↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 139 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
ძნელია გამოთქვა ჩვენი გრძნობა სამშობლოსადმი. თუ ვიტყვით, რომ იგი გვიყვარს, - ეს არაფრისმთქმელი ფრაზაა. არც დედამიწის ულამაზეს გარკვეულ გეოგრაფიულ სივრცედ მისი აღქმა ნიშნავს რამეს. ჩვენ სისხლხორცეული ნაწილი ვართ ჩვენი მამულისა, იგი საუნჯეა ჩვენი. ჭირს გარჩევა, ჩვენ ვცხოვრობთ მასში, თუ ის სახლობს ჩვენს გულში. სამშობლო, ესაა ენა ქართული, ესაა სული ჩვენი დიდებული წინაპრებისა, ათასობით წმინდა მოწამისა, მეფეთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა, ესაა ჩვენი უთვალავი ტაძარი და მონასტერი, ჩვენი სიწმინდენი, ხელოვნება, არქიტექტურა, მწერლობა, ესაა ჩვენი ხასიათი და აზროვნების წესი; ესაა ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. სამშობლო ჩვენი დიდი იმედია. მისდამი გრძნობა ისევე ამაღლებული და სათუთია, როგორც სიყვარული ღვთისადმი. ამიტომაც ამბობს ქართველი: „როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნისლებს იხვევს ნარიყალა,
მზის გაენათს უხარია...
გულიც... ასე ნისლებს იხვევს,
სულიც... ასე მწუხარეა...
და მტკვარი რომ როკავს, ილხენს,
ნეტავი, რა უხარია,
როცა სული ნისლებს იხვევს,
როცა გული მწუხარეა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined31 Mar 2008
Posts8
კარმა0
OFFLINEPROFILE
საქართველოსთვის სანამ ვანთივართ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined31 Mar 2008
Posts8
კარმა0
OFFLINEPROFILE
=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
"მე ვარ მისანი ხარი წიქარა,
შენი დვრიტა ვარ მამულ-დედულო,
ზღაპრიდან მისთვის გამოვიპარე
რომ გემსახურო და გიერთგულო"....

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined14 Nov 2007
Posts192
კარმა50
OFFLINEPROFILE
კარგით ეხლა, ნუ ამატირეთ ხალხნო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
შენს რუკას _ შენი ბრძოლების სარკეს,
წეწდა და გლეჯდა ბედი წყეული,
ძონძებს ჰგავს შენი მიწა-წყლის თარგი,
დაფლეთილია შენი სხეული,

ბაღ-ვენახიანს, ციხე-ტაძრიანს
შენს სამხრეთს ხურავს ცა გაუხსნელი,
მავანს და მავანს მიუტაცნია,
სხვათა და სხვათა ადგას უღელი.

რაც დღემდის მოგყვა, რაც შეგრჩენია _
კოდორიანი, ალაზნიანი,
თუმც შენი ჰქვია, რაღა შენია,
ისიც გამხდარა სხვათა ზიარი.

მუხას წააქცევს, ლერწამს კი არა,
პირალესილი ამდენი ცული,
რა მოგიშუშებს ამდენ იარას,
რამ მოგირჩინოს ამდენი წყლული!.

და რომ გეხვევა ღრუბელი ბნელი
შორიდან როგორ გიყურო მშვიდად.
ნუთუ დამხობა ჩვენს დროში გელის,
დაუდევრობით შენთავე შვილთა!?

არა, შენ წელში ისევ სწორდები,
რომ კვლავ წამოდგე ბუკით, ნაღარით,
ისევ იწევენ მზისკენ ყლორტები,
შენს ძველ ფესვებზე უხვად ნაყარი.

დიდება ამ დღეს, დიდება ამ დღეს,
ბორკილი ეგდოს ძირს დამსხვრეული,
ლაზარესავით, ხვალ ისევ აღდგეს
დღეს დაფლეთილი შენი სხეული!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
საქართველო ლამაზოოო სხვა საქართველოოო სად არიის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ისევ შენ და ისევ შენ ხარ, მამულო,
ჩემი ბედი და იღბალი, მამულო,
ვინ ვიყავი, რა ვიყავი,
რწმენის ხე რომ ამიყვავე, მამულო.

პეშვით მარილს მომაწვდიდი, მამულო,
ლაბა ხარის შოლტით მზრდიდი, მამულო,
გუთნის კვალში მედექ ოდით,
გუთნისდედად მომყვებოდი, მამულო.

ვარსკვლავეთში შრიალია მთვარისა,
ხნულებია თუ სიმები ქნარისა,
ვისაც შენი ტრფიალი აქვს,
ხელისგულზე უფლისწულად დავისვამ.

ვინ იქნები, რა ვიქნები, მამულო,
სალამურად გაგეთლები, მამულო,
ცეცხლს თუ მიმცეს, არ ვინაღვლებ,
შენს სანთელად ავენთები, მამულო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა

არ გავიარე - რაა მამული!

წინაპართაგან წავიდა ყველა,

სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა

და მელანდება მე მის წიაღში,

მოხუცი მამა, მოხუცი მამა

სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი

მასზე ოცნებას დაემგვანება,

ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!

დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
ნუ გავიწყდება სისხლით, ხორცით ქართველი რომ ხარ
და შენი მიწა სხვამ კი არა შენ უნდა მოხნა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts356
კარმა47
OFFLINEPROFILE
ნეტა ერთი შენ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
skara_bäus wrote:
ციტატა:
ნეტა ერთი შენ...

რა იყო მიწის მოხნა არ დაგევასა? =haa= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
skara_bäus wrote:
ციტატა:
ნეტა ერთი შენ...

უფრო უარესს გეტყვი

კარგად არ ვიცი-სისუსტეა თუ მკრეხელობა,
მაგრამ ამ სურვილს ვერ დავუსხლტი ვერასდიდებით:
ვიჯერო გული ჩემი კოშკის მაღალ ქონგურზე
ჩემი სამშობლოს მტრების მკლავთა ჩამოკიდებით!

ამაზე რას იტყვი =geo=

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined21 Mar 2007
Posts25
კარმა50
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=MLtD7MkW ... re=related

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 139 posts ] 
დესპანი