მამაკაცის სიყვარულის გამოხატვა
ძირითადად მამაკაცებს არ უყვართ საუბარი სიყვარულზე, ვერ პოულობენ შესაბამის სტყვებს. გრძნობენ სიყვარულს, მაგრამ გამოხატავენ თავისებურად.
მამაკაცს შეუძლია უბრალოდ თქვას: ”მე შენ მიყვარხარ”
სინამდვილეში ყველა ვერ გაბედავს, რომ ამ სახით გამოტყდეს სიყვარულში. სიყვარულის ახსნა მათთვის ასოცირდება სერიოზულ მოვალეობებთან, პასუხისმგებლობასთან და გარკვეულ წილად შიშთან.
მათთვის ეს ასოცირდება სიტყვებთან - ” ჩემი ცხოვრება შენ ხელთაა”... ან ” მე ყოველთვის შენი ერთგული ვიქნები”...
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ”მე შენ მიყვარხარ” - ფიცის, პირობის ტოლფასია. მათ კი უყვართ პირობის შესრულება, უფრო სწორად ეშინიათ, რომ ვერ შეასრულონ ფიცი და დაეცნენ სხვა ადამიანების თვალში.
მამაკაცები სიყვარულს გამოხატავენ ყურადღებით - მათ შეუძლით გაჩუქონ სხვადასხვა საჩუქრები: ყვავილები, წერილები და ა.შ. ასევე ისეთი საჩუქრები, რომლებიც ხშირად ქალისთვის ძნელად აღსაქმელია საჩუქრის სახით.
მაგალითად ზოგიერთი მამაკაცი თუ უთმობს თავის თავისუფალ დროს ქალს, ეს მისთვის სიყვარულის გამოხატვას ნიშნავს, რასაც ქალები ასე ვერ აღიქვავენ!
ტაქტიკური გამოხატვა გრძნობების - მამაკაცებს შეუძლიათ გრძნობების გამოხატვა შეხებით ქალის ხელზე ან კოცნით ან სექსით. რა თქმა უნდა უმრავლესობისთვის გრძნობების გამოხატვა უფრო ადვილია სექსით, ამ დროს სიახლოვე ყველა ბარიერის გადალახვაში ეხმარებათ. როგოც ზემოთ ავღნიშნეთ ყველას არ შეუძლია სიყვარულის სიტყვით გამოხატვა.
და ბოლოს - როცა მამაკაცი ცდილობს გაგაცნოთ მშობლები.
მსგავსი ნაბიჯი მამაკაცის მხრიდან ტოლფასია სიტყვების ”მე შენ მიყვარხარ და მინდა, რომ ახლოს გაგაცნო ჩემი მშობლები, ჩემი ყველაზე ახლო ადამიანები...” მართლაც, მსგავსი ნაბიჯი მოწმობს მის ღრმა გრძნობებს და მის სერიოზულ დამოკიდებულებაზე თქვენს მიმართ.=ml=
