|
აი ეს არის ჩემი შეკითხვაც და თხოვნაც მიშა სააკაშვილთან/ წაიკითხეთ ყველამ!!!
ვარ მოსკოვს ერთი მელექსე, სახელად მქვია მანანა, ჩემზე ამბობენ მოყვასნი- ხან იცინისო- ხან არა. ოდესღაც კი ვიცინოდი,- ეხლა მასხია რეტია, ფურცელზე ვანთხევ ყველაფერს, რაც გულში არ ჩამეტია.
მშობელთ საფლავებს ვერ ვსტირი,- ვერ გადმოვლახე ქედია, პუტინი მეგზურს ნიშნავსო,- ჩემთვის გზა ჩაუკეტია. გულში დაჭრილთა, ობოლთა, ყვავ-ყორნებ ბუმბულს გვაცლიან "შავებად გვნათვლენ ქართველთ ძეთ,- თითქოს აღარც ვართ კაცნია. მამავ, ძმაო და შვილოო, ჩვენო ძვირფასო მიშავ! შენ კი ხარ შენს სამშობლოში,- და არაფერი გიშავს, ჩვენაც მოგვხედე ცოტა,დიპლომატი ხარ დიდი, მოდი რა გაანმრთელე, ის ჩატეხილი ხიდი, რა ხიდზეც მამათ წინაპარს, საუკუნენი უვლიათ ნუთუ ის ღვაწლი მათ შორის, სულ ყველა დაკარგულია? ჩემმა მშობელმა დაიცვა,რუსეთის მიწა, მოსკოვი, კურსკი,ყირიმი, ქერჩი,სევასტოპოლი და ფსკოვი, ბიძის სულმა კი სხეული, რუსეთის მიწას ჩასტოვა, ისე წავიდა წართველი, მემკვიდრეც კი ვერ დასტოვა. ეს მიწა,რუსეთის მიწა,-სავსეა ქართველთ ძვალითა, მორწყული წართველთ სისხლითა,-ნავლელი წართველთ ჯარითა. სამშობლო საქართველო მაქვს,-ცოცხალ ვიქნები სანამა, რუსეთის მიწაც ჩემია, მეც დამიტოვა მამამა. არ გვნაღვლობთ აქეთ მყოფებსა, ხელფასს გიხდიან სოროსი, რუსეთი ხალხსა გირჩენენ,- თქვენ კი იმალვით სოროში. საზღვარგარეთის პასპორტი, ან ეს ბედკრული ვიზა, ჩვენივ მიწაზე მოსულებს, მითხარით რაღად გვინდა? ძვირფასო პრეზიდენტო!- გვაქვს თქვენი იმედია, ჩვენი აქ ყოფნა, მოსკოვში,- ბედის ნაბოძებ ხვედრია. გვიყვარს ედემი სამშობლო,- ვიცით რომ ლამაზია, თუ ჩამოვედით ყველანი ,- გაქვთ ჩვენთვის ვაკანსია? ერთი მანანა არა ვართ,- ჩვენ მილიონი გვერქმის, რას დაგვასაქმებ იფიქრე,და რას გვიპირებ მერმისს? მრავალ ენაზე საუბრობ, გონება გიჭრის საღად. ისედაც ლამაზ ქვეყანას,-აქცევ სულ ედემ-ბაღად. ამერიკა თუ ინგლისი, ავსტრალია თუ ევროპა, შენი სითბო და სიყვარულ, მთელ მსოფლიოს ეყოფა. შენ გასწევ სააკაძობას,- არ გაიტეხო გული, მხოლოდ მარჯვენა ხელით,- მოსძებნე მარჯვენა ყური, ქართველნი,რუსნი ვიყავით, ოდითგან ძმანნი ჩვენა ხომ არა სჯობდა მათთანაც გამოგეძებნა ენა?
უ ფ ა ლ ო ! ისმინე ვედრება ისმინე ვედრება ჩემი, გადამაქციე ჩიტად და, შემასხი ვეება ფრთები. უფალო ისმინე ვედრება, გადამაქციე ჩიტად, რომ უპასპორტოდ, უვიზოდ, გავფრინდე სადაც მინდა!!!
|