bazi2002 wrote:ციტატა:
თუ გულახდილი ვიქნები და თუ კი ეს ვინმეს აინტერესებს-ეს ცნება დიდი ხანია ჩემთვის აღარ არსებობს. მასშტაბურად თუ ვილაპარაკებთ,მე ვარ სულიერი მდგომარეობის იმ სტადიაში როდსაც ძლიერ ტკივილს შეეჯახები, ვერფერს ცვლი და შეგუების კონდიციაში გადადიხარ და გვ ძალიან ნელა, ზლაზვნით გვირაბში მიმავალს წინ სინათლე გელოდება და ნამდვილად იცი, რომ მას მიაღწევ. თუმცა, მიუხედავად იმისა,რომ არ იცი ეს როდის მოხდება, ზოგჯერ მაინც გაქვს სულიერად "ამაღლებული" განწყობილება იმის და მიხედვით თუ რამდენად კაშკაშაა სინათლე გვირაბის ბოლოს. დღეს დილიდან გვირაბის მიღმა მზე ძალიან კაშკაშა იყო და მეც ამ
You may say i'm dreamer
But i'm not the onlgy one
I hope someday you'll join us
And the world will be as one
განწყობილებაზე ვარ.......
ხვალ რა იქნება-არ ვიცი........
შენ იცი ხვალ რა გელოდება /ზოგადად/?
ბაზი, შემოგევლე, შენი მდგომარეობა ჩემი მდგომარეობის ასლია, ნაწერს რომ ვკითხულობდი, მეგონა მე დავწერე მეთქი,

რა თქმა უნდა გავალთ გვირაბის ბოლოში და ჩვენი ოცნებაც მარტო ოცნებად არ დარჩება. ყველანი რაღაცის გულისთვის მოვდივართ ამ
ქვეყნად, რაღაცას ვსწავლობთ, შეცდომებს ვუშვებთ და ვასწორებთ, ან არ ვასწორებთ...ჩვენი დღევანდელი ყოფაც რაღაცის სასწავლებლად გვარგუნა გამჩენმა, როგორც კი ვისწავლით იმ რაღაცას, მაშინვე ყველაფერი შეიცვლება და დრო და მანძილი, გვირაბის ბოლოში გასასვლელად ,ნულს გაუტოლდება.
ხვალ ბზობა თენდება, შეგეწიოს ამ დღის მადლი შენ და სრულიად საქართველოს! გამჩენმა მოგვცეს ძალა, რომ ამ ყველაფერს გავუძლოთ.
"... მაინც არ ვიცი , იქნება ხვალე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა აეწყოს..."

იმედზე რას იტყვი?:)