|
რა აქვთ ამათ კარგი? ლაპარაკი? ქცევა? ადათი? დედა-შვილობა? და-ძმობა? სიყვარული? მეგობრობა? სტუმართ-მასპინძლობა? სიმღერა? ცეკვა? ქეიფი და დროსტარება? ღვინო? სუფრა? სამზარეულო? ქალები? კაცები? ა რ ა ფ ე რ ი !!!
ამ წერილს საპასუხოდ არ ვწერ ბუბბუ.. ქართველებს ბევრი ღირსეული ადამიანი გვყავდა უდაოდ, მაგრამ ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ სხვისი კრიტიკა მეტად გვეხერხება. სანამ ვინმეს კრიტიკას დავიწყებდეთ მოდი გადავხედოთ და პარალელები გავავლოთ.. რაც შეეხება ამერიკელებს ამაზე ცალკე დავწერ.. უბრალოთ ჯერ მინდა კარგად გავაანალიზოთ თუ გვაქვს ჩვენ ქარტველებს უფლება ვინმეს თავი დავამეტოთ.. ჩემი წერილის მიზანი ქართველების ნაკლოვანებები არ არის , მაგრამ სანამ ვინმეს გადავწვდებოდეთ მოდი კარგად გავათვითცნობიეროთ ვინ ვართ ასეთი ზებინებრივი ერი..
რითი ვამეტებთ თავს სხვა ერებს? ლაპარაკით? ქცევით? ადათით? ლაპარაკზე და ქცევაზე რა ვთქვა არ ვიცი ვის რა დავუწუნეთ და სადაც ჩჰვენს სტუმართმანსპინზლობას ვახსენებთ, არ დაგვავიწყდეს რომ საქართველოც მიტომ იყო სტუმართმოყვარე რადგან უხვი მოსავალი იყო და ქართველს გასაჭირი არასდროს ქონია მას თავისი თავის შენახვაც შეეზლო და სტუმრისთვისაც რჩებოდა . ადამიანების ფსიქოლოგიაც აქედან ჩამოყასლინდა, მაგალითად სომხებს არ ქონდათ იგივე პირობები და ამიტომაც ჩამოყალიბდნენ ასე ხელმომჭირნედ.. სტუმართმასპინძლობა დასაზრახი მაინც როდია? მაგრამ ბუბუ შენი წუხილის არ იყოს რატომ აღმერთებენ ასე ქართველებიო , ქართველი სხვას გადაყვება და და თავისიანს არ დაინდობს, ესეც ვთქვათ.. თუმცა თვითონ მშიერი დარჩება და სხვას გააძღობს .. მისასალმებელია? ამიტომაც არის დღეს საქართველო ორი მტკაველი დარჩენილი, განა ეს კარგია? ადათწესებზე რა ვთქვათ? ჯაჭვლიანის სტუმრობა მინდა გავიხსენო ვანოს შოუდან.. ფილმ "სვანს" ვგულისხმობ.. შეგვრცხვაო გვეთქვა რომ 400 გვარია გაწყვეტილი და ფილმში 200 ვთქვითო.. განა ეს სათაყვანოა? მოდი დრევანდელი თუნდაც ჩვეულებრივი ამერიკელის თვალით შევხედოთ.. ეს ნორმალურია? დედა-შვილობა ,და-ძმობა? სიყვარული? მეგობრობა? რა განსხვავებული ზედამოკიდებულებები გვაქვს სხვა ერებისაგან განსხვავებით? დედა-შვილობა და და-ძმობა ინსტიქტური გრზნობაა და თუ მაინც რაიმე პრეტენზიები გვაქვს პირველობაზე, მოდი დავფიქრდეთ რომელი გზაა მართებული, შვილისათვის სარდაფის მიქირავება (ცალკეულ მაგალითებს ნუ მივაწერთ ერს )და ან მისი დროულად დამოუკიდებლად ცხობვრებაში ჩაბმა თუ განებივრებით პათილოგიურ მუქთახორად და ბირჯავიკად ჩამოყალიბება? რომელი უფრო "დიდი" დედაშვილური გრზნობაა ? თუ ჩემი დედას არავინ იგინება? ისე ყური იმდენად შეგვეჩვია ალბათ რომ იქნებ არაფერიც.. თქვენ განსაჯეთ. თუ არავის გინახავთ ძმების საშვილიშვილოდ გადაკიდება 1 მეტრი მიწის გულისათვის, თუ სახლის გაყოფისა? და სადაც ჩვენს კარგს ვიტყვით იქ სხვისაც დავინახოთ. და დედაშვილობაზე გამახსენდა.. ერტ სახლში ვმუშაობდით აქ ამერიკაში და პატრონი ახალგაზრდა ქალი გამომელაპარაკა. საქართველო რომ ვახსენე ვიციო, ჩემს დას ყავსო აყვანილი შვილი საქართველოდანო მეორეც უნდოდაო მაგარამ მტავრობა შეიცვალაო (შევარდნაზის პერიოდში აიყვანა) უხეშად გამომივა მაგრამ იყიდეს ბავშვი, მაგარამ ამის თქმა როდი მინდოდა, ქალმა მითხრა რომ ჩემი და აგროვებსო მასალას საქართველოზეო ინტერნეტიდან და საერთოდ თუ სადმე ხელი მიუცვდებაო რომ ბავშვს არ დაავიწყდეს საიდან არის და რა ერის შვილიაო...
იქნებ ანგელინა ჯოლიმაც 3 შვილი იმიტომ აიყვანა რომ ფული ეკეთებინა? იქნებ აფრიკაშიც თვირეკლამის გულისთვის დადის და მილიონობით ფულს რიცხავს რომ შეღავათები ქონდეს? თქვენ განსაჯეთ.. სიყვარული და მეგობრობა ? რათმა უნდა . ცოტნე დადიანი მშვენიერი მაგალითი. სამშობლოს სიყვარულშიც, ქრისტიანობაშიც. ბევრი დადაბითი გვაქვს და არა ზესიყვარული, ჩვეულებრივი, კარგი სიყვარული.. გმირების ჩამოთვლას არ დავიწყებ, ყველამ კარგად იცით..
"ჯალალედინმა სიონს გუმბათი მოანგრია, ზედ თავისი ბინძური დასაჯდომელი დაადგმევინა, ქალაქის მოსახლეობა ორად გაჰყო - ქრისტიანებად და მაჰმადიანებად. ქრისტიანი მოსახლეობა მეტეხის ხიდთან მირეკა, ხიდზე ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები გულაღმა დააწყო და ქრისტიანებს უბრძანა ფეხით შემდგარიყვნენ ხატებზე. უარის შემთხვევაში თავებს ჭრიდნენ და წყალში ყრიდნენ. საგულისხმოა, რომ 100 000-ზე მეტი ადამიანი მოწყდა ურჯულოთაგან იმ დღეს და არ აღმოჩენილა ქრისტიანთა შორის ისეთი, ვინც გაკადნიერდებოდა და სიწმინდეებს შეურაცხყოფდა."
აქვე გავიხსენოთ ის რომ ბევრმა ქაღტველმა მიიღო კიდეც მაჰმადიანობა , ბევრმა იდეურად, და როგორც ქართველებს გვჩვევია "გაფანატება" და მოგვევლინნენ ამ რელიგიის ერთერთ რადიკალ პროპაგანდისტებად . კარგად რომ გავათვითცნობიეროთ რამოდენიმე გვარს მოვიყვან რომლებიც რუსეთ თურქეტის ომის დროს ახალიციხის აღებისას თურქეტის მხარეს ბრზოლობდნენ. ესენი იყვნენ ჯაყელი, ყიფიანი, ფალავანდიშვილი, ხიმშიაშვილი, მაჩაბელი.. მათ განსჯას როდი ვაპირებ.. მათ სულში არავინ იცის რა ტრიალებდა და იქნებ მართლებიც იყვნენ რომ რუსეთის გავლენას მაშინ თურქების ამჯობინეს ვინაიდან კარგად გამოჩნდა რუსეტის სახე და პოლიტიკა როგორი დამღუპველი აღმოჩნდა საქართველოსათვის , ეს თქვენ განსაჯეთ.. მაგრამ ზოგმა იმ პერიოდში მატერიალური კეთილდღეობისათვისაც მიიღო მაჰმადიანობა , ვინაიდან მათ გარკვეული შეღავათები ქონდათ ვაჭრობაში და გადასახადებში..
სადაც თავდადებულობას ვახსენებთ და საქართველოს სიყვარულს გავიხსენოAთ..- ვინ ღალატობდა ? ციხეებს შიგნიდან ვინ ტეხავდა? ბრძოლებს როგორ ვაგებდით? შამილი ? რატომ გაყიდეს? მოიტყუეს და რუსებს ჩააბარეს.. (სამარცხვინო ფაქტია ისტორიაში... სამწუხაროა) იქნებ ვინმემ იცოდეთ რატომ მოკვდა ფიროსმანი მარტოდ , კიბის ქვეშ? ამერიკელებმა დოლარი რომ ვერ გაიმეტეს??? იქნებ ვინმემ საერთოდ იცოდეს სად იმყოფება ფიროსმანის საფლავი? სად დაასაფლავა ქართველმა ერმა?
სიმღერა? ცეკვა? ამ თემას არ შევეხები. რა თქმა უნდა ჩვენი გვაქვს, საამაყოა. თუმცა პავაროტის და უიტნი ჰიუსტონს თუ მირაია კერის სათადარიგო სკამზე ნუ დავსვავთ ცოტა მოგვერიდოს.. ქეიფსა და დროს ტარებას კი ვინ გვასცავლის.. ბადალი არ გვყავს .. ოდითგან საქართველოში ყველაფერი სუფრაზე წყდებოდა ამბობენ.. ტუმცა იმასაც ამბობენ რომ მეფის კარზე 3 სადღეგრზელო ისმეოდა და არა 22 ლიტრიანი ბოცები.. ღმერთმა შეარგოთ.. თუმცა რამდენი პროცენტი იტანს ამდენს, დროსტარების შემდეგ მუშტებზე რომ არ იყურება და თავისიანების დაჩაგვრის სურვილი არ უნდება? გვერდით მჯდომის სიყვარული თუ ამოძრავებთ როცა დაუნდობლად ასისხლიანებენ ერთმანეთს არაფრის გულისათვის.. სდადმე თუ გინახავთ ასეთი დაუნდობლობა ? სადმე სხვა ქვეყანაში.? (აფრიკას ნუ მოვიყვანთ მაგალითად).. იქნებ რომ იგუგუნებ, დალევ , კაი დროს გაატარებ და რა თმა უნდა თუ ვაჯკაცი ხარ უნდა იჩხუბო კიდეც ? აბა რა ვაჯკაცი ხარ თუ შენიანი არ დაჩაგრე..
და თუ ვინმეს მოსვლია აზრად რატომ ვართ ისევ დაკეტილები მაშინ როცა სხვა ქვეყნებს 10 წლიან ვიზებს უხსნიან ( უზბეკებს მაგალითად) რატომ? ასეტმა მცირერიცხოვანმა ერმა რომელსიც სულ რომ გადმოასახლო NY კის ერთერთ უბანში მტლიანად განთავსდება მტელი ევროპა შევზარით ქურდობით და ავაზაკობით. შევძარით!!! და რას ვერჩით ამერიკელებს? 20 წლებში ამერიკაში მაფია რომ თარეშობდა ამერიკამ იფიქრა და მიხვდა, რომ ეს არ იყო სწორი გზა და დაამარცხა ბოროტება.. ამით მექრთამეობა როდი შეჩერდა და სამოთხე როდი დამყარდა ამერიკაში , მაგრამ ჩვენ თუ გვაქვს რაიმე სატრაბახო? მექრტამეობას აღარ შევეხები და თუ მაფიამ ბევრი ოჯახი საკუთარ "ფულად" მიზნებს შესწირა. მხედრიომნმა (და არამარტო ) დასავლეთ საქართველო ააწიოკა და ააოხრა -(ცოტა მზიმედ მომივიდა მგონი) საკუტარი სისხლი დახორცი.. მხდრიონი ყივაჩაღები როდი იყვნენ, ან რას ვერჩი ყივჩაღებს.. ეგენიც ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ..
ქალები.. ვაღიარებ რომ ქარტველი ქალი არის ერთ-ერთი რაც უნდა ეამაყებოდეს ერს.. რთული გამოცდა ჩააბარეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.. საკმაოდ თავდადებულები ხართ.. აქ პარალელებს აღარ გავატარებ. თუმცა აზიის ქვეყნებს აქვს ეს პრაქტიკაც..
ვფიქრობ არავინ მიწყენს ამ წერილის შინაარსს.. არც რაიმე ცინიქმი მინდოდა ჩამედო, უბრალოდ გულისტკივილია , და ამ წერილიტ მხოლოდ ერთის თქმა მინდა რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვინმეს ზემოდან გადავხედოთ (ბუბუ ვიცი სწორად გამიგებ , ისედაც ვიცი ემოციებზე დაწერილი იყო და ამ კუAთხიტ არ დაგიწერია რა კუთხიტაც მე გავაშუქე) .. მეგობრები ღმერთმა გიმრავლოს. და ამერიკელი მეგობარის გამო არ ხარ აქეთ გადმოხვეწილი ( არ მიწყინო)
ჩვენ ვართ არა ზე-ერი , არამედ ერთერთი ერი რომელიც მოვიდა დღევანდლამდე, თავისი ავით და კარგით.. მადლობა ღმერთს რომ ჩვენ ვართ და არ გადავშენდით..
რაქც შეეხება ფულს .. ფულის შოვნას ჭირდება -ტვინი.. ტვინი ყველაზე მეტად ფასობს და იყიდება იქ, სადაც მისი ფასი და გამოყენება ყველაზე კარგად იციან.. და ამერიკელები ზუსტად ის "ერია" ვინც ამას აფასებს. და არ მგონია დასაზრახი იყოს ქვეყანა , სადაც აფასებენ ნიჭს და ადამიანს აქვს საშუალება თავისი ტვინით იცხოვროს..
და ამერიკელებს რაც შეეხება არავის ვაღმერთებ მაგრამ ძალიან მიყვარს ეს "ერი" რადგან ასობით მაგალიტი ვნახე ჩემი თვალით , უბრალოობის , სამართლიანობის , ქველმოქმედებს, გვერდით დგომის , სიყვარულის და მეგობრობის.. დავკარგე არაჩვეულებრივი (ამერიკელი) ადამიანი რომელიც ძეგლის ღირსი იყო ტავისი ღირსებით , ადამიანობით სიკეთით და არასოდეს დამავიწყდება ჩემი ცხოვრების მანზილზე...
|