↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Dec 2007
Posts585
კარმა50
OFFLINEPROFILE
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში კავკასიის მხედრიონი აქტიურად მოქმედებდა ირანსა და თურქეთში. 1916 წელს ირანში ქართული ესკადრონის მეთაური იყო შტაბსკაპიტანი პავლე ალექსანდრეს ძე ლორთქიფანიძე. იგი ფერეიდანში შეხვდა იქაურ ქართველებს და იყო ფერეიდნელი ქართველის სეიფოლა იოსელიანის სტუმარი.
აი, როგორ აგვიწერს პ. ლორთქიფანიძე ქართველებთან შეხვედრას თავის წერილში, რომელიც გამოქვეყნდა 1916 წლის გაზეთ "სახალხო ფურცელში": "დრო არა მაქვს, ამ წერილის წამომღებიც მიჩქარის და სამსახურიც ისეთია, რომ "წინ გასწით!"-ო გვიძახიან. გზაში ვარ, მაგრამ ქართველ მკითხველს მინდა გადავცე შემდეგი:... ქალაქ ისპაჰანის მოშორებით გაშენებულია პატარა სამაჰმადიანო საქართველო, თორმეტი თუ ცამეტი სოფელი... არაფერი არ ვიცოდი... შეველ ერთ სოფელში მოგზაურობის დროს და ირგვლივ ქართულად ლაპარაკობდნენ. თავბრუ დამესხა, ომი ახალი შეწყვეტილი გვქონდა და გონსაც არ მოვსულიყავი... ვიფიქრე, ეს რა ამბავია, ნუ თუ საქართველოს რომელიმე კუთხეში ამოვყავი თავი მეთქი... მაგრამ სპარსული ტანისამოსი როგორღაც მეჩოთირებოდა... როცა მე ქართულად დავიწყე ლაპარაკი, იმდენი ქალი და კაცი შემომესია, რომ ტევა არ იყო... საიდანა ხარ ბატონო? - გაიძახოდნენ... მხოლოდ მაშინ მომაგონდა შაჰ-აბასის სიმხეცე და მისგან გადასახლებული ქართველები სპარსეთში. დედაენა ჩინებულადაა დაცული, დიდი და პატარა მხოლოდ ამით ამაყობს - ქართულად ვლაპარაკობთო... ჩვენი ქართველობა მხოლოდ დედაენით გამოიხატებაო... თხოულობენ "სკოლას", ქართველ მასწავლებელს... ნუთუო, ლაპარაკობენ: ჩვენი ქართველები ისე უგულო შეიქნენ, რომ ჩვენზე არ ფიქრობენო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Mar 2008
Posts5
კარმა1
OFFLINEPROFILE
გამარჯობატ! მე დესპანის ახალი ცევრი ვარ.
ტკვენმა სტატიამ ემოციებზე დიდი გავლენა იკონია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
Nini56 wrote:
ციტატა:
გამარჯობატ! მე დესპანის ახალი ცევრი ვარ.
ტკვენმა სტატიამ ემოციებზე დიდი გავლენა იკონია.
ბედნიერი იყოს შენი ფეხი ჩვენს ლამაზ ოჯახში=sher= =sher=

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts356
კარმა47
OFFLINEPROFILE
მე სხვანაირად ვიტყოდი:):))

კეთილი იკოს Nini56 შენი ენა ამ საიტზე :):)):):)
შემოგვიერთდი:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined21 Mar 2007
Posts25
კარმა50
OFFLINEPROFILE
მოგესალმებით
კარგია რომ შემოგვიერთდით

