არა ხატი ,გასათხოვარი ვარ

შესაბამისად არც ქორწილიც მქონია


ისე ოფიციალურობას საერთოდ ვერ ვიტან , ყველაზე ძალიან სადღეგრძელოები არ მიყვარს



თუ საინტერესო და მართლა პროფესიონალი თამადაა,მასეთს პირიქით,სიამოვნებით მოვუსმენ ...
ნუ მოკლედ,არ მიყვარს რესტორნები,დაბადების დღეები,ქორწილები და ნებისმიერი მსგავსი ხალხმრავალი ადგილი,ძალიან მიყვარს როცა სახლში ჩემი უსაყვარლესი მეგობრები ,ძველი კლასელები და ჯგუფელები,ჩემი გამორჩეულად საყვარელი ადამიანები იყრიან თავს,აი ამას კი ჩემთვის ყველაზე უმაგრესი "party" და დროის ტარება ქვია...
ჩემს ქორწილს რაც შეეხება ხატი, ხანდახან ჩემი ხასიათიდან გამომდინარე თითქოს არ მინდა,მაგრამ მაღაზიებში თეთრ კაბებს ან საქართველოში პატარძლებს რომ ვხედავდი თეთრ კაბებში მაშინ პირიქით,ვფიქრობდი ნეტა მე როდის მეცმევათქო, მაგრამ აქ თუ გავთხოვდი არ ვიცი, ვისთვის ჩავიცვა თეთრი კაბა?


მარტო სურათების გადასაღებად?! ჩემი ყველა საყვარელი ადამიანი იქით მყავს და თუ იმაათთან ვერ გავიზიარე ეგ ბედნიერება, თეთრი კაბა რათ მინდა????? კი,აქაც მყავს რამოდენიმე საყვარელი ადამიანი და მეგობარი,მაგრამ როცა შენი საკუთარი და-ძმა და დედ-მამა ვერ გიყურებენ და არ ესწრებიან შენთვის ასე მნიშვნელოვან დღეს ... ცოტა მიჭირს ამაზე საუბარი...
შენ თვითონ რას ფიქრობ ხატი? შენც ხომ შორს ხარ შენი ოჯახისგან?