|
დასადებელნი სინანულისანი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს მიმართ ხმაი ვ, ყოველთა სასოებაჲ
იესუ, ყოვლად-ტკბილო, სულთა და გონებათა ჩემთა წმიდა-მყოფელო, მეუფეო ქრისტე მრავალ-მოწყალეო, იესუ, მაცხოუნე, მაცხოვარო ჩემო ყოვლად-ძლიერო, ნუ დამიტევებ, მაცხოვარო ჩემო, მიჴსენ ყოვლისავე სატანჯუჱლისაგან, იესუ ჩემო, ღირს-მყავ ცხოვნებულთა შენთა ნაწილსა, იესუ ჩემო ტკბილო, და გუნდსა მას რჩეულთა შენთასა შემრაცხე, იესუ კაცთმოყუარეო. იესუ, ყოულად-ტკბილო, მოციქულთა დიდებაო, მოწამეთა მეუფეო, სიქადულო ჩემო ყოულად ძლიერო იესუ, მაცხოვნე, მაცხოვარო ჩემო შვენიერო და სასურველო, ქრისტე, შემიწყალე ოხითა მშობლისა შეისაჲთა, და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, მოციქულთა და წინასწარმეტყუჱლთა და წმიდათა ზეცისა ძალთა მეოხებითა, იესუ სამოთხისა შუჱბასა ღირს-მყავ, იესუ კაცთ-მოყუარეო. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა იესუ, ყობლად-ტკბილო, მონაზონთა დიდებაო, მმარხუჱლთა სიწმიდეო, და შემამკობელო მოღუაწეთაო. იესუ, მაცხოვნე, მაცხოვარო ჩემო სახიერო, და გუელისა მისგან ჴელთასა განმარინე, იესუ, და აღმომიყუანე მღჳმით ქუესკნელით და მარჯუენით ცხოვართა შენთა შემრაცხე, იესუ სახიერო, მაშურალი და ტჳრთმძიმეჲ. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ნუ მიმანდობ კაცობრივსა განზრახუასა, ყოვლად-წმიდაო დედოფალო, და დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ, არამედ მეოხ-გუეყავ და გუაცხოვნენ ჭირვეულნი, რამეთუ შემწე ხარ, ყოვლად-ძლიერო ქალწულო ღმრთისა დედაო, და მტერთა დამცემელი, და უცხო თესლთა მომსვრელი. ექმენ თანაშემწე ღმრთივ-დაცულსა ერსა შენსა და ქალაქსა და მგალობელთა შენსა, და იჴსნენ ყოველთა განსაცდელთაგან ქრისტიანენი.
|