უარესი ხდება მგონი
ამას წინათ რაღაც შოუს უყურებდი იმ შოუზე მოსახვედრ კონკურსზე ისეთი რაღაცეები ქნეს გოგოებმა და ბიჭებმა მართლა გაოგნებული ვიყავი ნუთუ ესენი ქართველები არიან მეთქი:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Mar 2008
Posts3
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეჰ ცხოვრება აირია აბსუს კომუნიეტები :D

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
კიდევ ერთს დავამატებ.
მე მგონი, ვინც სამშობლოდან შორს ვართ გადმოხვეწილნი, ჩვენ უფრო უფრთხილდებით, ენასაც და ტრადიციებსაც.
ბევრს ვიცნობ, სხვადასხვა შტატებში ვცხოვრობთ და გვაქვს მიმოწერა.
არცერთ ქრისტიანულ დღეს არ ვტოვებთ, ყოველთვის ავღნიშნავთ და ერთმანეთს ულოცავთ.
მშობლიურზე უტკბესი განა არის რამე ამ ქვეყნად?

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Mar 2008
Posts17
კარმა1
OFFLINEPROFILE
elchi wrote:
ციტატა:
კიდევ ერთს დავამატებ.
მე მგონი, ვინც სამშობლოდან შორს ვართ გადმოხვეწილნი, ჩვენ უფრო უფრთხილდებით, ენასაც და ტრადიციებსაც.
ბევრს ვიცნობ, სხვადასხვა შტატებში ვცხოვრობთ და გვაქვს მიმოწერა.
არცერთ ქრისტიანულ დღეს არ ვტოვებთ, ყოველთვის ავღნიშნავთ და ერთმანეთს ულოცავთ.
მშობლიურზე უტკბესი განა არის რამე ამ ქვეყნად?
მარტალი ხართ
და საერთოდ რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
თავი ეგონათ აღლუმზე,
ქუხდა ვაშა და „ურა“, -
თბილისს „ტიფლისი“ უწოდეს,
მტკვარი გვიქციეს „კურად“.

მავანს და მავანს ჰგონია,
ფეხით შეგვდგა და გვწურავს, -
მტრის მტრობას კიდევ გავუძლებთ,
ძმამ თუ არ გვიმტრო ძმურად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ,
რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?! -
თუ გრძნობ, ტაოს გამსხვისებელს,
მკლავი ძირში რომ გახმება,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო.

დავას როგორ დაგიწყებენ,
მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ, -
დედაენის დამვიწყებელს,
ხვალ-ზეგ დედა გეტირება,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო.

ვიცი, კვლავაც გააჩუქებ -
სავენახეს,
სამზეოს და
სართველოს...
არის კიდევ სხვა საუნჯე,
ვიდრე შენი საქართველო,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

იქნებ გული აღარ გერჩის,
ნაოხარო,
ნატანჯო და
ნათმენო, -
რატომ გიკვირს, ქართველებში
ქართველი რომ ქართველობდეს,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

თვალებს ვითხრი, თუმც არ მძინავს,
თქვი, უშენოდ
მწუხრი სად გავათენო, -
ერთი დედის შვილები ვართ,
ვაი, ხომ არ გავიწყდება,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

არც რა ტყვიით,
არც რა შხამით,
დუმილითაც შეგიძლია გამთელო, -
ისე მომკალ, რომ სხვამ მაინც
არ გაიგოს,
შენ რომ მომკალ,
ქ ა რ თ ვ ე ლ ო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
როცა გზას გულად უცემს ბავშვები,
ან როცა ვხედავ ამაყ თრიალეთს _
ტანში დამივლის უცებ სამშობლო,
გამაჟრჟოლებს და გამაჟრიალებს,

თითქოს სულეთის ზეცა მეხუროს
და სულს სამოთხის ბაღში ვაწობდე,
სადაც ანათებს ღვთის ნაფეხური
და ვერ ჩააქრობს დრო ვერასოდეს

და ანგელოზიც თითქოს მისმენდეს
სიმღერით მცურავს ზეცის რძეში და...
სინამდვილეში აქ ვარ ისევე,
მიწა ცას მასმევს წყაროს პეშვიდან...

და როცა სულზე ვარდის ნამივით
გადვივლებ ნეტარ წამთა ციალებს _
უცებ სამშობლო ტანში დამივლის,
გამაჟრჟოლებს და გამაჟრიალებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ვიღაც მომბღავის ტაოდან,
რაღაც შიგ ხორხში კვნესის, -
არც რა ბრუხუნი „ბრავო“ და
არც რა სლუკუნი „მერსი“.

არც რა ბუყბუყი ჭაობად,
არც რა ტაფაზე ხრაკვა, -
არც ის ლამაზი „ჩაო“ და
არც ის მაცდური „პაკა“.

გეყო, რაც დარდი გდაღავდა,
გრისხავ, გიწყრები, გისტვენ, -
აღარასოდეს „აღა“ და
აღარასოდეს „მისტერ!“

ვის რას არგებს და რად უნდა
ხვითო სხვათა და სხვისი, -
არც რა ფაშფაშა „ფრაუ“ და
არც რა მისნური „მისის“.

ბედად თუკი რამ გადაგვრჩა,
საშვილიშვილოდ დაგვრჩა, -
აღარასოდეს „ჩა-ჩა-ჩა“,
აღარასოდეს “ჩაჩა!“

დადექ სარფთან და არხოტთან,
არ წამოეგო ანკესს, -
არც რა დიადი „საღოლ“ და
არც რა ზვიადი „დანკე!“

არც ეფექტური „ეფენდი“,
არც რიტორული „რაჯა“, -
იქნევდე, როგორც იქნევდი
სიტყვას მათრახად, ხანჯლად.

ისმოდე, როგორც ისმოდი,
ლოცვად, გალობად, ლხენად,
თორემ შეხედე, ის მოდის...
ფხიზლად, იბერთა ენავ!!!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 122 posts ] 
ვის დაავიწყდა ვისი გორისანი ვართ
დესპანი