http://fereidani.site.ge/main.php

აი კიდევ საიტი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
ქართველებო, ყურადღებით იყავით, დიდი შეცდომა არ დაუშვათ...ფერეიდნელი ქართველები რომ ნაღდი ქართველები არიან, ეჭვი არავის შეეპაროს...15 წელი გაატარა ჩემმა ოჯახმა მათ შორის, მამა დიპლომატიურ სამსახურში იყო ირანში და ამის გამო...თქვენ რომ იცოდეთ, რა ხალხია, მარტო ერთმანეთში ქორწინდებიან, შაჰის დროს და მერეც კაი ხანს მარტო ფერეიდნელი ქალები არ იხურავდნენ ჩადრს...თავიანთი რეზერვაციის ფარგლებში აქვთ "მცხეთა", "თბილისი"...კომუნისტური მმართველობის პირობებში ჩემს მშობლებს დიდი რისკის ფასად გადაჰქონდათ დედა-ენები და ფერეიდნელებში წერა-კითხვის აღდგენა-გავრცელებას ეწეოდნენ...დღემდე გვაქვს შემონახული მათი ბატისფეხური მხედრულით ნაწერი, ცრემლიანი წერილები საქართველოზე..."ძვირფასო"-ს ნაცვლად "უფასო"-ს ხმარობენ თავის დიალექტში და ასეც წერდნენ,"ჩვენი უფასო სამშობლო გვენატრებაო"...ასე რომ...ცოტა ღმერთსა და ისტორიასაც შეხედონ ცინიკოსებმა,შევეკამათები და დავუმტკიცებ ნებისმიერს, რომ ფერეიდნელი ქართველები_გადასახლებული, ნატანჯი, ნაგვემი,მაგრამ ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი არიან!და სამწუხაროდ ვერაფრით ვშველით...

დორადო აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ძმებო ლაზებო, შავშნო, მესხებო,
აჭარელნო და არტანუჯელნო,
მოულოდნელად თქვენთან შეხვედრა
ლამის თვალებსაც არ დავუჯერო.

შუბლზე გაყრიათ ოშკის ბზარებად
ნაიარები ბედის, შავბედის...
დადუმებულხართ ტბეთის ზარივით,
დაღონებულხართ, როგორც შატბერდი.

აქ, ამ მიწაში სძინავთ წინაპრებს,
მათი ძვლებია აქ ჩამარხული,
ხოლო თვალები თავს დაგვბრწყინავენ,
როგორც სანთლები ძველი ხახულის.

გულში ქართული სისხლი გიღელავთ,
სულშიც ქართვლის მზე გაქვთ ჩაფანტული
ნენემ ქართული ნანა გიმღერათ,
ნენემ გასწავლათ ენა ქართული.

კურთხეულ იყოს დედა ქართველი,
თქვენ რომ ეძახით ნენეს ალერსით,
მისი ჭაღარა თმების ნათელი
ნამუსის ქუდად გიდგათ თვალებში.

ძველ სალოცავებს თავს დასტრიალებთ,
შერჩეთ ჩუქურთმა, შერჩეთ ნახატი,
რას ვიფიქრებდით: მაჰმადიანნი
რომ ქრისტეს ტაძრებს შეგვინახავდით.

მაშ, გაუმარჯოს ამ ჩვენს შეხვედრას,
ერთმანეთი რომ აღარ გვეთმობა,
ეს გაუმარჯოს ტანჯვით შენახულ,
მალვით შენახულ თქვენს ქართველობას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ღმერთს ებარებოდეთ!!!

ფ-უძე აშლილნო საქართველოდან,
ე-ნა ქართული გულით ატარეთ,
რ-უ, ცრემლთა კურცხალ ნაკადულისა,
ე-ლვად ცას შვიდფერ ხიდს რომ ადარეთ,
ი-მედს მოსავდით სულში პატარებს,
დ-ედა სამშობლოს ხილვის სათავეს
ა-ნბანის ჯარით ხსნიდით ცხრა კარებს
ნ-ანა ქართული-ფეთქვა მაჯისა,
ე-ფერებოდა გენს დიდ ნაწამებს,
ლ-ოცვით მოთქვამდით ტკბილ დანაბარებს!..
ქ-ალი, დედა მხნე-შვილთა მშობელი,
ა-მაგრებს, იცავს ენის სამანებს!
რ-ა მძიმე გზა დევს, ოთხას წლიანი,
თ-მენა და ურვა-რამდენს გვავალებს?!
ვ-აგლახ ტყვეობის უღლით უდაბნოს
ე-დემ ბაღებად ქმნიდით ტრამალებს!...
ლ-ამაზი ქვეყნის შთამომავალნო,
თ-ავს გიხრით, თქვენს თავს მეც ღმერთს ვაბარებ!

მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი. 05.04.2008 წ.

აბა ერთი ეს ლექსიც ნახეთ! "ღმერთს ებარებოდეთ" გუშინ დაიწერა და გუშინ საღამოსვე ავტვირთე, ცოტა ხანში კი ავტორმა მეორე ლექსიც გამომიგზავნა მიხა ხელაშვილზე!

არაგვს ის ლექსში წურავდა

მ-თაში საგანძურს იცავდი,
ი-ბრძოდი რაინდულადა,
ხ-ელთ ”მაუზერი” ჩაგბარდა,
ა-ვს დახვედროდი მტრულადა;

ხ-ევსურთ დიაკვნობ ვაჟკაცი,
ე-ნდე შეფიცულთ ძმურადა,
ლ-ოცვით განათლე გონება,
ა-ივსე სული სრულადა;
შ-ვილო ახადში შობილო,
ვ-ინ დაგახვედრეს მგლურადა?!
ი-მძლავრა თურმე იუდამ,
ლ-ქვნით და სატანურადა,
ი-სევ კლავს აბელს კაენი
ს-ისხლი გუბდება წყლულადა

ხ-ევებს მიაწყდა ექოს ხმა,
ს-ათნო გცნეს შესაძულადა,
ო-ხერო წუთისოფელო
ვ-ის ჩაუსაფრდი მგლურადა?!
ნ-იჭიერ პოეტს ვინ მოჰკლავს,
ი-ხსენებს რითმა ბრძნულადა.
ს-იყვარულს უმღერს კაი ყმა,
ა-რაგვს ის ლექსში წურავდა.

მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი. 05.04.2008 წ.

შეგიძლიათ ნახოთ საიტშიც, 66-ე ქვეთავი, მე-5 პუნქტი.

დორადოს! შემეხმიანე რაააა! 893-95-84-77; ან ემაილზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
დადგა ხარება

იღვიძებს კვირტი, დადგა ხარება, ღმერთს დიდება და ჩვენ - გახარება.
გილოცავთ ზეიმს, ”უფალი მეფობს” ამას გვასწავლის, გვთხოვს სახარება.
ნეტავ, ისეთი დრო მოგვემადლოს ყველგან მშვიდობის სუფევდეს ნება,
და არა მხოლოდ ფუჭი სურვილით, მარტო რითმების ნაზი ზმანება.
ზეციერო გთხოვ, ავი გვაშორე, შიშით ძრწოლა და აკანკალება.
შემოუბრუნე ქართველი კერას, გვეყო გაყოფა და გაცალება!
სამამულე რქა გაგვიჩანაგდა, ვენახს მიგდებულს, ეკალ-ნარებში
მამულს უმზერენ, აღარ დასრულდა, უცხო ტომელთა სრბოლა-თარეში.
რა გვემართება, რად დავბეჩავდით, ცოდვა, ხომ ვერსად დაიფარება?!
ღმერთო გთხოვ, ძალა მოგვაკრებინე, ხარება დადგა, გვსურს გახარება.

გიორგი ალავერდაშვილს
(აკროსტიკი)

გაუცნობლად გიძღვნით ჩემი შვილის მეგობარს,
ერის ღვაწლში მყოფ ქართველს ამ ლექსს

გ−ანძი ერის გვაბარია,
ი−მერის და ამერ მხარეს
ო−ქროს საწმისს იცავს ნეტავ,
რ−ვალ-აბჯარით ჩვენი ჯარი?!
გ−აყიდული არე-მარის
ი−ჩეხება ტყე და ზვარი.

