|
ტყუილს არცერთს არ გაკადრებთ. მომიწია ბევრმა ფიქრმა და გადავწყვიტე მეც მიმეღო მონაწილეობა ერთის-მხრივ, კითხვების დასმაში.
ეხლა გეკითხებით თითოეულ თქვენგანს:
რა გაგიკეთებიათ სამშობლოს სასიკეთოთ? თვლით თუ არა თქვენს თავს ვალდებულად, იყვეთ ნამდვილი პატრიოტები? საიდან მოდის ამდენი ბოღმა და სიბოროტე? ვეღარ ხედავთ ვინ არის ჩვენი ნამდვილი მტერი? მიშააა? ჰეე,ჰეეეეეეე. მიშამდეც გვყავდა უამრავი მოშურნე, რაც მივიღეთ, იმას ზოგიერთები ვხედავთ.
90-იან წლებში,თქვენ უმეტესობა, მცირეწლოვანი ბავშვები იყავით. კი, ვიცი და მახსოვს, პაპაც და დიდი პაპაც, რომ დაიწყებდნენ ხოლმე, თქვენ გაჭირვება არ იცით, თქვენ ომი არ გინახიათო და მოკლედ გაქცევა გვინდოდა ხოლმე სახლიდან. /იმდენი იძახეს, უარესი ვნახეთ/ წინასწარ ვიცი, აბუჩად ამიგდებს ბევრი. წლები გავა და მიხვდებიან,რა არის მართლა სამშობლო. პრეზიდენტი,პრემიერი, პარლამენტი, დეპუტატი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი დღეს არის. ხვალ ახალი დღე თენდება, შენი და ჩემი შვილი ჩნდება.უნდა გამრავლდნენ.უნდა გაჩნდნენ თუ არა? დაუტოვოთ იმათაც არეულ-დარეული. მაგათი გამრავლება, ჩვენი ერის გადარჩენაა. შთავაგონოთ:მიტინგი დემონსტრაცია, შიმშილობა, არეულობა, ანარქია და რას მივიღებთ?
დღეს უკვე კარგად ვხედავთ ყველა. ხომ გვაქვს მზამზარეული,ყოველდღე. რევოლუციების ფეიერვერკი./ლათინურად ვერ დავწერე/ მიტინგებზე და ბირჟებზე,საქართველოს ბედი არ უნდა გადაწყდეს. ასევე ინტერნეტ-საიტებზე.
ვიცი,ბევრი გაბრაზდებით ჩემზე,მაგრამ სანამ პრეზიდენტს კითხვას დაუსვამთ, თქვენ თავს კითხეთ, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ ?
უხეშობას და დამცირებას არცერთს არ გაპატიებთ. არასდროს, არ დამიმსახურებია. თქვენგან მითუმეტეს,ვინც მაქსიმალურად ამჟღავნებთ, პრეზიდენტის და მთავრობის სიძულვილს. ასევე მათი მხარდამჭერების მიმართაც.
დაფიქრდით და ისე გააკეთეთ დასკვნა.
ბოდიშს, არცერთ სიტყვაზე არ ვიხდი.
|