ყველა დედას ვულოცავ დედის დღეს და მომავალ დედებს ვუსურვებ მალე გამხდარიყვნენ დედიკოები

დესპანელებო გილოცავთ

ჩემს დედიკოს ვულოცავ დიდი სიყვარულითა და ასევე უდიდესი მონატრებით! ძალიან მენატრება მისი თბილი ხელები,მისი შემოხედვა და მისი სუნთქვა ... ღმერთმა ყველას ჯანმრთელად გვიმყოფოს ჩვენი დედები!
და მინდა კიდევ ერთხელ დავწერო ჩემი ლექსი, რომელიც ჩემს დედიკოს მივიძღვენი:
დედა
როცა ქვეყანას მოვევლინე,ვიყავ პაწია,
დაბადებიდან დედის სითბოს უხვად ჩვეული,
ფეხის ადგმამდე ბზის აკვანი მარტომ არწია,
დედამ აღმზარდა მე ბევრისთვის გამორჩეული!
როცა ლოგინში ვკანკალებდი მე ხან სნეული,
არ მცილდებოდა,სევდიანი მითევდა ღამეს,
როცა ხანდახან მსტკივდებოდა სული,სხეული_
ჩემთან კვნესოდა და მიწმენდდა ცრემლიან თვალებს!
დედის კალთასაც მისეული სურნელი ასდის,
ვით გაზაფხულის აყვავებულ ალუბლის რტოებს,
ნუ დაეცემი ქვეყანაზე,როცა ღმერთი გცდის_
დედის ლოცვა ხომ ცხოვრებაში არასდროს გტოვებს!
დედის ძუძუსთან გატარებულ თითოეულ წამს
ჩემში სიცოცხლის სიყვარულის მოაქვს წადილი,
ზრუნავს სიზმრებშიც, არ მშორდება,დამსტრიალებს თავს:_
"როგორ გეძინა?", "ხომ არ გცივა?", "ჭამე სადილი?".
დედის ნაზი ხმა,უჩვეულო ხელების სითბო
და იავნანის აჟღერება ჩემს სასთუმალთან,
ბედნიერია ის არსება ,ვონც ამას იგრძნობს
და გაატარებს ტკბილ ბავშვობას მხოლოდ დედასთან!
წმინდაო ღვთისა მშობელო და ქალწულო დედავ,
მუხლმოდრეკილი შენს წინაშე ვედრებას ვბედავ:_
გემუდარები დამიფარო მე ის არსება,
რომლის თვალებსაც ყოველ ღამე სიზმრებში ვხედავ!