ა−ლავერდი და იყალთო
ლ−ოცვით გვიხმობს გახსნა კარი,
ა−ღსდექ ერო, გაიღვიძე
ვ−აზი ტირის, რქა წამხდარი
ე−ლოდება გლეხკაცს გამრჯეს,
რ−ომ მოისხას ღვთის მარცვალი,
დ−იდი ისტორიის გზაზე,
ა−თას ურვას შევესწარით,
შ−ვილი მტრულად გამოზრდილი,
ვ−ის მოყვარედ გავაცანით
ი−რანს, თურქეთს ჩვენო ფესვო
ლ−იბო ძველი, დაიცავი...
ს−აიდუმლო, ენის პწკარით!
მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი. 06.04.2008 წ

66-ე ქვეთავი; პუნქტი 5 - "ლექსები ფერეიდანზე".

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ანთებულ ლამპარს გადარებ,
ბნელი შენ ვერას გეწია,
გულის ფეთქვა ხარ, სიცოცხლე,
დედა-მშობელი მზეწვია
ენავ, შენ ჩემო, ნუგეშო,
ვხედავ, თუ ქვა დამეწია,
ზეცას, სავალ-გზას საძნელოს,
თავაღმართს ხიდად ბეწვია.
იმედად შენ მეგულები,
კილოვ სინანულ კვესია.
ლამაზად ნათქვამი ლექსი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მოპაექრეთა წესია,
ნარ-ნარი რითმა საამო,
ოცნების მცველი ფესვია,
პირველად სიტყვა ყოფილა...
ჟრჟოლას აჰყვება მყესია.
რამდენი ევნე, უღირსთან
სად მკე, რაც დაგითესია?!
ტირილით სად არ გდევნიდნენ,
უღვთოთ გიძირკვეს ფესვია.
ფერეიდანშიც, თურქეთშიც,
ქართველთ მოძულეთ წესია,
ღვარძლით გიშანთეს ფესვები,
ყაენ-ყივჩაღნიც გესია.
შელახვა სცადეს, ვერ შეძლეს,
ჩვენი გიცავდა მესია,
ციდან ღვთისმშობლის კალთა და
ძე ღვთისას რწმენის ფესვია.
წერილი ამას გვაუწყებს:
ჭირთ თმენა ჩვენი წესია.
ხმიადს გამიტეხ, წყალს მაკმევ,
ჯავრი ხმლად აგილესია!
ჰოი, რა მტერი გესია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მართალია შორს ვართ ერთმანეთისგან ქართველები, მაგრამ მაინც ამბები გვაქვს ერთმანეთის და ეს მე ძალიან მაიმედებს. მაინტერესებს საიდან იცოდით ჩემი დაბადების დღე? ბატონო გიორგი, ბოდიშით რომ ვერ გწერთ ხოლმე წერილებს. აქ ძალიან დატვირთული ვარ საქმით და როგორც ადრე, აღარ მცალია უკვე, მაგრამ სულ მახსოვხართ და მენატრებით ყველანი, მომიკითხე ყველა! თან მოლოცვისათვის უღრმესი მადლობას გიხდით, ღმერთს ებარებოდეთ! დავით გუგუნაშვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
პირველი ქართველი მოგზაური, რომელმაც ფეხი შედგა ფერეიდანის მიწაზე იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის გაცნობის მიზნით, იყო ლადო აღნიაშვილი.
ლადო აღნიაშვილი დაიბადა 1860 წელს კახეთში. თითქოს ბედმა არგუნა მას ყველაფერში პირველობა! იგი იყო ქართული ენის პირველი მასწავლებელი სათავადაზნაურო სასწავლებელში, პირველი ქართული გუნდის დამაარსებელი, პირველი ქართველი მოგზაური ფერეიდანში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ლადო აღნიაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი