|
9 ოქტომბერი
9 ოქტომბერი ფოსტის საერთშორისო დღე აზერბაიჯანი _ შეიარაღებული ძალების დღე უგანდა _ დამოუკიდებლობის დღე
9 ოქტომბერს 1192 წელს 16-თვიანი ბრძოლების შემდეგ რიჩარდ ლომგულის ჯვაროსანთა არმია გადის პალესტინიდან და იერუსალიმს მუსლიმანების ხელში ტოვებს; 1547 წელს მოინათლა გამოჩენილი ესპანელი მწერალი მიგელ დე სერვანტეს საავედრა (1547-1616). 1855 წელს აიზეკ ბეშევის ზინგერი აპატენტებს საკერავი მანქანის მექანიზმს ესპანეთის 1872 წელს გამოვიდა ფოსტით გამოსაწერი ნივთების პირველი კატალოგი (1 ფურცელი). 1915 წელს ბრუკლინში გამართულ ავტორბოლაზე დამყარდა სიჩქარის რეკორდი. პირველად ისტორიაში გადაილახა 100 მილი/სთ-ს (160 კმ/სთ) სიჩქარის ზღურბლი. 1926 წელს დაქორწინდნენ ფრანგი მეცნიერები _ ფრედერიკ ჟოლიო და ირენ კიური. 1934 წლიდან ისინი ახალ გვარს, ჟოლიო-კიურის იღებენ. 1940 წელს ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერად უინსტონ ჩერჩილი მოგვევლინა; 1946 წელს ვირჯინიის შტატში 39,5 დოლარად გაიყიდა პირველი ელექტროსაბანი; 1953 წელს კონრად ადენაუერი აირჩიეს გერმანიის კანცლერად; 1959 წელს გაიმართა პირველი სატელეფონო საუბარი მოძრავი ავტომობილისა და თვითმფრინავის მგზავრებს შორის; 1963 წელს საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეიარაღებაში ბირთვული იარაღი მიიღეს; 1966 წელს ჯონ ლენონმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე _ იოკო ონო; 1967 წელს ბოლივიაში მოკლეს ლათინური ამერიკის პარტიზანული მოძრაობის ლიდერი ჩე გევარა; 1973 წელს ელვის პრესლი -წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაეყარა მეუღლეს, პრისცილას; 1975 წელს ანდრეი სახაროვს მიენიჭა ნობელის პრემია, დისიდენტი აკადემიკოსი ოსლოში არ გაუშვეს. 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარადონას პასით გაიტანა გამარჯვების გოლი გერმანიის ნაკრების კარში; 1986 წელს ეთერში პირველად გავიდა “ფოქს ბროდქასტინგ კომპანის" ტელეარხი; 1989 წელს საკავშირო ტელეეთერში პირველი სეანსი ჩაატარა ექსტრასენსმა კაშპიროვსკიმ; 1992 წელს ერთდროულად რამდენიმ შტატის მცხოვრებლებმა იხილეს მეტეორიტის ვარდნა. 80 მ/წმ სიჩქარით მოძრავმა 40-კილოგრამიანმა მეტეორიტმა ნიუ-იორკიდან 80 კილომეტრის დაშორებით ავტომობილის ძარა გახვრიტა; 1993 წელს აფხაზეთის სეპარატისტულმა მთავრობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა; 1993 წელს საქართველოს მთავრობა დათანხმდა სამი რუსული ბაზის დატოვებას.
9 ოქტომბერს დაიბადა რობერ დე სორბონი (1201-1274), ფრანგი თეოლოგი, სორბონის კოლეჯის ფუძემდებელი. დღეს მისი სახელით პარიზის უნივერსიტეტს მოიხსენიებენ; ნიკო ნიკოლაძე (1843-1928), საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი; ნიკოლაი რერიხი (1874-1947), მხატვარი, მოგზაური, არქეოლოგი; ედმონდ კეოსაიანი (1936-1994), სომეხი რეჟისორი; ჯონ ლენონი (1940-1980), ინგლისელი როკ-მომღერალი, გიტარისტი, სიმღერების ავტორი. ლეგენდარული “ბიტლზის" დამფუძნებელი. მოკლა ფანატიკოსმა თაყვანისმცემელმა; ვიტალი დარასელია (1957-1982), ქართველი ფეხბურთელი; 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში გამარჯვების გოლის გამტანი; ბორის ნემცოვი (1959), რუსი მემარჯვენე პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი; მაიკლ პარე (1959), ამერიკელი კინომსახიობი; ხოსე ბურუჩაგა (1962), არგენტინელი ფეხბურთელი.
9 ოქტომბერს გარდაიცვალა ანდრე მორუა (1885-1967), ფრანგი მწერალი; ოსკარ შინდლერი (1908-1974), გერმანელი მეწარმე, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს 1200-მდე ებრაელი სიკვდილისგან იხსნა; ბორის პაიჭაძე (1915-1990), გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი.
|