
ვიტყვი და ლუკმად ჩავაყოლებ ბოღმას და ნაღველს,
მსურს ვიყო ლოთი, გაჟღენთილი ცხოვრების ფარსით,
თასი შეუდგით სისხლს, ცხოვრების ვენიდან ნადენს.
შემივსეთ, შევსვა დაძენძილი უსისხლო დროშის,
მსურს ვიქცე მტვერად, უძველესი სარკოფაგების,
მსურს ვიქცე რწმენად, დაკარგული უძველეს დროში,
მსურს ვიქცე მტვერად, წაქცეული ბაობაბების,
მსურს ვიქცე დელგმად,ქარიშხლად კუნაპეტ ღამეს.
შემოვახვიო ბოროტება ყველა გამკითხავს,
შემოვახვიო, ჩამოვგლიჯო ნიღაბი ყველას,
და თავად ვიქცე სისასტიკედ, უმცდარ განკითხვად,
დავსაჯო ყველა, ვინც ფიქრობს, რომ შენ ხარ ხორცმეტი,
შობილი ქვეყნად სიმახინჯის წარმოსაშობათ,
ხარ გასართობი და ამ ქვეყნად ამაზე მეტი,
არღა არსებობს შენი ყოფნის გასამართლებლად.
თუმც ბრალს შენცა გდებ, რომ მომტაცე გრძნობები თარსი,
სევდად მაქციე, გადამრიე, გამრიყე რამდენს
შენს სადღეგრძელოს ცრემლებით სავსე ცხოვრების თასით,
ვიტყვი და ლუკმად ჩავაყოლებ ბოღმას და ნაღველს.