↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 63 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
9 აპრილი

ბევრი სამგლოვიარო დღე გასთენებია საქართველოს.

ძალით შეკოწიწებული საბჭოთა კავშირი შეირყა, ბზარი შეეპარა. ამ ერთა საპყრობილეში თავისუფლების ნერატმა სიომ შემოჰბერა, მაგრამ განა გველეშაპი ასე ადვილად სთმობს ნადავლს? ბოლოს გაიბრძოლებს, კუდს მოიქნევს...

1989 წლის 9 აპრილი. რუსთაველზე, მთავრობის სახლის წინ თავისუფლებას, თვითმყოფადობას მონატრებული უამრავი ადამიანი შეკრებილა. ლექსით, სიმღერითა და ცეკვით ესახებოდათ სანუკვარი სამშობლოს განთავისუფლება. მაგრამ მტერი ასე არ ფიქრობდა. კიდევ ერთხელ გახსნეს თბილისის კარი და მალულად შემოუძღვნენ ტანკებსა და საგანგებოდ გაწვრთნილ კაციჭამიებს, რომელთაც ორლესული ნიჩბები ჩამოურიგეს და ხალხის უმოწყალოდ ჩეხვა უბრძანეს. ჩუმად, შეუმჩნევლად მოუახლოვდნენ მომიტინგეებს. ხალხში „შავლეგოსა“ და „სალაღობოს“ ტკბილი ჰანგები ისმოდა და უცებ ამ ჰანგებს სასოწარკვეთის, კივილის, ყვირილის ხმები შეერია, შეერია და იმძლავრა... სიმღერა შეწყდა, ხალხი აირია, დაიქსაქსა, აქეთ-იქით მიაწყდა, ზოგი სად შეეფარა, ზოგი - სად... რუსთაველზე კი დარჩა დაჩეხილი ჭადრები და კიდევ... სისხლიანი გვამები...

კიდევ ერთხელ გაისმა გლოვის ზარი საქართველოში. 16 ადამიანი შეეწირა ზვარაკად მარტო იმ დღეს, შემდეგ კი... რამდენი დაიღუპა, რამდენი მოიწამლა...

მტერმა იფიქრა, მოვერიეთო, ჩავაქრეთო ქართველთა მგზნებარე სურვილი თავისუფლებისა, მოვკალითო, დავჩეხეთო სამშობლოსათვის აძგერებული გულები. მოხდა კი პირიქით. საქართველო ერთად შეიკრა, ერთი გული აძგერდა ქვეყანაში, ყველა ერთმანეთს ამოუდგა გვერდით. რუსთაველი ყვავილებმა დაფარა. დაღუპულთათვის პატივის მისაგებად უამრავი ხალხი მოაწყდა ტიტებით ხელში.

თავისუფლებას შეეწირნენ და შემოაბიჯა კიდეც თავისუფლებამ. ორი წლისთავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს პირველმა არჩეულმა მთავრობამ ეს დღე დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა. მალე საქართველოს დამოუკიდებლობა მრავალმა ქვეყანამ აღიარა და იქცა 9 აპრილი ზეიმის დღედ, დღედ გამარჯვებისა, თავისუფლებისა.9 აპრილი არის არა მხოლოდ ტრაგიკული თარიღი.

9 აპრილი ეს არის ქართველი ერის უზომო თავდადების მაგალითი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. იგი თავისი მნიშვნელობით და სიმბოლური ხასიათით ფარავს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის მნიშვნელობას, რომელიც უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა.

http://www.youtube.com/watch?v=PEBg2cC8PCA

ხვალ 9 აპრილია გავიხსენოთ ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
9 აპრილი ეს არის ქართველი ერის უზომო თავდადების მაგალითი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში რომელიც უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=Cf8KAMkp ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Jun 2007
Posts811
კარმა71
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს
ძალიან დიდი ტრაგედიაა ქართული ხალხის ისტორიაში ის,რაც მოხდა მაშინ,9 აპრილს:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=R--rTpewWHY

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
1989 წლის 9 აპრილის სისხლიან ღამეს 21 ქართველი შეეწირა
თამრიკო ჭოველიძე.
ასე ეძახდა ყველა თამარის სეხნია ჭოველიძის ასულს, ვიდრე დაქალდებოდა, მაგრამ ესეც არ დასცალდა...
თამრიკო ჭოველიძის სახელი და გვარი მხოლოდ და მხოლოდ მისმა ახლობლებმა და თანასკოლელებმა იცოდნენ - აბა რა უნდა მოემოქმედებინა მოსწავლეს საიმისო, რომ მთელი თბილისი ფეხზე დამდგარიყო...
9 აპრილის ტრაგედიის უმანკო მსხვერპლია თბილისის 51-ე საშუალო სკოლის XI კლასელი თამრიკო ჭოველიძე. მისებრ სამშობლოსთვის გულანთებულ ადამიანებთან ერთად იგი ცეკვა-სიმღერით აპირებდა განთიადთან შეგებებას, მაგრამ მისთვის, როგორც დანარჩენი 19 ქართველისათვის, ის ღამე გაუთენებელი აღმოჩნდა.
მთელი საღამო ერთად გაატარეს თამრიკომ და მისმა უახლოესმა მეგობრებმა. თამრიკოს, პოეზიის დიდ მოყვარულს, რატომღაც გიორგი ლეონიძის ”ნინოწმინდის ღამე“ აეკვიატა იმ დღეებში. რამდენი უოცნებიათ ერთად, რანდენი გეგმა ჰქონდა სამომავლო - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე ეჭირა თვალი, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე აპირებდა შესვლას.
მთელი თბილისი დასტიროდა აპრილივით მშვენიერ გოგონას მის მშობლებთან, ახლობლებთან, მასწავლებლებთან და მეგობრებთან ერთად. ერთად შეუთხზავთ ახალგაზრდებსაც ლექსი, სანთლებთან და ყვავილებთან რომ იდო მის თავთით: ”ხარ ანგელოზი, მკვდარი ფერია“...
... და განა მარტო ერთი?!
შემდეგ ნათია ბაშალეიშვილის დაღუპვაც გავიგეთ.
9 აპრილის უმაგალითო ტრაგედია ლოდივით აწევს გულზე ყოველ ჭეშმარიტ მოქალაქეს. ამიერიდან მაინც ქართველობამ, ყველამ, ვისაც პატრიოტად მიაჩნია თავი, გულისთქმაზე უწინარეს გონების კარნაზს უნდა მისდიოს, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედია... ყოველი ჭაბუკისა და ასულის სიცოცხლე სჭირდება ხვალინდელდღეს. თორემ, ჩვენო იმედო და მომავალო, ვის უტოვებთ საქართველოს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
ნათია ბაშალეიშვილი
დაიჩოქეთო, თითქოს ერთად აღმოხდა ყველას და ასობით ქართველმა კიდევ ერთ ცხედართან მოიყარა მუხლი - 16 წლისა ნათია ბაშალეიშვილი კი იწვა უკანასკნელ სარეცელზე მშვიდი, უდრტვინელი, ამაყი და გამორჩეული...
თბილისის 51-ე საშუალო სკოლაში ორი პირმცინარი ქალიშვილის სურათია ახლა, ისინი - ნათია და თამრიკო ჭოველიძე თანაკლასელები იყვნენ, სიცოცხლეში არ შორდებოდნენ ერთმანეთს, სიკვდილიც ერთად და ერთნაირი არგუნა ბუნებამ... სულ რამდენიმე დღით ადრე კი ერთად კითხულობდნენ ლეონიძის ლექსებს, ერთად ოცნებობდნენ მომავალზე...
ნათია, თამრიკო და ნინო ანდღულაძე იმ საბედისწერო ღამეს ერთად იყვნენ მთავრობის სახლის წინ, ერთად მღეროდნენ იმ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე. ორი მათგანი დაიღუპა, ნინო ანდღულაძე კი გულწასული იპოვეს...
გლოვად მოვიდა წლევანდელი გაზაფხული, უკვემერამდენედ შეგვძრა უბედურების ზარმა, ღიმილი დაეკარგა თბილისს, ღიმილი დაეკარგა მთელ საქართველოს, ყველაზე ლამაზი ფერი და სიტყვა გახუნდა თითქოს. ბევრი რამ გადაფასდა, სასწორზე დაიდო...
ცხრა აპრილის ტრაგედია მოუშუშებელი ჭრილობაა ჩვენი სამშობლოსთვის, ყველა ქართველისთვის. შვილის სიკვდილის შემდეგ დედის სიცოცხლე, თუ იგი გრძელდება, ფიზიკური არსებობაა მხოლოდ, მაგრამ ძალიან მინდა, ყველა ჩვენგანის უდიდესი სურვილია ამ შვილდაკარგულმა დედებმა საკუთარი შვილების თვალები იმ ქალ-ვაჟებში ეძებონ და ჰპოვონ, ჭირისუფლად რომ დგანან დღეს რუსთაველის პროსპექტზე სულით ხორცამდე შეძრულები, მინდა იცოდნენ, რომ მათი სევდა და ტკივილი მთლად საქართველოს სევდა და ტკივილია.
ისინი, კი_ჩვენი დაკარგული შვილები ცად ამაღლდნენ უკვე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი შევიდა როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. ამ დღეს ქართველი ერის ზეიმს სევდის ელფერიც დაჰკრავს... ეს დღე 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საბჭოთა არმიის ნაწილების მიერ სასანგრე ნიჩბებით აჩეხილი გოგო-ბიჭების ხსოვნის დღეც არის...

