Cherub wrote:ციტატა:
ჩემო მეგობრებო,
მიხარია ასეთი პროგრესული აზროვნების ხალხის აზრს რომ ვკითხულობ და ვისმენ ხოლმე. როგორც ფსიქოლოგი და ამ საკითხში ასე თუ ისე ჩახედული:) შემიძლია გითხრათ რომ ეს არ არის მოდა და არც შეძენილი, არც გადახრა და პათოლოგიაა. აღარ მოვყვები ამის ისტორიას, რადგან ადრეც ჩამოვაყალიბე ამის შესახებ ჩემი აზრი. გიოარმანიმ სწორედ აღნიშნა, რომ უცოდველი ამ ქვეყნად არავინაა (თუ განსხვავებული ორიენტაცია ცოდვად ითვლება, ან რატომ არის განსხვავებული?). ისე, როგორც მამა ფროიდმა აღნიშნა თავის დროზე, ადამიანი იბადება ბისექსუალი და ჰომოსექსუალის ჰეტეროსექსუალური წესით აღზრდა მხოლოდ მის ნორმალურ განვითარებას შეაფერხებს, რაც შემდეგში გამოიწვევს ამ ადამიანში რიგ ფსიქიკურ დარღვევებს. აი ეს კი იმ ხალხის დამსახურება იქნება ვინც ადამიანი ისე არ მიიღო როგორიც არის. აქვე მაქვს კითხვა: ნუთუ მართლმადიდებულური რელიგია მოგვიწოდებს იმისკენ, რომ დავჩაგროთ ადამიანი რაიმე, ნებისმიერი ნიშნის გამო?
გენაცვალე გიო.

გეთანხმები კველაფერში.
პ.ს სად დამეკარგა? მომენატრე მაგრად.