მე არ ვთვლი რომ ფული ყველაფერს წყვეტს ცხოვრებაში. ეგრე რომ იყოს პატარკაციშვილი მიწაში არ უნდა იყოს ეხლა

. რაც შეეხება ფინანსებს, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში, ვთვლი რომ ღარიბი ოჯახის შვილები ამ მხრივ უფრო უპრეტენზიოები არიან ვიდრე მდიდრების, და საერთოდ მშობლებისა და შვილების ურთიერთობა ფულით არ უნდა წყდებოდეს, ეგ აღრზდის საკითხია და არა ქონების(რა თქმა უნდა ცოტა ბუნებამაც უნდა უშველოს:) ).
აქ ახსენეს სკოლები, ელიტარული თუ ჩვეულებრივი და მდიდარი და ღარიბი მოსწავლეები. მოკლედ ჯერ კონკრეტულად ელიტარულ და ჩვეულებრივ სკოლებს შევეხები.
მე პირადად 10 წელი სკოლაში ვიმუშავე, სკოლის სტრუქტურას ძალიან კარგად ვიცნობ, თან თუ იმასაც დავამატებ რომ 11 წელი სკოლაში ვისწავლე. მულტიმილიონერიც რომ ვიყო ბავშვს ეგრეთწოდებულ ელიტარულ სკოლაში არ შევიყვან. არანაირი მნიშვნელობა არააქვს სად ისწავლი, თუ სწავლა გინდა ყველგან ისწავლი და ამისი მილიონი მაგალითია. მე სოფლის სკოლა დავამთავრე და უმაღლესშიც მოვეწყვე, სხვათაშორის უფასოზე უფასოდ

ჩემთან ერთად ვინც უმაღლესში სწავლობდა, ქალაქელები მყავს მხედველობაში, ნამდვილად ვერაფრით ვერ მჯობდნენ. უბრალოდ იმის თქმა მინდა, თუ სწავლა გინდა მიზანს ყოველთვის მიაღწევ. ეხლა იტყვით ეგ ადრე იყო, ეხლა ეგრე არააო. ეხლაც ეგრეა. ჩემი სოფლის სკოლადამთავრებული 2 ბავშვი 100% დაფინანსებაში მოხვდა წელს და 1-50%. მაინცდამაინც ჩემი სოფლის სკოლას იმიტომ ვამბობ რომ ვიცი ჩემს სოფელში რა ხდება, თორე სკოლა ჩვეულებრივია და პედაგოგებიც სხვათაშორის გამიკვირდა ზოგიერთები ცოცხლებიც რომაა

.ასე რომ მთავარია ტვინი გქონდეს თავში.
რაც შეეხება მდიდარი და ღარიბი ბავშვების ურთიერთობას, ეს საკითხი დღეს უფრო მოგვარებულია ვიდრე ადრე იყო. ნუცუბიძის სკოლაში სადაც მე ვმუშაობდი, ლტოლვილებიც სწავლობდნენ, სახლებში რომ დავდიოდი (საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ), მიკვირდა იქ ადამიანმა როგორ უნდა იცხოვროს მეთქი. ბავშვების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაში მე ვერ ვხედავდი ამ ზღვარ რასაც მდიდარ-ღარიბი ქვია.რაც შეეხება მასწავლებლებს აქ კი ვაღიარებ, მასწავლებლები ყოფდა ბავშვებს ამ კატეგორიებად, მაგრამ არა იმიტომ რომ ღარიბი დაეჩაგრა, უბრალოდ იმიტომ რომ მდიდარი მოეწველა.. არც ეგაა კარგი მაგრამ ფაქტია და ვერსად გავექცევით.
ისე მერე როგორ მოვიქცევი არ ვიცი, მაგრამ დღეს ამ აზრზე ვარ, თუ ჩემი შვილი 100 ან 75% დაფინანსებაში არ მოხვდება უმაღლესში სწავლის ფულს ნამდვილად არ გადავუხდი.
მოკლედ ეხლა აქ გავჩერდები, მერე ისევ მოვუბრუნდები ამ თემას.

ფული აუცილებელია აბა რა. აუცილებელი რომ არ იყოს ეხლა ამერიკაში კი არ ვიქნებოდი, სახლში ვიქნებოდი ჩემი საყვარელი ხალხის გვერდით.