სამარადისო ხსოვნა მათ:

აზა ადამია
ნათია ბაშალეიშვილი
ეკა ბეჟანიშვილი
ნატო გიორგაძე
თამუნა დოლიძე
თინა ენუქიძე
ნინო თოიძე
ზაირა კიკვიძე
მანანა ლოლაძე
თამარ მამულაშვილი
მამუკა ნოზაძე
ნანა სამარგულიანი
მარინე ჭყონია-სამარგულიანი
ელისო ჭიპაშვილი
თამარ ჭოველიძე
მზია ჯინჭარაძე
ნოდარ ჯანგირაშვილი
მანანა მელქაძე
გია ქარსელაძე
შალვა ქვასროლიაშვილი


გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
1989 წლის 9 აპრილი. რუსთაველზე მთავრობის სახლის წინ თავისუფლებას ლექსით, სიმღერითა და ცეკვით შეხვდნენ დამსჯელ რაზმს ქართველი ხალხი. არავინ დაინდო დამსჯელმა რაზმმა და სანუკვარ სამშობლოს თავისუფლებას შეეწირა ახალგაზრდობა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
9 აპრილის დილისათვის მიტინგის დასაშლელად მზად იყვნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარის ნაწილები. მოსკოვიდან თვითმფრინავებით გადმოისროლეს საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების 420 ჯარისკაცი გენერალ ეფიმოვის მეთაურობით. მიტინგის დაშლის ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვი. დილის 4 საათზე დამსჯელმა ნაწილებმა მომიტინგეებს ყველა მხრიდან შემოარტყეს ალყა. ისინი შეიარაღებული იყვნენ ხელკეტებით, ორლესული მახვილებითა და მომწამვლელი გაზით.

რამდენიმე ასეული ჯარისკაცი იერიშით შეიჭრა მთავრობის სასახლის წინა მოედანზე და შეუბრალებლად დაუწყო ჩეხვა მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს, რომელთა უმრავლესობა ქალები იყვნენ. მიტინგი რამოდენიმე წუთში დაიშალა და... მოედანზე დარჩა მხოლოდ 19 მოკლული ადამიანის, აქედან 16 ქალის (მათ შორის, ერთი ორსულის) გვამი. 2000-ზე მეტი ადამიანი გაზით მოიწამლა, მრავალი კი დაიჭრა.

9 აპრილის სისხლიანმა ტრაგედიამ კიდევ უფრო გააძლიერა ეროვნული მოძრაობა, კიდევ უფრო შეუპოვარი გახდა ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. და აი, 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას მიეცა საშუალება, აერჩია ეროვნული ხელისუფლება, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
ქართველი მამულში ათამადეთ,
სტუმარი ვერ გასწევს თამადობას!
სხვა რჯული ვერა იქმს დავითობას,
სხვა რჯული ვერა იქმს თამარობას!

ქართველებს მამული დაანებეთ,
განწირულს ღვთის მადლი ლოცავს;
მის მიერ აგებულ ტაძარში,
ქართულად ათქმევინეთ ლოცვა!

ამინ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ბეჟანიშვილი ჩემი მეგობრის შვილი იყო და სადაც ცხოვრობდა იმქუჩას მისი სახელი დაარქვეს

საშინელება იყოოო უცრემლოდ ვერ ვიგონებ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
საქართველოსთვის!
გოდერძი ჩოხელი

გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული,
თუ არ გამოვდექ საქართველოსთვის.
მერე დამწვით და
ეს სხეული, ფერფლად ქცეული
ქარს გაატანეთ საქართველოსთვის.
გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული
საქართველოსთვის!
საქართველოსთვის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სევდა ზღვა არის...
გოდერძი ჩოხელი

სევდა ზღვა არის,
იდუმალი და უნაპირო,
გულ-გონებაში ჩამომდგარი ჩუმი მთა არი,
მზის ჩასვლის მერე დარჩენილი
თალხი ნაგრილი.
მზე იწურება მთების იქით, მიმწუხრი დგება,
გულში კი სევდა საღამოვდება,
დგას ბნელი ღამე,
იდუმალი და თავდახრილი...
გაივლის ჟამი,
მთის იქიდან ამოვა მთვარე
და ამ სევდიან ღამეებში ისე ჩადგება,
როგორც ნაზამთრალ თალხ ტყეებში
თეთრი აპრილი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 63 posts ] 
დესპანი