↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
საერთაშორისო საზოგადოება....(???)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 21 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
საერთაშორისო ორგანიზაციების გარშემო შექმნილი დისკუსიები არ არის საფუძველს მოკლებული. თუ გადავხდავთ მათი წარმოშობის "ისტორიას" სათაო ოფისები ძირითადად განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეეჭვება, რომ მათ მხოლოდ ფილანტროპია ამოძრავებდეთ. იქ სადაც კაპიტალი განსაზღვრავს ყველაფერს-მხოლოდ უკუგებასთან უნდა გვქონდეს საქმე.ამის ბევრი გარემოება არსებობს. განვითარებული ქვეყნბის კანონმდებლობა ითვალისწინებს ქველმოქმედებაში ჩადებული ფინანსების ბეგარაისაგან განთავისუფლებას, ქველმოქმედებაში ფულის ჩადება ხშირად პატივმოყვარეობის, პოპულარობის და ამბიციების "სამსახურშია". თან ამ გზით ფულის გათეთრების საშუალებებიც არსებობს. ყველაფერთან ერთად განვითარებული ქვეყნებისთვის მესამე "ხარისხოვანი" ქვეყნები ახალ იდეათა დიდი პოტენციაა, რაც მას საშუალებას აძლევს თავის მხრივ ძალიან მინიმალური დანახარჯებით ახალი იდეების განხორციელები და ამის შედეგად მიღებულ მოგებათა თანამოწილედ გახდომის(ძირითადად ეს შეეხება მეცნიერებასა და ტექნიკის დარგებს ).ეს რაც შეეხება საზოგადოებრივი ორგანიძაციების კერძო დაფინანსების წყაროებს. ხოლო სახელმწიფო დონეზე არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩემი აზრით, მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ. თავის დროზე გაერთიანებული ორგანიზაციიც შექმნაც მსოფლიოში ძალაუფლების ბალანსის დარღვევის შიშით იყო გამოწვეული. საბჭოთა კავშირის გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ გაჩნდა შიში, რომ "რუსეთი" მსოფლიოზე გაბატონდებოდა. ამიტომ სასწრაფოდ მოიფიქრეს ახალი , გერთიანებული ორგანიზაციის შექმნის იდეა. თუმცა ამ ორგანიზაციის არსებობას არ შეუშლია ხელი არც ცივი ომისთვის და არც ერაყის ომისთვის.ცნობილი მოსაზრება-ისტორიას პიროვნებები ქმნიან-დღესაც აქტუალურია. ცივი ომის დამთავრებაც პიროვნებებს უკავშირდება და ერაყის ომის დაწყებაც- პიროვნებას უკავშირდება. ალბათ ყველას ახსოვს ომის დაწყების წინ გაეროს ანსამბლეაზე, სადაც ეს ორგანიზაცია არ აძლევდა სანქციას ომის დაწყებას და ბუშმა გნაცხადა, რომ მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა გაერო მისცემდა თუ არა ნებართვას და ვინაიდან ამ ომის დაწყება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნეელოვანი იყო -ის თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა.ასე რომ, საერთაშორისო ორგანიზაციები ფიქციაა.ასევეა ევრო გაერთიანების შექმნაც, რომელიც მსოფლიოზე ამერიკის "გაბატონების" საპირისპიროდ იყო, ვინაიდან 80-იან წლებში ამერიკაში შემუშავებული გეგმა საბჭოთა კავშირის დაშლის-განხორციელდა და ევროპის კონტინენტს ჭირდებოდა ახალი რამ მსოფლიოში ძალაუფლების ბალანსისათვის. სახელმწიფოების ხელისუფლების დონეზე დაბადებული იდეების განხორციელება მხოლო ამ სახელმწიფოთა ინტერესებით არის განპიროვნებული, თუმცა ხშირად "კრავის ქურქში" არიან გამოხვეულნი. თვით ჩვენი ქვეყვის უახლესი ისტორიაც ადასტურებს, რომ მათ არსებითად არაფრის გაკეთება ძალუძთ ან არ უნდათ, თუ კი მათ აქედან სარგებელი არ აქვთ. ასე რომ არ იყოს-ამერიკას კოსოვოს აღიარების უფლებას არ მისცემდნენ, ვინაიდან ეს არის ევროპაში "შემოგდებული ნაღმი" რომელიც ძალიან ჭირდებოდა ამერიკას მოძლიერებული ევროპის შესარყევად. ეხლაც დგას საკითხი რუსი სამშვიდობოების საქართველოდან გაყვანის თაობაზე, რომელსაც ეუთო მოითხოვს. მეეჭვება აქედან რაიმე გამოვიდეს, ვინაიდან საქართველოს ისტორიასაც "პიროვნებები" ქმნიან და ჩვენ ვერ შევიგნეთ, რომ მეზობლებს თითი არ უნდა ვუქნიოთ და დამამცირებელი ეფიტეტებით არ უნდა "ვამკოთ"-მითუმეტეს, როდესაც ეს მეზობელი ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია და კიდევ კარნახობს თავის პირობებს მსოფლიოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ბაზი, მილიონი პროცენტით გეთანხმები :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
ბაზი, მილიონი პროცენტით გეთანხმები :) :)

pikaso22, როგორა ხარ??????=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
ვერასდროს ვიგებ ვინ "მაჯილდოვებს" კარმებით, რომ მადლობა გადავუხადო. ამიტომაც სულ ზოგადად გამოვხატავ-ხოლმე მადლიერებას. ამჯერადაც-დიდი მადლობა!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ამქრიკაში ქართველები 3 მაისის მიტინგზე

დესპანიდანაც იყავით?

კურიერშიც ვგნახე

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined03 Jul 2008
Posts3
კარმა0
OFFLINEPROFILE
ალბათ ის გაჯილდოვებს ვისაც შენი აზრები მოსწონს....:) ჰო ეხლა რაც შEეხება საერთაშორისო საზოგადოებას: საერთაშორისო საზოგადოება არის ერთერთი ძირითადი წყარო საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებისა.... ამიტომ აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების გამყარება....... =oops= =ang =oops= =oops=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 21 posts ] 
საერთაშორისო საზოგადოება....(???)
დესპანი